აბა ვდებ ჩემი ნაწამეობის დასაწყის, კრიტიკა მიიღება, მწვავეც ოღონც კონსტრუქციული კრიტიკა

ქვიშის რამოდენიმე მარცვალი
ვუძღნი იმპერიის ყველა ჩვეულებრი მოქალაქეს, ვისზეც დგას კაცთა იმპერია.
თავი I
ბნელი საკანი
ჰმმმმ, თავი ჩემი საწყალი თავი, როგორ მისკდება, მმმმჰ ფიქრისგანაც კი მტკივა, ოხ ეს საშინელი პულსაცია ისეთი გრძნობაა თითქოს ჩემს თავში იმპერატორის ამაღლების დღის აღლუმი იყოს და პლანტერული თავდაცვის ძალები მწყობრით მიდიან. რისგან მისკდება ასე თავი? ნუთუ გუშინ ისევ როტგუტით გავილეშე? ხომ დავიფიცე აღარასდროს მივეკარები მაგ საშინელებას თქო? თფუ ჩემს თავს მხოლოდ მაგ ნეხვმა იცის ეგეთი თავის ტკივილები, მოიცა ეს რაღაა? ჩუმად ჩაიალაპარაკა ლისანდერმა როდესაც შიგნიდან ასაფეთქებლად გამზადებულ თავზე მოისვა ხელი, ნაკერი? კი მაგრამ საიდან? მე ის არასრდორს არ მქონია, თავზე! გუშინ ეტყობა მიჩხუბია კიდევაც, მაგრამ ვისთან? სიკვდილის ჩიხამდეც გზა ქონია როტგუტს, როგორ აქრობს ყველაფერს ეგ საწამალავი, ყვეალფერს წყვდიადი ყლაპავს და ვერაფერს ვეღარ იხსნებ, თითქოს წინა ცხოვრებაში მოხდა ყველაფერიო რაც დალევამდე იყო, ამ მომენტში ლისანდერი დადუმდა, რაღაცა გაიფიქრა და განაგრძო რისთვის ვწყევლი სასმელს? ტარსუსია დასაწყევლი, სიბინძურის ბუდე, ხორცის საკეპი მანქანა, წყეული ქალაქი!!! ხმამაღლა ამოხდა ლისანდერს და მანაც უმალვე ტუჩებზე მიიფარა ხელი, სკა ქალაქ ტარსუსის სუბ სექტორებმა 16 წლის ლისანდერს რამდენიმე შეუფასებელი გაკვეთილი მისცა, ერთ-ერთი კი ის რომ ჯობია ჩუმად ილაპარაკო, ან კიდევ უკეთესი, მხოლოდ გულში გაივლო ნააზრევი, როტგუტი რომ არა ტარსუსი ნამდვილად ჭკუიდან შემშლიდა, ეგ სასმელია რომ მავიწყებს ამ კლოაკის საშინელებებს. მაინც სად ვარ? ისეთი სიბნელეა რომ თითქმის არაფერი ჩანს, ჩემს სოროს ეს არ გავს ნამეტანი დიდია სამაგისოდ, ვიჯილანტეების საკანში ვარ? ჰმ გუშინ ეტყობა მართლა მაგრა მიჩხუბია, ამ დროს ლისანდერმა ხელი ისევ ნაკერზე დაიდო, არა, არა ვიჯილანტეები აქ არაფერ შუაშია, ეგენი როდის აქეთ უკერავენ ჭრილობებს დაპატიმრებულებს? და ამ დროს წაიფხუკუნა, ჭრილობის გაკერვა კი არა სულ მცირეზე შეუძლიათ ტყვიის დაშვება, რამდენი კაი კაცი დახოცეს მაგ კანინებმა და ამის თქმაზე გვერდზე გადააფურთხა, არა სადაც არ უნდა ვიყო ეს არ არის ვიჯილანტეების განყოფილება, ეს ნაღდია! მაგრამ სად სიკვდილის ჩიხში ვარ მაშინ? კარგი დავათვალიეროთ ერთი ჩემი „აპარტამენტები“ ლისანდერს გაცინება უნდოდა მაგრამ ამ დროს ტკვილმა ახალი ძალით იფეთქა მის საცოდავ თავში, მმმმ ისევ ამოიგმინა ლისანდერმა, გეგონება კრაკ ყუმბარებს მიფეთქებენ თავშიო. ცოტა ოდენ დარეტიანებული ლისანდერი საწოლიდან ადგა და ხელის ცეცებით და გამახვიელბული მზერით დაიწყო მისი გარემოს შესწავლა, კედელ-კედელ ის მივიდა ერთ ადგილას, სადაც კედელი არ იყო და გზა დერეფანში გადიოდა, ლისანდერს არც უფიქრია რატომ არ იყო იქ კედელი და მასში დატანებული კარი პირდაპირ დერეფნისკენ წავიდა, არ ყოფილა ეს საკან... და თითქოს კედელს დაეჯახაო, თავი მისცხო „სიცარიელეს“ და უკან წატორტმანდა, აუ შენი დედაც!!! ეს რაღა კომუსია? გაიფიქრა ლისანდერმა, თავნატკენი ლოგინამდე მიხოხდა და ძლის დაჯდა მასზე. კედელი არ არის მაგრამ ვერ გავდივარ? უხილავი წინაღობა? რაღაცა აქ ისე ვერ არის როგორც უნდა იყოს! ე.ი საკანში ვარ, მაგრამ არა ვიჯილანტეებთან! მაშ ვისთან? არბიტრებთან? და ლისანდერმა იგრძნო როგორ მოცოცავდა მის სხეულზე ცივი ტალღა როგორც გველი და თან სხეულში კანკალი მოქონდა. მაგ ჯალათებს მიუწვდებათ ხელი ისეთ ტექნოლოგიებზე რომ ასეთი საკანი ქოდეთ, მაგრამ...ლისანდერი ისევ შეჩერდა ორი წუთით თვალი ისევ გადაავლო მის საკანს და განაგრძო არბიტრები იშვიათად იქცევიან ასე, ისინი პატიმარს უბრალოდ იქვე ადგილზე ასამართლებენ უსჯიან სასჯელის უმაღლეს ფორმას და კლავენ! ლისანდერს თვალები სიბრაზით მოეჭუტა, ეტყობა არბიტრებსაც ბევრი მისი მეგობარი მოეკლათ, თუ არბიტრებთან ვარ ე.ი ჩხუბი არაფერ შუაშია, ეს „ვაჟკაცები“ თავს არ იწუხებენ უბრალო ქუჩის ჩხუბების დაშოშმინებით, ისინი გაცილებით სერიოზულ საქმეებზე დადიან და თუ მათ ხელში ვარ და იმის მაგივრად რომ ადგილზევე გავესაღებინე მათ საკანში ვარ და თან ჭრილობა გაკერილი ე.ი საქმე ძალიან ცუდათ მქონია! მაგრამ რა შეიძლება იყოს მიზეზი? აქ ლისანდერმა უცებ გადაქექა მისი ბიოგრაფია და მხოლოდ ერთი რამე მოუვიდა აზრათ... ჩემი ჯადოსნური ნიჭი??? არა! მარტო ნიჭი არა! ეტყობა სიმთვრალისგან რაღაცა ცუდი გავაკეთე ჩემი ზეადამაინური შესაძლებლობებით! წყეული როტგუტი, წყეული, ტარსუსი, წყეული არბიტრები, წყეული ჩემი ცხოვრება! დაღლილად ჩაიბუტბუტა ბოლო სიტყვები ლისანდერმა და დასუსტებულს მის საწოლზე ჩაეძინა.
თავი II
გორაკი
ქსანდერ მოიტანე ყუმბარა! ქსანდერ! რა გჭირს?! ქსანდერ ეხლა ეს უშნოები ჩვენც შეგვხეთქავენ თუ მაგ წყეულ ყუმბარებს არ მოგვაწოდებ! ამ სიტყვებზე ქსანდერი გამოერკვია გარშემო დატრიალებული საგიჟეთისგან და ყუმბარმტყორცნის გათვლას სხარტად მიაწოდა ყუმბარების ყუთი. ჩატენეთ ყუმბარა! ცეცხლი! არის! კიდევ ჩატენეთ! ცეცხლი! არის! 3-4 წუთში ყუმბარმტყორცნის გათვლამ სრულიად დაფარა ჰორმოგონტების პოზიცია რომლებიც უბედურ 207-ე ათეულს შეექცეოდნენ. კარგია! კმაყოფილად და როხროხად წარმოთქვა სერჟანტმა გავიუსმა, სერჟანტო 2 საათზე ურჩხულების ახალი რაზმი, სწრაფად ამოიძახა რიგითმა დანიელმა, ყუმბარმტყორცნი შეატრიალეთ, აგემეთ ამ უშნოებს იმპერატორის რისხვა! მრძანებლურად წამოიძახა გავიუსმა, სერჟანტო ყუმბარმტყორცნი გადახურდა საწყლად ამცნო კაპრალმა ტობინმა, სერჟანტმა გაყინული მზერა კაპრალისგან მისკენ მომავალი ოციოდე ჰორმოგონტისკენ გადაიტანა რომლებიც სისწრაფით მოიწევდნენ ათეულისკე, ამ დროს ლაზერის მსხვილმა სხივმა რამდენიმე მოწინავე ტირანიდი მოთელა „ჭამეთ! ჭამეთ! თქვე უშნოებო!!!“ ძლივს გაარჩევდით ჰელგანისგან დაყენებულ კაკაფონიაში ზორბა გიდეონის გაცხარებულ ბრდღვინას, აბა ბიჭებო ყველამ ლაზერული შაშხანები დაგმოიღეთ და ჩახოცეთ ეს პირუტყვები, ათეულმა დაუყონებლივ გახსნა ცეცხლი, ჰორმოგონტების იერიში შეჩერდა მაგრამ უკანა ხაზებიდან სულ უფრო მეტი და მეტი ტირანიდი ჯიუტად მოიწევდა გვარდიელების შესაჭმელად, ასე დიდხანს ვერ გავძლებთ! რა ჯანდაბა ჭირს ყუმბარტყორცნს? ბრაზიანად იკითხა გავიუსმა, ისევ გადახურებულია უპასუხა ტობინმა, დედაც მოვტ*ან ჟანგის ნაჭრის! თავი ვეღარ შეიკავა სერჟანტმა, ახლა მხოლოდ იმპერატორის სასწაული თუ გვიშველის, ჰორმოგონტების ბოროტი ყვითელი თვალები თითქოს მის სულს ჩაშჩერებოდნენ და უტყვად ეუბნებოდნენ რომ მის ხორცთან ერთად მის სულსაც დახარბებით შთანთქავდნენ. ათიოდე წამში ტყიანი ბროცვი საიდანაც ჰორმოგონტები ულევად მოიწევდნენ ცეცხლში გაეხვია, გარშემო აუტანელი ხმაური იყო, მიწამ ზანზარი დაიწყო, თქმაც არ იყო საჭირო ეს იმპერიის გვარდიის კოზირი, მძიმე არტილერია ჩაერთო საქმეში, ტყიან გორაკზე საშინელმა გნიასმა და წივილმა დაისადგურა ჰორმოგოტები უმოწყალოდ იბომბებოდნენ, როდესაც არტილერია დადუმდა ქვეითების წინაამღდეგ მხოლოდ მოწინავე ტირანიდებიღა იყვნენ დარჩენიელბი რომლებსაც ბრძოლა უკვე ისე ძალიან აღარ აინტერესებდათ, გიდეონ! დროზე მოიმარჯვე შენი ჰელგანი და სანამ გონს მოსულან ეს წყეულები წირვა გამოვუყვანოთ, სწრაფ-სწრაფად ამოიძახა გავიუსმა, ათეულმა ისევ აამუშავა მათი ლაზერული იარაღები და მათ წინ მდგარი ტირანიდების ახალი ჟლეტვა დაიწყო, ტირანიდები გაცლას შეეცადნენ მაგრამ ათეული არ აპირებმა მტრის შენდობას! მხოლოდ თითო ოროლა ტირანიდმა შეძლო გადაბუგულ ბორცვზე ასწრება და თვალს მოფარება, შეწყვიტეთ სროლა! შეწყვიტეთ! ერთი მეორის მიყოლებით ათეული დადუმდა. გვარდიელებმა მიმოიხედს და ადამიანთა და ტირნიდთა გვამებით გავსებულ მდელოზე დაინახეს რომ აქაიქ ისევ ისროდნენ ლაზერული შაშხანებიდან და ტირანიდები ან წივილით იცელებოდნენ ან გორაკზე არბოდნენ, ცოტახანში სროლები შეწყდა. მაგრამ არტილერიამ კიდევ ერთხელ იქუხა და გადაბუგული ბორცვები ისევ ცეცხლში გაეხვია, ეტყობა რომელიღაცა ათეულმა არტილერიას ხელმეორედ თხოვა „იმპერატორის რისხვის მოვლენა“ რომ ამჯერად გაქცეულ ტირანიდბსაც მათი თანამოძმეების ბედი გაეზიარებინათ. მადლობა იმპერატორს ვინმე მაინც გადრჩა ამ ჯოჯოხეთში! თავის დასამშვიდებლად ჩაილაპარაკა სერჟანტმა, ორი წამით შეისვენა და განაგრძო, ათეულო გადაითვალეთ დარჩენილი შეიარაღება! 1 ჰელგანი, 1 ყუმბარმტყორცნი ერთნახევარი ყუთით, 4 კრაკ ყუმბარა, 6 ლაზერული შაშხანა უპატაკა კაპრალმა და 7 გვარდიელი სევდიანად ჩაილაპარაკა გავიუსმა, სერჟანტი უცებ გამოცოცხლდა, უნდა გავიგოთ კიდევ ვინ გადარჩა! ათეულს ვოქსი დილით ადრე გაუფუჭდათ როდესაც ტერმაგანტების რაზმმა პირველი იერიში მიიტანა მათზე, ამ პირველ შეტაკებაში სერჟანტმა 3 გვარდიელი დაკარგა, იერემია! იერემია! ცოცხალი ხარ? ხმამაღლა იძახდა გავიუსი, ლოტარ! ლოტარ! ლოტაააარ!!!! ჯანდაბას არც ეს მპასუხობს! რაგელ! რაგელ! რაგეეელ! რა, გეეეეელ! რა იყო მთელი ასეული შეჭამეს წყეულმა მხეცებმა! ჯავრობდა გავიუსი და ცივი ოფლი მოადგა შუბლზე, ეფრემ! ეფრემ! ეფრემ!
-გავიუს შენ ხარ?
შემოესმა სერჟანტს ასიოდე მეტრიდან 206 ათეულის სერჟანტის ხმა.
- დიოდორუს! ტირანიდებს არ უსადილიათ ჯერ შენით! განცვიფრებულმა მაგრამ ამავე დროს უზომოდ გახარებულმა კითხა.
-მადლობა იმპერატორს ცოცხალი ვარ მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი ჩემი ბიჭების ნახევარზე, დამპალმა მხეცებმა დამიგლიჯეს!
-დიოდორუს ვოქსი დაგრჩა? ვინმეს დაუკავშირდი კიდევ?
-არა! დამპალმა ტირანიდმა რადისტი შემისანსლა და მასთან ერად ვოქსიც.
-ეხლა რა ვქნათ გარშემო არცერთი სხვა ათეული არ ჩანს, კავშირიც არ გვაქვს არავისთან. ალბათ ჯობია აი იმ მაღალი გორაკისკენ გავწიოთ, შემაღლებულიდან უკეთესად გამოჩნდება კიდევ სად არიან გვარდიელები.
- არ გეშინია რომ იქ ეს საზიზღრობები შეგხვდებიან?
- ასეთი ბარაჟის მერე? არამგონია იქ რამე გადარჩენილიყო! მაგრამ თუ კიდევ იქ არიან ეხლავე უნდა ავიდეთ გორაკზე და ვიპოვოთ სხვა შენაერთები თორემ ღამით ახალ იერიშზე გადმოვლენ და აი მაშინ ვერაფერი ვეღარ გვიშველის.
-კარგი გავიუს, ეგრე იყოს, წავიდეთ!
ორი ათეული წამოდგა და ერთმანეთის შესახვედრად გორაკის ძირისკენ დაიძრნენ. გზა მოფენილი იყო ჰორმოგონტების და გვარდიელების გვამებით, სხეულის ნაწილები აქეთიქით იყო მიმობნეული, ეს 207-ე ათეული და ის ჰორმოგონტები იყვნენ რომლებიც 1 საათის წინ ყუმბარმტყორცნით რომ დაადუღა გავიუსის ათეულმა. ჯერ კიდევ იგრძნობოდა ადამიანის და ტირანიდის დამწვარი ხორცის სუნი, ახალბედა ქსანდერს ესეთი საშინელებები ჯერ არასდროს არ ეხილა. გვარდიელები სრულიად ჩუმად მიიწევდნენ შეხვედრის ადგილისკენ და გაფართოებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ, მხოლო გავიუსი იყურებოდა წინ და არ იმჩნევდა იმ საშინელებას რაც მათ გარშემო იყო. 17 წუთში გავიუსის და დიოდორუსის ათეულები გორაკის ძირთან ერთმანეთს შეხვდნენ, და სერჟანტები გულითადად გადაეხვნიენე ერთმანეთს თითქოს მთელი საუკუნეა არ ენახათ ერთმანეთი. ნახვით გახარებულმა სამხედროებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, გადარჩენა მიულოცეს. ეს ყველაფერი რათქმაუნდა ძალიან კარგია მაგრამ გორაკზე ასვლა და იქიდან ჩამოსვლა დაღამებამდე უნდა მოვასწროთ, თუ გვინდა რომ ტირანიდების ლუკმა არ გავხდეთ! გამოუცხადა ჯარისკაცებს გავიუსმა. ორი ათეული ორ რიგად დაეწყო და ასე აუყვნენ გადაბუგული და სისხლით გაჟღენთილი გორაკის გზას, ათეულების მეთაურები ჯარისკაცებზე ცოტა უფრო წინ იყვნე, ცოტა ხანში დუმილი დიოდორუსმა დაარღვია და გავიუს ჩუმად გადაულაპარაკა.
-როგორც ჩანს ჩვენი ბატალიონის იერიში სრული კრახით დასრულდა.
-გეთანხმები, ეს არ იყო ბრძოლა, ეს ნამდვილი ჟლეტვა იყო. უპასუხა გავიუსმა. მის ხმაში და გამომეტყველებაში იკითხებოდა რომ სიმშვიდის შენაჩუნება სურდა, მისი გვარდიელების დასანახად მაინც.
-წყეული ტირანიდები, გადააფურთხა დიოდორუსმა, რამდენი კაი ვაჟკაცი გაწყვიტეს ამ გორაზე და ქვევით?!
- ის რომ მთელი ასეულიდან მხოლოდ შენს ათეულს... იმას რაც შენი ათეულისგან დარჩა გადავეყარე, ნიშნავს რომ II ასეულმა ძალიან მძიმე დანაკარგები განიცადა.
- I და IV ასეულები ჩვენზე წინ იყვნენ, გორაკის დაზვერვისას, ეტყობა მათგან საერთოდ აღარაფერი აღარ დარჩა!
- მეც მასე მგონია რომ მოწინავე ასეულები ამ გორაკმა „შთანთქა“, ტირანიდების ჩასაფრებას, მათ იერიშს და გორაკის ორჯერ ხალიჩსებურ დაბობმვას ვერცერთი ადამიანი ვერ გადაურჩებოდა.
გავიუსი ცოტა ხანს დადუმდა და განაგრძო
-მხეცები ეძახე და კლასიკურ ხაფანგში კი გაგვაყოფინეს თავი! ჯერ გვაცალეს გორაკზე ასვლა და ერთმანეთისგან დაშორიშორება, შემდეგ კი სათითაოდ ყოველი ასეული თუ ათეული ალყაში მოგვაქციეს, და მეთოდურად ამოგვხოცეს.
- ჩვენ ბედმა გაგვიღიმა და უფრო უკან აღმოვჩნდით და ჩვენზე ისეთი მაგარი ზეწოლა არ ყოფილა როგორც მოწინავე ასეულებზე.
ამის თქმაზე გავიუსი მოიქუფრა და დიოდორუს მიუბრუნდა
-ისეთივე ზეწოლა არ ყოფილა? 202-ე და 205-ე ათეულებს ჩემს თვალწინ წუთებში გადაუარეს ჰორმოგონტების ჯოგმა, ისე რომ დანარჩენმა 8 ათეულმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო! 208-ე და ჩემი ათეული მარჯვენა ფლანგიდან ტერმაგანების იერიშებს ვიგერიებდით, მანდ დავკარგე რამილი და გნეუსი ოდნავ ნაღვლიანათ ჩაილაპარაკა გავიუსმა, შემდეგ უკნიდან ხმა გავიგე რომ წინა და მარცხენა ფლანგზე ზღუდე სრულებით გაირღვა, მეც და ლოთარმაც უკან დახევა დავიწყეთ, ჩვენ 207-ე ათეულიც მოგვყვა და ასე ვირბინეთ სანამ გორაკის ძირამდე არ ჩამოვედით, პირველები ჩვენ გამოვედით ტყიდან, ჩვენს შემდეგ 207-ე, მაგრამ უკვე გვიანი იყო! და ამ დროს გავიუსმა ხელი სახეზე მიიფარა სიმწუხრის და სინდისის ქეჯნის დასამალად, ჩემს თვალ წინ დაჯიჯგნეს მთელი ათეული ამ წყეულებმა მე კიდევ ეს დრო თავდაცვის მოსაწყობად გმაოვიყენე! მათ ვეღარ ვუშველე! 208-ე არა და არ გამოჩნდა ტყიდან, ეტყობა ჩამოგვრჩნენ და ტირანიდების ლუკმა გახდნენ.
-მე და ჩემი ათეული ვიყავით მარცხენა ფლანგზე, დარცხვენილმა ჩაილაპარაკა დიოდორუსმა, ჩვენთან ერთად 203-ე ათეულიც იყო ტერმაგანტებმა ჩვენც შემოგვიტიეს შემდეგ მკვეთი გზით ჰორმოგონტების ჯოგიც გამოჩნდა რომლებიც ზუსტად 203-ე ათეულის პოზიციას დაეცნენ, ვუყურებდი როგორ ურტყამდნენ საცოდავ გვარდიელებს თავიანთ საზიზღარ საცეცებს ეს უშნოები და როგორ გლიჯავდნენ პირით კიდევ ცოცხალ მეომრებს, რაგელი თავის ჭავვურ ხმალს იქნევდა ამგრამ მალე ისიც დაიფარა ტირანიდების სხეულებში. ამ შეტაკებეში 3 გვარდიელი დავკარგე, დრო ვიხელთე და გადარჩენილებით იქიდან გამოვიქეცი, გზაში წყეულმა ტერმაგანტებმა რამდენიმე ტყვია დაგვაწიეს და კიდევ 2, დამიანი და კორნელიუსი დამეღუპა, ამოილუღლუღა ლამის ცრემლებამდე მისულმა დიოდორუსმა. როდესაც ჰორმოგოტებისგან დევნილებმა ველამდე ჩამოვაღწიეთ მაგ დროს ამუშავდა ჩვენი არტილერია, თორემ ახალ მარტო იდგებოდი აქ.
- კარგი დამშვიდდი, ჩვენი ბრძოლა კიდევ არ დასრულებულა, ჩვენ კიდევ დავლევთ ამ უშნოების სისხლის და შურს ვიძებთ ჩვენს დაღუპულ ძმებზე. ამშიდებდა უფრო ასაკოვანი გავიუსი.
- როგორ ფიქრობ დარჩენილ 3 ათეულს რა შეემთხვა?
-წარმოდგენა არა მაქვს, 204-ე არიერგარდში იყო და შეიძლება იმედი ვიქონიოთ რომ გადარჩა, 201-ე და 210-ე ათეულები ავანგარდში გადავიდნენ როდესაც 202-ე და 205-ე ათეულები ტირანიდებმა ააორთქლეს, ნაკლებად მგონია რომ გადარჩენილიყვნენ.
ამ პასუხზე დიოდორუს მძიმე ფიქრებმა მოიცვა, II ასეულიდან შეიძლება სულ 22 კაცი გადრჩენილიყო, ისიც თუ 204-ემ მშვიდად გააღწია იმ წყეულ ტყეს რომელიც უკვე ფერფლად ქცეულიყო. კაპიტანი მენელაი 201-ე ათეულში იყო, ე.ი ისიც მოკლეს? მენელაი არ იყო დიდი გმირი, უფრო გაქნილი ტიპი იყო ვიდრე ასეულის გულადი მეთაური, თუმცა ამ გორაკზე შეიძლება მამაცი მეომრის სახელი მოიხვეჭა, სიკვდილის შემდეგ, თუ ეს რამედ ღირს და ამ ბოლო აზრზე მწარედ გაეღიმა დიოდორუსს.
- საინტერესოა III და V ასეულებს რა დაემართათ?!
-იმედი დავიტოვოთ რომ უფრო იღბლიანები აღმოჩნდნენ, თორემ თუ მათაც იგივე ბედი ეწიათ რაც ყოველ ჩვენგანს, მაშინ ქალაქამდერ ვერც მივაღწევთ, ეს მხეცები ყველას ამოგვხოცავენ გზაზე, უკვე ქშენით უპასუხა შუახანს მიტანებულმა გავიუსმა.
სერჟანტების უკან რიგითები მოდიოდნენ, გარინდებულები აქეთ იქით იყურებოდნენ, ეშინოდათ საიდანმე შემთხვევით გადარჩენილი ტირანიდი არ გადმომხტარიყო, ამ გზაზე ქსანდერს შავი აზრები ახრჩობდა, მდელოზე ის შიშმა აიტანა რომელმაც კინაღამ მთელი ათეული შეიწირა, გავიუსს რომ არ ეყვირა მისთვის შეიძლება ეგრეც დარჩენილიყო გაშეშებული და ჰორმოგონტების სადილად წასულიყო მთელი ათეული, ეშინოდა რომ ათეული ამას არ აპატიებდა და მოკვეთავდა მისი როგებიდან, ყველა თანამებრძოლს რომელსაც გადახედა, თვალებით აგრძნობინებდნენ რომ უკმაყოფილოები იყვნენ ქსანდერის უმოქმედობით. ერთი მხოლოდ ტობინი იყურებოდა კერპივით, ის კაპრალი იყო და არ შეშვენოდა ეგეთი საქციელი, თუმცა გულში ისიც ფიქრობდა რომ ამ „ღლაპა“ კინამაღამ მთელი ათეული დაღუპა.
უკვე შებინდებას იწყებდა როდესაც სერჟანტებმა მარჯვენა მუშტიანი მკლავები ზევით აწიეს, ეს ნიშნავდა რომ მათ მიაღწიეს დანიშნულების ადგილს.
This post has been edited by @lex on 10 Mar 2013, 14:53