Ericksonარბიტრები, სკა ქალაქების რისხვა. მე მაგათ "მოსამართლე დრედს" შევადარებდი, დამნაშავეს თვითონ ასამართლებენ, თვითონ უსჯიან სასჯელს (ხშირ შემთხვევაში უმაღლესი სასჯელი სიკვდილი) და თვითინვე მოყავთ განაჩენი სისრულეში. badass!!!
სიტყვამ მოიტანა
* * *
ვაგრძელებ "იმპერის მუშტების" მნიშვნელოვანი ბრძოლების ჩამოთვლას, დღეიდან დავწერ ჰორუსის ერეისის დროინდელ ბრძოლებს რომლებშიც "იმპერიის მუშტებმა" მიიღეს მონაწილეობა.
ფალის ბრძოლაროდესაც იმპერიამ შეიტყო რომ ისტვაან III-ზე ჰორუს ლუპერკალმა, ანგრონმა, ფულგრიმმა და მორტარიონმა უღალატეს იმპერიას და წმინდავდნენ თავიანთ ლეგიონებს ლოილისტებისგან, როგალდ დორნმა მისი "იმპერიის მუშტების" მესამედი (300 ასეული, 500 ხომალდზე) გაგზავნა რომ ეზღვევინებინათ მოღალატე პრიმარქებისათვის მათი საქციელი. სადამსჯელო ჯარს ხელმძღვანელობდა გამოჩენილი "იმპერიის მუშტების" კაპიტანი იონნადი. ქაოსის ღვთაებები ვერ დაუშვებდნენ ამხელა ლოიალისტური ძალების ჩართვას ერესის პირველივე ბრძოლაში და ამიტომ საშინელი ვარპ ქარიშხალი გააჩაღეს, ისტვაანის სისტემი პირას გამოსული ფლოტი ისეთ ქარიშხალში მოხვდა რომ 137 ხომალდი განადგურდა, მათთან ერთად კი 10000 "იმპერიის მუშტი". კაპიტანი იონნადი მოკვდა მაგრამ გადარჩა მისი საუკეთესო მოწაფე, კაპიტანი ალექსის პოლუქსი (ის მომავალში "მეწამული მუშტების" მაგისტრი გახდება) სწორედ მას დაევალა გადარჩენილი 363 ხომალდის ხელმძღვანელობა. ალექსისი მიხვდა რომ ახლა არ იყო ბრძოლის დრო და მეზობელ ფალის სისტემაში დაბანაკება და ქარიშხლის ჩადგომის ლოდინი დაიწყო. ფლოტი სრულ მზდყოფნაში იყო, ალექსისი ხვდებოდა რომ ეს ქარიშხალიც და მათი მარტივი გზა ფალის სისტემამდე მტრის ხრიკი იყო, ის ახლა მათ "გალიაში" იყო, პოლუქსმა ზუსტად იცოდა რომ მოღალატეების იერიში მხოლოდ დროის ამბავი იყო.
დრო კი გადიოდა, ისტვაან III-ის ტრაგედიას ახლა კიდევ უფრო შემზარავი ამბავი დაერთო თავს, ისტვაან V-ის ბრძოლა სასიკვდილო ხაფანგი აღმოჩნდა 3 ლოაილისტური ორდენისთვის "რკინის ხელები", "ყორნის გვარდია" და "სალამანდრები" ლამის ბოლო კაცამდე გაჩეხეს გუშინდელმა ძმებმა, "რკინის ხელების" პრიმარქი ფერუს მანუსი ამ ბრძოლაში დაეცა, "ყორნის გვარდიის" პრიმარქი კორაქსი და "სალამანდრების" პრიმარქი ვულკანი სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს, ამ ბრძოლაში დანარჩენმა მოღალატე ორდენებმა "რკინის მეომრებმა", "ალფა ლეგიონმა", "სიტყვი მატარებლებმა" და "ღამის უფლებმა" ჩამოიძრეს ნიღბები და მათი ნამდვილი სახეები გამოაჩინეს. სანამ ბრძოლები ჯერ კიდევ მიდიოდა პლანეტაზე, ჰორუს ლუპერკალმა გადაწყვიტა "იმპერიის მუშტების" ხაფანგი დაეხურა და ამ ორდენის არქმოწინაამღდეგეს პერტურაბოს უბრძანა რომ წასულიყო ფალის სისტემაში და ბოლო კაცამდე ამოეხოცა იქ მომწყვდეული "იმპერიის მუშტები", ვინც იცის როგორ მტრობენ ერთმანეთს "რკინის მეომრები" და "იმპერიის მუშტები" მიხვდებიან როგორ გაუხარდებოდა პერტურაბოს ამ დავალების შესრულება, ამ სიხარულში პრიმარქმა რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა, პირველ რიგში მან მიიჩნია რომ "იმპერიის მუშტების" ამხელა რაზმს როგალ დორნი მხოლოდ თავზე ხელაღებულ სიგიზმუნდს თუ ანდობდა რომელიც არ იყო ცნობილი სიფრთხილით, მეორე შეცდომა იყო ის რომ მრჩეველის სწორი დარიგების, ბრძოლის ველზე ჯერ ავანგარდის გაგზავნის მიუხედავათ შურისძიების სურვილით დაბრმავებულმა პერტურაბომ მთელი მისი ფლოტის ბრძოლაშიერთბაშად გაშვება გადაწყვიტა.
ფალის სისტემა სულ რაღაც ერთ წუთში ნამდვილ სასაკლაოდ გადაიქცა, უცებ არსაიდან პერტურაბომ თავისი ფლაგმანით "რკინის სისხლით" და 100 ხომალდით ერთდროულად გამოვიდა ვარპიდან მატერიუმში და ჯოჯოხეთური ბარაჟი მოუწყეს "იმპერიის მუშტების" ფლოტს, "ტერას ურო" და კიდევ 12 ხომალდი წამებში განადგურდა, მძიმე კრეისერმა "სულამ" მხოლოდ ერთი გასროლა მოასწრო, შემდეგ წამში კი "რკინის მეომრების" 6-მა გამანადგურებელმა ის რკინის გროვად აქციეს, "ჯვაროსანი" და "ლეგატი" მხოლოდ რამდენიემ წამის შემდეგ განადგურდა, ამ დროს ვარპიდან მოღალატეების კიდევ 27 დიდი კრეისერი და საომარი ბარჟა გამოვიდა, ეს ჯგუფი ხომალდ "კონტრადორს" მოყვებოდნენ და მათ გზაზე ყველა "იმპერიის მუშტის" ხომალდს ფქვავდნენ.
"იმპერიის მუშტების" ფლოტი ნაწილნაწილ იშლებოდა, საოამრი ბარჟები უკან იხევდნენ რომ როგორმე მოხვედრის ზონიდან გამოსულიყვნენ, მძიმე კრეისერები ვერ ასწრებდნენ ასე უცებ უკან დახევას, უფრო მსუბუქი კრეისერები უცებ ეცლებოდნენ მოხვედრის ზონას რომ გადაჯგუფებულიყვნენ და დაეცვათ უფრო დიდი ხომალდები. პერტურაბო გონივრული ტაქტიკით მოქმედებდა უფრო მცირე ზომის ხომალდები აზიანბდნენ "იმპერიის მუშტების" ხომალდებს ხოლო დიდები სპობდნენ მათ, პერტურაბოს გეგმა რომ განხორციელებულიყო საჭირო იყო რომ "იმპერიის მუშტები" ვერ გამოსულიყვენენ შოკიდან დროზე ადრე და ორგანიზებული წინაამღდეგობა ვერ გაეწიათ "რკინის მეომრებისათვის" მაგრამ იმ დღეს პრიმარქს მაინცდამაინც ალექსის პოლუქსი გადაეყარა, (მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით) "იმპერიის მუშტების" ხომალდების ქაოსური უკან დახევის დროს, ერთმა ხომალდმა "ქვის ფიცის" ეკიპაჟმა გადაწყვტა ძვირად გაეყიდათ მათი სიცოხლე, და პირდაპირ მტრის მძიმე კრეისერზე "სტენოზე" წავიდნენ, "სტენომ" გაუშვა რაკეტები მაგრამ "ქვის ფიცის"ლაზერებმა ისინი მოსპეს, ახლა ლოიალისტების ჯერი იყო, მათ ისევ გაისროლეს ლაზერი და "სტენო" ცეცხლში გაეხვია, მას მოუწია უკან დახევა "რკინის მეომრების" ხომალდების ფორმაციისკენ, "ქვის ფიცი" კვალდაკვალ მიყვა დაჭრილ მხეცს, მაგრამ ამ დროს "რკინის მეომრების" სამი მძიმე კრეისერები გამოჩნდნენ "სტენოს" საშველად, მათ ცეცხლი გაუხსნეს "ქვის ფიცს" და ხომალდს ნაკუწებად ჩეხავდნენ, "ქვის ფიცმა" ბოლო ძალები მოიკრიბა და მთელი სიჩქარით შეასკდა "სტენოს", ორივე ხომალდი დაიღუპა, ამ თავგანწირვით "იმპერიის მუშტებმა" აჩვენეს მათ წყეულ მტერს რომ უბრძოლველად არ დაიხოცებოდნენ და ძვირად დაუჯენდნენ "რკინის მეომრებს" მათ გამარჯვებას.
ბრძოლა ისევ "რკინის მეომრების" სასარგებლოდ მიდიოდა, მათ გამოყეს მცირე ხომალდები "იმპერიის მუშტების" დაზიანებულ ხომალდებზე სანადიროდ, ამას მოყვა ახალი ბოროტმოქმედება, კამიკაძეები! ძალიან პატარა ხომალდები, რომლებსაც მართავდნენ "რკინის მეომრების" მიერ ლობოტომიზირებული ეკიპაჟები ვარდებოდნენ "იმპერიის მუშტების" ხომალდების მთავარ ქვემეხების ლულებში და იქ ფეთქდებოდნენ, მართალია ბევრი მათგანი გზაშივე აფეთქდა მაგრამ იმ კამიკაძეებმა რომლებმაც შეძლეს ხომალდში აფეთქება დიდი ზარალი მოუტანეს ლოიალისტებს. "რკინის მეომრები" უკვე გამარჯვებაზე ფიქრობდნენ როდესაც დამარცხებასთან ახლო მყოფმა "იმპერიის მუშტებმა" მწარე სილა გააწნეს მათ არქიმტრებს, უცაბედათ "რკინის მეომრების" არიერგარდი ცეცხლში გაეხვა, "იმპერიის მუშტების" კრეისერი "ვერიტასი" და გამანადგურებელთა ესაკდრონი "რკინის მეომრების" უზარმაზარ მძიმე კრეისერ "კალიბოს" დაესხნენ თავს, ჯერ გამანადგურებლებმა მიიტანეს ტორპედოებით იერიში, "კალიბოსმა" ვერ შეძლო დროულად შემოტრიალება, სწრაფი გამანდგურებლები უკვე სამშიდობოს იყვნენ, "კალიბოსი" გამართულად ვეღარ მოძრაობდა, მეორე წამს უკვე "ვერიტასმა" თავისი მთავარი ქვემეხებიდან გახსნა ბარაჟი, რომლებმაც გაარღვიეს "კალიბოსის" დამცავი ფარიც და კორპუსიც, უზარმაზარმა "კალიბოსმა" ვერ მოასწრო ცეცხლით ეპასუხებინა "ვერიტასისთვის" ისიც უკვე შორს იყო, რამდენიმე წუთში "კალიბოსი" აფეთქდა, როდესაც "რკინის მეომრების" სხვა ხომალდები გაერკვნენ რა მოუვიდა უზარმაზარ "კალიბოს" უკვე გვიანი იყო "ვერიტასის" რაზმი სამშვიდობოს იყო გასული და ახალი იერიშისათვის ემზადებოდა, ეს იყო დასასრულის დასაწყისი.
ალექსისი პოლუქსისი წინდახედულობა და ფლოტის მთელი ამ დროის განმავლობაში მზადყოფნამ შედეგები გამოიღო, "იმპერიის მუშტებმა" მძიმე დანაკარგები მიიღეს ბრძოლის დაწყებისას მაგრამ არ გატყდნენ, ახლა კი რევანშის დრო იყო, კაპიტალურმა ხომალდებმა, "რკინის მეომრების" მოწინავე ხოამლდებზე ცეცხლის კონცენტრირება დაიწყეს, მეტი და მეტი მტრის ხომალდი იღუპებოდა, ნელ ხომალდებს ფორმაციიდან გამოყავდათ "რკინის მეომრების" ხომალდები. ხოლო სწრაფმავალი ხომადები, მტრის ფორმაციას სწრაფად და დაუსჯელად ისევ და ისევ უტევდნენ რითაც მტრის ფორაციაში ხვრელებს აჩენდნენ, "რკინის მეომრების" ხაზი ნელნელა იშლებოდა და ამით დანაკარგებს განიცდიდა, "რკინის მეომრებს" ჯერ კიდევ ქონდათ რიცხოვნული უპირატესობა, მაგრამ ის სწრაფად ქრებოდა.
კაპიტანმა ამანდუს ტირმა, თავისის ხომალდით "ჰალციონით", "ერთობით", "სიმართლით" და უფორ მცირე ხომალდებით ღრმა იერიშების მიტანა დაიწყო "რკინის მეომრების" ფორმაციაზე, მიუხედავათ იმისა რომ სამ იერიშში 2 ხომალდი დაკარგა, მტრის დანაკარგები 4-ჯერ უფრო მეტი იყო, ტირის რაზმი დიდი სიჩქარეს და შეუჩერებელ ბარაჟს იყენებდა რომ მტრის ფორმაციაში შეჭრილები ცოცხლად გადარჩენილიყვენენ. "ჰალციონმა" "ერთობამ" და "სიმართლემ" იერიში უზარმაზარ კრეისერ "დომინატორზე" მიიტანეს, "ჰალციონი" გვერდზე ამობრუნდა, "დომინატორს" ქვემოდან მოექცა საბორტე ქვემეხებიდან ცეცლი გაუსხნა, რისგანაც "დომინატორის" ქვედა ნაწილი გადაიხსნა, "ჰალციონს" "სიამრთლეც" და "ერთობაც" მიყვა და სულმალე გოლიათი "დომინატორი" აფეთქდა, "ჰალციონმა" და "სიმართლემ" მოასწრეს აფეთქების ზონიდან გამოსვლა, მაგრამ "ერთობა" აღარსად აღარ ჩანდა. ამ იერიშებისას ამანდუსმა თვალი კრა უზარმაზარ 15 კილომეტრიან ხომალდს, ეს იყო სხვა არავინ თუ არა "რკინის სისხლი", ამანდუს ტირმა დაუყონებლი აცნობა ალექსის პოლუქს რომ მათი წყეული მტრის პრიმარქი პერტურაბო თავისის პერსონით იყო ამ ბრძოლაში.
როდესაც ალექსის პოლუქსმა შეიტყო ეს ამბავი მან მაშინვე შეცვალა ბრძლის სტრატეგია, მას აღარ აინტერესებდა რამდენი „რკინის მეომრის“ ხომალდი დაიღუპებოდა მას სურდა პერტურაბოს სიკვიდილი და ამისათვის ძალიან რისკიანი გეგმა შეიმუშავა, პოლუქსმა ამანდუს ტირს გამოუყო 50 ხომალდი, მათი მეშვეობით „იმპერიის მუშტებმა“ ახალი ძალით დაიწყეს „რკინის მეომრების“ მოწინავე ხომალდების დაფქვა, პრესინგი იმდენად მძიმე იყო რომ „რკინის მეომრებმა“ გადაჯგუფება დაიწყეს, პოლუქსიც ამ მომენტს ელოდა, ამანდუს ტირი და 53 ტერმინატორი მზად იყვნენ „კრინის სისხლზე“ ტელეპორტირებისათვის და მტრის ფლაგმანზე სისხლიანი აბანოს გასამართად, ეს დავალება ალბათ სასიკვდილო იქნებოდა ყოველი მედესანტისათვის, ისინი ხომ მთელი ხომალდის ეკიპაჟს და თვით პრიმარქს უნდა შებმოდნენ მაგრამ „იმპერიის მუშტები“ წარბს არ იხრიდნენ, 54-ვე მზად იყო თავგანწირვისთვის და პრიმარქის დასაჯელად, და ისინიც გადახტენენ მტრის ხომალდზე. მაგრამ სწორედ ამ მომენტში ასტროპათმა ამცმნო ალექსის პოლუქს რომ წმინდა ტერადან მოვიდა როგალ დორნის უმნიშვნელოვანესი ბრძანება, დორნი ითხოვდა რომ სადამსჯელო რაზმი დაუყონებლი დაბრუნებულიყო წმინდა ტერაზე მის დასაცავად, სასწაულებრივად ვარპ ქარიშხალიც დასრულებულიყო, თუ ალექსისი ახლა მიატოვებდა ბრძოლას, პერტურაბო გადარჩებოდა, „რკინის მეომრები“ არ დაიფქვებოდნენ ბოლომდე, მაგრამ კიდევ უარესი ის იყო რომ მძიმე და ნელი ხოამლდები ვერ გავიდოდნენ ვარპშ სწრაფად და უმცირესობაში „რკინის მეომრები“ მათ მუსრს გაავლებდნენ, მაგრამ ყველა „იმპერიის მუშტმა“ დაწყებული ალექსის პოლუქსიდან უკანასკნელ ასტრატესით დასრულებული იცოდა რომ პრიმარქის ბრძანება უსიტყვოდა და დაუყონებლივ უდნა შესრულებულიყო, პირველები სწარფმავალი ხომალდები და გამანადგურებლები გაეცალვნენ ბრძოლის ველს, ამ დროს მძიმე ხომალდებმა ისეთი ბარაჟი დაიწყეს „რკინის მეომრების“ ხომალდებზე რომ ისინი დაბრმავდნენ და ვერ ხედავდნენ „იმპერიის მუშტების“ ბრძოლიდან გასვლას, მაგრამ მალევე მოეგნენ გონს, და როდესაც მიხვდნენ რომ „იმპერიის მუშტების“ ხომალდები ბრძლიდან გაცლას ცდილობდნენ მათზე ნამდვილი ნადრირობა წამოიწყეს, მრავალი ხომალდი განადგურდა მაგ დროს, მათ შორის „იმპერიის მუშტების“ ყველაზე ძველი ხომალდი „ლაკედემონი“ რომლითაც „იმპერიის მუშტებმა“ დაიწყეს დიდი ჯვაროსნული ლაშქრობა, „ლაკედემონი“ მანამ უწევდა წინაამღდეგობას მტერს სანამ მისი კორპუსი მთლიანად არ გაირღვა. უკან დახევის მეორე ტალღაში ბევრმა გაასწრო ამ სასაკლაოს მაგრამ უფრო მეტი „ლაკედემონს“ შეუერთდა.
ამ სისხლის აბანოში თვით ალექსის პოლუქსის ხომლდი „ტრიბუნიც“ სასიკვდილო საშიშროების წინაშე აღმოჩნდა, მას დაუპირისპირდა უკვე ცნობილი „კონტრადორი“. „ტრიბუნმა“ პირველმა გაუხსნა ცეცხლი და ყველაფერი ესროლა რაც დარჩენილი ქონდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, „კონტრადორის“ კონტრიერიშმა გაანადგურა „ტრიბუნის“ ქვემეხები და დიდ ღრმული გააკეთა მის გვერდში. მალე „კონტრადორი“ გვერდში ამოუდგა „ტრიბუნს“ და დაიწყო ხომალდის აბორდაჟი, „ტრიბუნიდან“ ტურელების სუსტი ცეცხლი წამოვიდა რომელმაც გაანადგურა რამდენიმე საიერიშო მოდული, მაგრამ დესანტის უმეტესი ნაწილი „ტრიბუნში“ მაინც მოხვდა. ალექსისმა იცოდა რომ ხომლადის საქმე წასული იყო და ასტარატესებს უბრძანა რომ დამჯდარიყვნენ შატლებში და გაფრენილიყვნენ, კოსმოსური მედესანტეების უმეტესობა ასეც მოიქცნენ, ბოლოს ალექსის პოლუქსი და მისი 30 პირადი მოიერიშეც აფრინდა ოღონც ალექსისმა ბოლო ბრძანება მისცა ხოამლდის ინჟინრებს, როგორც კი მისი შატლი აფრინდებოდა მათ უნდა გადაეტვირთათ ხომალდის ვარპ ძრავები და ამით აეფეთქებინათ ხომალდი, ინჟინრბემა მისი ბრძანება უსიტყვოდ შეასრულეს, დარჩენილი „იმპერიის მუშტები“ და მოიერიშე „რკინის მეომრები“ ერთად დაიხოცნენ, აფეთქებამ მწყობირდან გამოიყვანა „კონტრადორის“ სენსორები.
სულ მალე ყველა ბრძოლის ველზე დარჩენილი „იმპერიის მუშტების“ ხომალდი ერთი-მეორეის მიყოლებით განაგდურდა, ტელეპორტირებული ტერმინატორები და ამანდუს ტირი, „რკინის სისხლში“ ეყარნენ, ზოგიერთმა მათგანმა ხომალდის ბოგურამდეც შეძლო მიღწევა მაგრამ იქ თვით პერტურაბომ დახოცა ლოიალისტები. პერტურაბომ და „რკინის მეომრებმა“ იფიქრეს რომ ახლა მაინც შეძლეს გამარჯვება, მაგრამ ამჯერადაც ისინი მწარედ ცდებოდნენ. „კონტარდორმა“ უცებ იცვალა კურსი, სანამ „რკინის მეომრები“ მიხვდებოდნენ რატომ არ პასუხობდა ხომალდი მათ გამოძახებებს და სანამ დაეწეოდნენ, ალექსის პოლუქსმა და გადარჩენილამ „იმპერიის მუშტებმა“ ვარპში ისკუპეს, მათ გეზი წმინდა ტერისკენ აიღეს მაგრამ რაღაცნაირად გზას აცდნენ და ულტრამარში ამოყეს თავი.
ფალის ბრძოლაში „რკინის მეომრებმა“ მართალია მოიპოვეს გამარჯვება მაგრამ ეს იყო ძალიან ძვირი გამარჯვება. „იმპერიის მუშტების“ დანაკარგები კოლოსალური იყო მაგრამ ორდენი მაინც რჩებოდა სერიოზულ საომარ ძალად რასაც ის მარსის ბრძოლაში და წმინდა ტერას დაცვისას დაადასტურებს. რომლებზეც ინფორმაციას მომავალში მოგაწვდით.
This post has been edited by @lex on 16 Mar 2013, 22:35