როგორ, საოცრად იცეკვე ვალსი,
ყვაოდა ნუში, რტოების ველზე,
ვიღაც ლამაზი, უცხო მეწყვილე,
გეფერებოდა ღამისფერ თმებზე.
როგორ საოცრად იცეკვე წუხელ,
ელტვოდა ვნებას, ველური ქალი,
და ანათებდნენ ლურჯი კაბიდან,
ხელუხლებელი წვივების ძვალი.
როგორ უზადოდ იცეკვე ვალსი,
გადაშლილ ველზე ირხევით ორნი,
დღეს ღამის ნისლი არის შოპენი,
და ვარსკვლავები სალვადორ დალი.
მოგავდი ტალღას ზღვაზე აფენილს,
მეზღვაურობა ვინატრე მაშინ,
მეხომ გავფენდი სურნელს აფრებად,
თან ჟრუანტელი მივლიდა ტანში.
წელზე გეხვევა ვიღაცის ხელი,
როგორ ლამაზად გიკავებს თეძოს,
როგორ საოცრად იცეკვე ვალსი,
მოგავდი ხორბლის ოქროსფერ ღეროს.
როგორ მდიდრულად იცეკვე ვალსი,
ამწვანებული გამოჩნდა მთები,
ღამე გავიდა ცეკვას კი არ თმობ
და წელზე გადევს მხურვალე ხელი.
როგორ საოცრად ცეკვავდით ორნი,
მე უსუსურად ვიდექი ახლოს,
ეხლა ვინატრე ყაჩაღად ყოფნა,
და ამ ანგელოზს მოვტაცდი პატრონს.
ნაზად დაგყვება გვირილა თმაში,
ღიმილი ტუჩებს სინაზეს ატყობს,
ნუშის ქვეშ ჩემი მდგარი სხეული,
ამ სინაზესთან შეხებას ნატრობს.
როგორ საოცრად იცეკვეთ ვალსი,
ყვაოდა ნუში რტოების ველზე,
შენი ქათქა ხელის მტევნები,
ეფერებოდა კავალერს თმებზე.
მანაც თამამადდ მოგხვია ხელი,
დაპყრობილივით გიკოცნის თვალებს,
თავს შევადარებ საცოდავ პუშკინს,
მას კი დავარქმევ ფრანგ ჟორჟ შარლ დანტესს,
როგორ ლამაზად გაცეკვეს სხვასთან,
დუელში ჩემი გააპეს ძვალი,
დღეს ღამის ნისლი არის შოპენი,
და ვარსკვლავები სალვადორ დალი.
მე