დიდი ხანია იმ ასაკიდან გამოვედი რომ ტროლმა ამაგდოს.
კაი აქ რადიკალ ინკვიზიტორებზე მიდგა საქმე მე ჩამოვწერ ინკვიზიციის რადიკალურ მიმდინარეობებზე.
ინკვიზიცია დაყოფილია ორ ძირითად ნაწილად: პურიტანები და რადიკალები. პურიტანების აზრით ინკვიზიციამ უნდა უზურნველყოს იმპერიის სტატუს კვო და ცვლიელები საჭირო არ არის. რადიკალები თვლიან რომ ცვლილებები აუცილებელია იმპერიის გადასარჩენად. პურიტანებიც და რადიკალებიც ასევე იყოფიან თავიანთ მოსაზრებებში რომლებიც შეიძლება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულებიც იყოს.
ქსანტიზმი არის რადიკალური მიმდინარეობა ინკვიზიციაში რომელიც ემხრობა ვარპ-იარაღების გამოყენებას დემონებისვე წინაამღდეგ, მაგალითად დემონ ჩასახლებულ ხმლებს (ფულგრიმის ხმალი) და ა.შ. ამ სექტის სახელი მოდის ინკვიზიტორ ზარანჩეკ ქსანტისგან, რომელიც 32-ე ათასწლეულში ერეტიკოსად გამოაცხადეს ასეთი იდეების ქონის გამო და სიკვდილით დასაჯეს.
პოლიპსიკანა არის ქსანტიზმის შვილობილი სექტა, რომელშიც სწამთ რომ პსაიკერობა არის კაცობრიობის განვითარების ბუნებრივი და ერთადერთი სწორი გზა, მათი აზრით პსაიკერები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები უნდა იყვნენ. ამ სექტის ინკვიზიტორები იფარებენ პსაიკერებს, რაც ჩემი აზრით პირდაპირ ეწინაამღდეგენა ადეპტუს ტელეპათიკას პოლიტიკას.
ჰორუსისტები ამ ინკვიზიტორების აზრით კაცობრიობას ჭირდება ახალი ერთიანი ლიდერი რომელიც იმპერიას ახალ ოქროს ხანას მოუტანს, ასეთ ადამიანი უნდა ფლობდეს ვარპს და იყენებდეს მას სასიკეთოდ, ისინი ფიქრობენ რომ ჰორუს ლუპერკალი კაი კანდიდატურა იყო ამ პოსტზე, თქმაც არ უნდა რომ სხვა ინკვიზიტორები შიშით და ეჭვით უყურებენ ამ სექტის მიმდევრებს.
რეკონგრეგაციონალისტები თვლიან რომ იმპერია სტაგნაციაშია და შიგნიდან ლპება, მათი აზრით ეს სტაგნაცია რომ გაგრძელდეს იმპერია ვეღარ შეძლებს შიდა და გარე საშიშროებებთან გამკლავებას და დაინგრევა. რეკონგრეგაციონალისტები მხარს უჭერენ სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებეს, მათ სურთ მეტი ლიბერალიზმი და დემოკარატია იმპერიაში (Zyklon ყველა ინკვიზიტორიც არ ყოფილა მოსაკლავი

არა არა ვხუმრობ, ვხუმრობ იმედი მაქვს ესენი ვერასოდეს გაიმარჯვებენ თორემ დასრულდება დისტოპია და სხვა კაიფები ამ სამყაროსი). მათ ეწინაამღდეგებიან პურიტანი ინკვიზიტორები ყველაზე მეტად კი ამალთიანისტები.
იშტვაანისტები -ს აზრით ომი და უბედურება აძლიერებს იმპერიას ხოლო მშვიდობა და კეთილდღეობა ასუსტებს და აზულიქებს მას. ამიტომ ამ სექტის წევრები კი არ ებრძვიან იმპერიის საფრთხეებს არამედ მათ გაძლიერებას უწყობენ ხელს. სექტის სახელი მოდის იშტვაან III-ს ბრძოლიდან საიდანაც ოფიციალურად იწყება ჰორუსის ერესი.
ქსენო ჰიბრის-ის წევრი ინკვიზიტორები იკვლევენ ქსენო ტექნოლოგიებს რომ მოურგონ იმპერიულს, წინ სვლისათვის.
სეკულუს ატენდუს არის სექტა რომელიც დიდად ღიად არც აქტიურობს, კაი მიზეზის გამო. ამ სექტის წევრებს სჯერად რომ იმპერიული კულტი ნელნელა რყვნის საზოგადოებას და საშიშია იმპერიის განვითარებისათვის, მტკიცებულებად მოყავთ "განდგომის ხანა". მათ სურთ ეკლესიარქიის ძალაუფლების დასუსტება და უფრო სეკულიარისტული საზოგადოების ჩამოყალიებება როგორც ეს იყო "იმპერიული ჭეშმარიტების" ხანაში. თუმცა მათ არ სურთ ამხელა ძალას პირისპირ შეეჯახნონ და განკვეთილები გახდნენ.
თორიანელები არიან პურიტანი ინკვიზიტორები რომლებიც თვლიან რომ იმპერატორი შეიძლება ხელახლა დაიბადოს. ახალი ადამინის სხეულში. თორიანელებმა თავისი სახელი მიიღეს 36-ე ათასწლეულის ეკლესიარქიის უდიდესი მქადაგებლის სებასტიან თორისგან.
მონო მართველობა არის ყველაზე შეუწყნარებელი სექტა ინკვიზიციაში რომელიც თვლის რომ ადამიანთა გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა სხვა გონიერი არსება გალაქტიკაში იქნება ეს ქსენო, მუტანტი თუ პსაიკერი მოისპობა.
ამალათიანისტები არიან ყველაზე მრავალრიცხოვანნი ინკვიზიციაში. ისინი თვლიან რომ იმპერიის დღევანდელი ყოფა მისაღებია და არაფერი არ არის შესაცვლელი, რითაც პირდაპირ ეწინაამღდეგებიან რეკონგრეგაციონალისტებს. მათივე აზრით ინკვიზიცია ერთ აზრზე, მათ აზრზე უნდა იყოს და სექტებად არ უნდა იყოფოდეს. სახელი ამალათიანელებმა მიიღეს მთა ამალათისგან, საიდანაც სოლარ მაკარიუსმა თავისი ცნობილი ლაშქრობა დაიწყო, ეს სურათი ბევრს გექნებათ ნანახი ამიტომ აღად დავდებ.