ულრიკ მკვლელი:

ულრიკ მკვლელი, ასევე ცნობილი როგორც ბაბუ ლუპუსი ან რუსის შვილების მცველი, კოსმოსური მგლების ორდენი მაღალი მგლის-ქურუმია. დრედნოუტების გამოკლებით ის ყველაზე უფროსია მთელს ორდენში. მას თვით დიდ მგელზე, ლოგან გრიმნარზე მეტი აქვს ნაცოცხლები. ულრიკის თმა ისეთივე თეთრია როგორც ასაჰეიმის თოვლიანი ბორცვები.
მთელი კარიერის განმავლობაში ულრიკი გამარჯვებას-გამარჯვებაზე აღწევდა და თავის სახელს განადიდებდა, მაგრამ ქურუმის კარიერის უამრავი ლეგენდარული ბრძოლიდან არმაგედდონის პირველი ომი უნდა გამოიყოს- კხორნის ბერსერკების ურდოს წინააღმდეგ ბრძოლაში ულრიკის სიმამაცე და ბრძოლისუნარიანობა თვით არმაგედდონის მხეცმა, დემონურმა პრიმარხმა ანგრონმა აღნიშნა.
არმაგედდონის შემდეგ ულრიკს 'მკვლელი' უწოდეს.

ულრიკმა თავისი მოწოდება ახალბედა კოსმოსური მგლების ვარჯიშში და მათ სწორ გზაზე დაყენებაში ნახა. თანდაყოლილი ქარიზმა და მენტორული ნიჭი მას საუკეთესო კანდიდატად ქმნის ამ რთულ და საპასუხისმგებლო როლზე. ლოგან გრიმნარი ერთ-ერთია ულრიკის გაზრდილებიდან.
საბრძოლო აღჭურვილობა:

ოსტატურად შექმნილი ჯავშანი- ბრძოლაში ულრიკი ატარებს შავ ოსტატუად შექმნილ ჯავშანს, რომლის დამცველობითი შესაძლებლობები ტერმინატორის ძლევამოსილ ჯავშნამდეც კი მიდის.
რუსის მგლის ჩაფხუტი- ეს მგლის თავისქალის ფორმის ჩაფხუტი დიდი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს იმპერატორის პირადი ოსტატების მიერ იქნა შექმნილი კოსმოსური მგლების პრიმარხი ლემან რუსისთვის.
მგლის ამულეტი- ეკლეზიარქიის წევრების და კაპელანების მიერ გაოყენებადი როზარიუსების მსგავსად ეს ამულეტი ულრიკის ირგვლივ დამცავ ველს ქმნის.
კროზიუს არკანუმი- ახლო ბრძოლის იარაღი და კაპელანების რანგის სიმბოლო.
პლაზმური ფისტოლეტი.
მორკაის ეშვი- სტანდარტული ორდენების მიერ გამოყენებადი რედუქტორების მსგავსად მორკაის ეშვი მკვდარი ასტარტესებიდან პროგენოიდური გლანდების ამოსაღებადაა შექმნილი.