კარგით მინდა განვაახლო ჩემი ძველი ტრადიცია Warhammer 40000-ის ომების აღწერის შესახებ ამჯერად ჩემი საყვარელი ორდენის "იმპერიის მუშტების" ცნობილ ბრძოლებს შემოგთავაზებთ.
მთვარი პირველი დამორჩილება როდესაც უნიფიკაციის ომები ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული დედამიწაზე, მის თანამგზავრზე არსებობდა "გენური კულტები" რომლებსაც დიდი ცოდნა გააჩნდათ გენურ ინჟინერიაში, ამ ცოდნით მათ შეეძლოთ გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლება ახალ სხეულში, ამრიგად ადამიანის ცოდნა, მისი გამოცდილება და თვით მისი "მე" არ იკარგებოდა სიკვდილის შემდეგ, ეს ცოდნა ამ კულტისტებმა რელიგიის დონემდე აიყვანეს, იმპერატორი როგორც ათეიზმის პირველი მცველი ვერ აიტანდა რომ ადამიანთა ჯგუფს რაიმე რელიგია ჰქონოდათ, იმპერიის ჯარები უცებ გასრისავდნენ მთვარის რელიგიურ სექტებს, ისევე როგორც ამას უპრობლემოდ აკეთებდნენ დედამიწაზე, მაგრამ მათი ცოდნა გენეტიკაში იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჯერკიდევ დაუბადებელი იმპერიისათვის რომ იმპერატორი თავს იკავებდა აგრესიისგან და მოლაპარაკებებით და შეგონებებით ცდილობდა მთვარის კულტებისგან გათავისუფლებას, თუმცა კულტები ერთი შეხედვით ემორჩილებოდნენ იმპერატორს, სინამდვილეში ისინი არ აპირებდნენ თავიანთი კულტზე უარის თქმას, საბოლოოდ იმპერატორის მოთმინება ამოიწურა და მან უბრძანა VII, XIII და XVI ლეგიონებს (რომლებსაც მომავალში "იმპერიის მუშტები", "ულტრამარინები" და "ლუნა მგლები" დაერქმევათ) იერიში მიეტანათ მთვარეზე და ერთხელ და საბოლოოდ დაესრულებინათ იქ გენ კულტის თაყვანისცემა. ლეგიონთა კოსმოსური ხომალდები აიჭრენ კოსმოსში და გეზი მთვარისკენ აიღეს, XVI ლეგიონი ავანგარდში ედგა დანარჩენ ორ ლეგიონს, მოახლოებული ხომალდების დანახვაზე, მთვარის თავდაცვითმა სისტემებმა ცეცხლი გაუხსნეს ლოიალისტებს, მაგრამ ლეგიონთა ხომალდებმა იმარჯვეს და ჯერ თავაცვითი სისტემა წერტილოვანი დარტყმებით გამოიყვანეს მწყობრიდან, ხოლო შემდეგ დესანტირება მოახდინეს თანამგზავრზე, ბრძოლის დაწყებიდან 6 საათში კულტისტთა წინაამღდეგობა დაძლეულ იქნა, გადარჩენილმა კულტისტებმა იმპერატორს თხოვეს "უკან გაეძახებინა მისი მგლები" აქედან მიიღო XVI ლეგიონმა მისი განთქმული სახელი "Luna Wolves" ანუ "მთვარის მგლები", გადარჩენილი კულტისტები ლოიალურად ემსახურებოდნენ იმპერიას და სწორედ მათი დახმარებით შეიქმნა ასტრატესთა ახალი თაობა, რომელთაც ეწერათ ადამიანთა მიმოფანტული პლანეტების ერთ იმპერიად გაერთიანება. "მთვარის პირველი დამორჩილება" ითვლება დიდი ჯვაროსნული ომის პირველ ბრძოლად.
შრავაანის დამორჩილება დიდი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, პლანეტა შრავაანი რომელიც ებყრათ ქსენოს ბადუუნებს გახდა "იმპერიის მუშტების", "მთვარის მგლების", "იმპერატორის შვილების" და "რკინის მეომრების" სამიზნე. ბადუუნები მათ უკანასკნელ ქალაქში იყვენენ გამაგრებულები როდესაც "რკინის მეომრებმა" გაარღვიეს მათი თავდაცვითი ზღუდე და მტერს იგერიებდნენ მანამდე სანამ დანარჩენი ორდენები ქალაქს ასუფთავებდნენ მტრისგან. ბრძოლის შემდეგ "მთვარის მგლების" პრიმარქმა ჰორუს ლუპერკალმა პრიმარქი პერტურაბო და მისი "რკინის მეომრების" ორდენი საუკეთესო მოალყეებად აღიარა, "იმპერატორის შვილების" ორდენის პრიმარქმა ფულგრიმმა კითხა როგალ დორნს შეძლებდა თუ არა მის მიერ აგებული წმინდა ტერას (დედამიწა) სასხლის გალავანი "რკინის მეომრების" იერიშის მოგერიებას, რაზეც "იმპერიის მუშტების" პრიმარქმა პირდაპირ და მშვიდად უპასუხა რომ უპრობლემოდ, ამაზე პერტურაბო ძალიან გაბრაზდა და უშვერად გალანძღა თავისი ძმა, ამის შემდეგ "იმპერიის მუშტებს" და "რკინის მეომრებს" აღარასდროს აღარ უბრძოლიათ ერთად დიდი ჯვაროსნულ ომში, მათ წყენა ჩაიდეს ერთამნეთზე, რომელიც დაუნდობელ მტრობაში გადაიზარდა ჰორუსის ერესის დროს და მის შემდეგ, ამ ორი ორდენის მტრობა ლეგნდარულია.
ნეკრომუნდის გათავისუფლებაცოტაა ცნობილი ამ დიდი ჯვაროსნული ლაშქრობის ბრძოლაზე. ვიცით რომ ფერფლის უდაბნოებში გამოჩნდნენ ორკები რომლებიც ატერორბდნენ სკა ქალაქების მცხოვრებებს, "იმპერიის მუშტებმა" დაამარცხეს ორკები, სანაცვლოდ ნეკრომუნდა გახდა ამ ორდენის სარეკრუტო ბაზა, საიდანაც "იმპერიის მუშტებს" მიყავთ ახალგაზრდა მაგრამ გამორძმედილი კრიმინალები და მათ ნამდვილი კოსმოსურ მედესანტეებათ აყალიბებენ.
გიროს-ტრავიანის ბრძოლა"მთვარის მგლები", "სიკვდილის გვარდია" და "იმპერიის მუშტები" ერთობლივად იბრძოდნენ გიროს-ტრავიანზე იმ დროს ცნობილი უძლიერესი ორკი ბელადის გარკულ "შავი ეშვის" წინაამღდეგ, ორკები იმდენად ბევრნი იყვნენ რომ სამი ორდენი სასიკვდილო საშიშორების წინაშე აღმოჩნდა, ამის გაგებაზე იმპერატორი მისი 1000 რჩეული კასტოდიანელით იმპერატორის კუთვნილი ხომალდი "ბუცეფალით" პირდაპირ გიროს-ტრავიანზე მივიდა და თავს დაესხა ორკებს, 100000 ორკი კასტოდიანელებმა ისე ამოჩეხეს რომ მხოლოდ 3 დაიღუპა, მათი სახელები იმპერატომა თავის აბჯარზე ამოატვიფრინა, ხოლო გარკული იმპერატორმა ორკი ბელადის კუთვნილ გარაგნტზე (ორკების ტიტანი) მოკლა.
ეს რაც შეეხებოდა "დიდი ჯვაროსნული ომის დროს" ცნობილ ბრძოლებს. "ჰორუსის ერესის" დროინდელ ბრძოლებს მომავალში დავდებ.