ახლა კი სტატიას მივუძღვნი ჩემს ტაუს...

ტაუს იმპერიის სიმბოლიკა
სხეულები სინათლის სიჩქარეზე სწრაფად Warhammer-ში ვერ გადაადგილდებიან (300 000კმ/წმ). პარალელურ განზომილებაში იგივე ვარპში სადაც ბინადრობენ ქაოსის ღმერთები, მოგზაურობენ იმპერიუმელები. მაგალითად დედამიწიდან აფრინდება ხომალდი, გახსნის ვარპ-პორტალს, იმოგზაურებს ამ პორტალით და სწრაფად გადადის გალაქტიკის იმ წერტილში სადაც ის მიდის. ვარპში რომელიც ქაოსის სამეფოა ხშირად ხდება ქარიშხლები, არის ენერგიის უწყვეტი დინებები და უბედურება

. ამიტომაც ვარპში მოგზაურობა არის სახიფათო. შესაძლებელია ვარპში რაღაც მონაკვეთში ამოვარდეს ქარიშხალი და ამის შედეგად რეალიური სამყაროს შესაბამისი ნაწილი, სრულიად დაიბლოკოს. შემდეგ ვარპითაც კი ვეღარ მიხვალ ასეთ ადგილას. რეალური სივრცე უნდა იპოვო და ჩამოხვალ ალბათ მილიონი წლის შემდეგ

.
ახლა რა მოხდა ტაუზე...
36-ე ათასწლეულში, ერთ ერთმა ექსპედიციამ, აღმოაჩინა პლანეტა ულტრამარის საზოგადოებასთან ახლოს, რომელზედაც გონიერი არსებები ცხოვრობდნენ, ოღონდ, პრიმიტიულები იყვნენ ჯერ, პრიმიტიული იარაღებით იბრძოდნენ. ეს პლანეტა გამოირჩეოდა ძალიან კარგი ეკოლოგიით, ამიტომაც ექსპედიციის ხელმძღვანელობამ ეს დაუყოვნებლის აიყვანა აღრიცხვაზე, იმპერიუმის კოლონიობა მოუხდებაო. გაგზავნეს შეტყობინება იმპერიუმში, რომ შესაფერისი პლანეტა აღმოვაჩინეთო, გამოუშვით ძალები, გავანადგუროთ ადგილობრივები და დავიმორჩილოთ პლანეტაო.
მაგრამ სანამ იმპერიუმი დამპყრობლურ ექსპანსის მოაწყობდა, სამყაროს ამ ნაწილში დაიწყო ვარპ-ქაიშხლები და ეს ადგილები ვარპში ფრენისაგან დაიბლოკა. ეს ქარიშხლები გაგრძელდა დაახლოებით 5 ათასი წელიწადი...
როგორც კი ქარიშხლები ჩაცხრა იმპერიუმის მზვერავები მაშინვე დაიძრნენ პლანეტისაკენ. გამოემართნენ და აღმოაჩინეს, რომ ადრე პრიმიტიულად ცნობილი ხალხი თურმე მაღალტექნოლოგიურ ცივილიზაიად ქცეულა ამ დროის განმავლობაში. მაგრამ ტაუს ტექნოლოგია არ ემყარება ვარპში მოგზაურობას. ვარპის და რეალური სივრცის ზღვარზე მოგზაურობს და ამიტომ, სინათლის სიჩქარეზე სწრაფი კია მაგრამ იმპერიუმზე ნელია. ამიტომაც ტაუს კოლონიები დიდ სივრცეზე არ გავრცელებულა.
განსხვავებით იმპერიუმისაგან, რომელიც ყველა უცხოს ხოცავს, ტაუ პირიქით, როდესაც უცხოს აღმოაჩენს, სთავაზობს სრულუფლებიან წევრობას, თანამშრომლობას, ვაჭრობას და ა.შ.
ჰორა ოდესაც დაინახეს, რომ აქ ასეთი მაღალტექნოლოგიური ცივილიზაცია არსებობდა, რომელსაც აქვე ულტრამარინებთან ახლოს მთელი კოსმოსური ფედერაცია იყო შექმნილი... განრისხდა იმპერიუმი

გამოუშვეს სასწრაფოდ დამსჯელი ლაშქრობამ რომელიც ცნობილია დამოკლეს ლაშქრობის სახელით.
მაგრამ ტაუმ და მისმა მოკავშირეებმა დაამარცხეს ისინი და უკან გამოაბუნძულეს შენი იმპერიუმი
ამ ლაშქრობის შემდეგ, იმპერიის არმიის ბევრი გვარდიელი გადავიდა ტაუს მხარეზე, იმიტომ, რომ იმპერიუმმა მიატოვა ისინი, ევაკუაცია არ განახორციელა. მათი სიცოცხლე არაფრად ადარდებდათ. მიყოვებულებს ტაუელებმა შესთავაზეს მათ მხარეზე გადასვლა და ეს უკანასკნელნიც დათანხმდნენ. მათ შრთამომავლობას ეწოდება დღეს გუე'ვესა რაც "დამხმარეს" ნიშნავს.
ტაუში შედიან: თვითონ ტაუელები-ადამიანებისაგან განსხვავებული ურჯკანიანი რასა. ადამიანები, კრუუტ-ები-ხელჩართული ბრძოლის სპეცები. ვესპიდები-მწერისმაგავარი ჰუმნოიდები და ნიკასარები-ვაჭრები.
მოსახლეობა იყოფა კასტებად:
*ცეცხლის კასტა-ეს არის მეომრების კლასი.
*მიწის კასტა-ინჟინერების, მეცნიერების, ლაბორანტების კლასი
*წყლის კასტა-დიპლომატები, ბიბლიოთეკარები და ტაუს ბიუროკრატია
*ჰაერის კასტა-პილოტები და მფრინავები
*მმართველი კასტა-ტაუს პოლიტიკური და რელიგიური ფენები.
ტაუში არ არის ინკვიზიცია და მკაცრი კონტროლი. იქ მცხოვრები არის მშვიდობიან გარემოში და დაცული. ტაუს ფედერაცია მიისწრაფვის ტექნოლოგიების სრულყოფისაკენ.

*ტაუს არმია თავის კრუტ მოკავშირეებთან ერთად

ცეცხლის მებრძოლები

*ტაუ...
***ო'როს***