მოგესალმებით, მოგესალმებით. ჩვენი ვარჰამერული წრე უკვე დიდი ხანია აქტიურობს ამ ფორუმზე, რამოდენიმე ახალი მიმდევარიც გამოგვიჩნდა. მათთვის დიდი პრობლემა იყო სამყაროზე ინფორმაციის მიღება, რადგან ქართულად თითქმის არაფერია ნათარგმნი, ხოლო ჩვენ საჭირო დეტალურობით ვერ ვუხსნიდით, ამიტომ გადავწყვიტე გახსნა თემის, რომელშიც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია მთელს სამყაროზე. ამ თემაში დაიდება მხოლოდ სტატიები, ამიტომ დიდი თხოვნა იქნება კომენტარები ჩვენს მეორე, დისკუსიებისთვის განკუთვნილ თემაში დატოვოთ.
პირველი პოსტი იქნება მთელი სამყაროს საერთო ისტორიაზე...
შორეული მომავლის ბნელ სისასტიკეში
არის მხოლოდ ომი...
გალაქტიკა
მთავარი ძალა გალაქტიკაში არის ადამიანის იმპერიუმი. ძლევამოსილი იმპერია მთელს გალაქტიკაში გაბნეულ მილიარდობით პლანეტას აკონტროლებს. ასეთი დიდი ტერიტორიის ეფექტურად სამართავად და დასაცავად ადეპტუს ტერას გალაქტიკა დაყო სეგმენტუმებათ(Segmentum). თითოეულ სეგმენტუს აქვს საკუთარი იმპერიული საბრძოლო და სავაჭრო ფლოტი, როგორც სეგმენტუმის ციხესიმაგრე ან ფლოტის ბაზა, რომელიც სეგმენტუმის 'ცენტრს' წარმოადგენს. თითოეული ასეთი ციხესიმაგრე სეგმენტუმის იმპერიული გვარდიის და ფლოტის მთავარი ბაზაა. სეგმენტუმების ფლოტის მმართველები ცნობილები არიან, როგორც მაღალი ლორდი ადმირალები. სეგმენტუმის ციხესიმაგრე იმართება ადეპტუს ადმინისტრატიუმის მაღალი რანგის წარმომადგენლით, რომელიც სეგმენტუმის მაგისტრის სახელითაა ცნობილი. სეგმენტუმები შედგებიან სექტორებისგან, რომლებიც თავის მხრივ შედგებიან სუბ-სექტორებისგან. სუბ-სექტორი მზის სისტემების გაერთიანებას წარმოადგენს.
სეგმენტუმები:
სეგმენტუმ სოლარი- განლაგებული იმპერიუმის ცენტრში, ტერათი გულში, სეგმენტუმის ციხესიმაგრე განთავსებულია მარსის მასიურ ორბიტალურ პორტთან. სეგმენტუმ სოლარი იმპერიული ტერიტორიის გულია. აქ არის პლანეტები, რომლებიც ვარპული ძრავების გამოგონებამდე იყვნენ დასახლებულნი. ბევრი იმპერიუმის უმთავრესი პლანეტა, მათ შორის ტერა, მარსი და არმაგედდონი ამ სეგმენტუმში მდებარეობს.
სეგმენტუმ ობსკურუსი- გალაქტიკის ჩრდილო ნაწილში მდებარე სეგმენტუსი ეს არის ადგილი სადაც ტერორის თვალი და იმპერიული პლანეტა-ციხესიმაგრე კადია არიან განლაგებულნი. ეს სეგმენტუმი ერთ-ერთი ყველაზე მილიტიზირებული და მძიმედ განლაგებულია მთელს იმპერიუმში, რადგან ტერორის თვალიდან ქაოსის ძალების შეტევები მოიგერიოს. სეგმენტუმის ფლოტის ბაზა პლანეტა კიპრა მუნდია.
ულტიმა სეგმენტუმი- ყველაზე დიდი სეგმენტუმებს შორის, ულტიმა სეგმენტუმი დიდხანს იყო იმპერიის ფრონტი. ის სახლია ულტრამარინების ორდენის ულტრამარის ტერიტორიის. ეს იყო ულტიმა სეგმენტუმი სადაც პირველად შემოუტიეს საშინელი ტირანიდების სკა ფლოტებმა. ულტიმა სეგმენტუმი ასევე სახლია ტაუს იმპერიისთვის. სეგმენტუმის ციხესიმაგრე და ფლოტის ბაზა პლანეტა კარ დუნაშზეა განთავსებული.
სეგმენტუმ ტემპესტუსი- სახელის მიუხედავად ეს სეგმენტუმი ერთ-ერთი ყველაზე მშიდია იმპერიუმში. მისი პოლიტიკური ძალა ეკლეზიარქიითაა დომინირებული და სახლე ტერას შემდეგ მეორე კარდინალური პლანეტის ორფელია VII. სეგმენტუმ ტემპესტუსის ფლოტის ბაზა განთავსებულია პლანეტა ბაკკას ორბიტაზე.
სეგმენტუმ პაციფიკუსი- ულტიმა სეგმენტუმის მსგავსად სეგმენტუმ პაციფიკუსის დიდი, საფრონტო ტერიტორიაა მცირე ადამიანური მოსახლეობით. სეგმენტუმის ბაზა განთავსებულია პლანეტა ჰიდრაპურის ორბიტაზე.
გალაქტიკის რუკა:

კ'ტანების შექმნა
კ'ტანის სახელით ცნობილი არსებები გაჩნდნენ თვით სამყაროს შექმნისას. როდესაც გამანადგურებელი ენერგიები პირველად გამონთავისუფლდნენ კატაკლიზმური ძალით და ვარკსვლავები შექმნეს. პირველი პლანეტების ჩამოყალიბებამდე კარგა ხნის ადრე შეიქმნენ პირველი მოაზროვნე არსებები. თავიდან ისინი არ გავდნენ რათაც უნდა გამხდარიყვნენ. თვით ვარკსვლავების ენერგიისგან შექმნილნი, ისინი გამანადგურებელი ენერგიის ნაკრებებს წარმოადგენდნენ, რომლებიც უფრო და უფრო მეტს ითხოვდნენ. ვარსკვლავების ენერგია მათი სიცოცხლისთვის აუცილებელი იყო, ამიტომ ამ კოსმოსურმა ვამპირებმა მალე თავიანთი დაბადების ადგილები დატოვეს და კოსმოსში გაემგზავრნენ. ისინი სხვა, შედარებით სუსტ არსებებზე დაუფიქრებლად შთანთქავდნენ ვარსკვლავებს და ამითი უამრავ ცივილიზაცის სიკვდილზე იმეტებდნენ
ძველების იმპერია
როგორც ვარსკვლავებმა შვეს შვილები, ასევე ახლადჩამოყალიბებულ პლნეტებზე გაჩდნენ პირველი მოაზროვნე არსებები. ეს იყვნენ რეპტილიების მსგავსი მოაზროვნე რასა. რომლებსაც ელდარები ძველებს უძახიან. ძველები ფლობდნენ ნელ, ცივსისხლიან, მაგრამ დიდებულ გონებას. ისინი იმ დონეზე დაეუფლენ მეცნიერებას, რომ ათასობით ვარსკვლავურ წლებს ერთი ნაბიჯით გადიოდნენ. ხოლო მათი ქმნილებები ადამიანებისთვის ტექნოლოგიურ ზენიტს წარმოადგენს. ძველებმა მრავალი სამყარო მოინახულეს, მაგრამ კ'ტანებისგან განსხვავებით მათ სხვა რასები ანაღვლებდათ. ამიტომ თითოეულ პლანეტაზე ისინი მოაზროვნე არსებებს ავრცელებდნენ. ზოგი ადეპტუს მექანიკუსი თვლის, რომ წარსულში ტერაც მათი სტუმრობის ადგილი იყო. ეს აზრი ეკლეზიარქიის მიერ ყველაზე კარგ შემთხვევაში ერეტიკოსულად ითვლება.
ნეკროტირი
ძველები გალაქტიკაში მოგზაურობნენ და კულტურას ავრცელებდნენ. მაგრამ არსებობდნენ რასები, რომლებიც მათ გარეშე წარმოიშვნენ. ერთ-ერთი ასეთნი იყვნენ ნეკროტირები. შვილნი პლანეტის, რომელსაც არასტაბილური, სასიკვდილო მზე ანათებდა. ასეთი მნათობის გამო ნეკროტირების სიცოცხლეები ხანმოკლე და საშინელნი იყვნენ. ამ მოვლენამ ნეკროტირების კულტურაზე დიდი გავლენა მოახდინა, მათ პლანეტის მაცხოვრებლები მხოლოდ საცოდავი არსებები იყვნენ, რომლებიც გარდაცვლილებისთვის აგებული მავზოლეუმების და მონუმენტების ჩრდილში ცხოვრობდნენ. ნეკროტირებმა მალე გალაქტიკაში გავრცელება დაიწყეს. სტაზისური ველების გამოყენებით. მათი ნელი, არამატერიალური ენერგიით მოძრავი, ცოცხალ მეტალში, სახელით ნეკროდერმისში, შესრულებული ხომალდები გალაქტიკაში ვრცელდებოდნენ. ერთხელ თავიანთი მოგზაურობის დროს ნეკროტირებმა ძველები აღმოაჩინეს. ძველები, რომელთა ჯადოქრული ძალები საოცრად სწრაფ მოგზაურობას უზრუნველყობდნენ და ვისი სიცოცხლეებიც იმდენად გრძელი იყვნენ, რომ ძველები შეიძლებოდა უკვდავებად ჩაგვეთვალა. ამან ნეკროტირებში საშნელი, ყოვლისმომცველი შური გააჩინდა. ნეკროტირების მთელი ცივილიზაცია ძველების გასანადგურებლად დაიძრა.
ბრძოლა ზეცაში
საშინელ ბრძოლაში ნეკროტირები დამარცხებისთვის იყვნენ განწირულნი. მათი ზეგანვითარებული ტექნოლოგია არაფერი იყო ძველების ვარპული ძალის და ჯადოქრობის წინააღმდეგ. ნეკროტირები მალე დამარცხდნენ, ხოლო გადარჩენილები მათ დაბადების პლანეტაზე, ჰალოს ვარსკვლავების მიდამოებში გამოიკეტნენ. ათასწლეულების მანძილზე თავიანთ პლანეტაზე პატიმრობაში მყოფი, დამარცხებულნი და დავიწყებულნი, ნეკრონები არ ნებდნებოდნენ. მართალია მათი სიძულვილი და მრისხანება გაცივდა, მაგრამ ძალა არ დაუკარგავს.
გამანადგურებელი ენერგიების ძიებაში ნეკროტირის მეცნიერები კ'ტანებს, ძველებზე ძლევამოსილ და ასაკოვან არსებებს გადააწყდნენ. ამ დროისთვის კ'ტანები პლანეტებზე ბევრად დიდი, არამატერიალური არსებები იყვნენ, ამიტომ ნეკროტირებმა ცოცხალი მეტალისგან კ'ტანებისთვის მატერიალური ფორმები შექმნეს. არავისთვის არაა ცნობილი თუ როგორ საუბრობდნენ ისინი ამ ძლევამოსილ არსებებად. მაგრამ მალევე კ'ტანები გახდნენ ნეკროტირების მბრძანებლები, რომლებიც თავის მხრივ მათ ნებისმიერ სურვილს სიხარულით ასრულებდნენ.
ნეკრონების ამაღლება
აღჭურვილნი კ'ტანებისგან მიღებული გამანადგურებელი იარაღებით და კოსმოსური ხოლადებით, რომლებიც თვალის დახამხამებაში ათასობით ვარსკვლავურ წლებს გადიოდნენ, ნეკროტირები ძველებთან ომის ახალ სტადიაზე გადავიდნენ. მაგრამ კ'ტანებს კიდევ ერთი საჩუქარი ჰქონდათ მათი მოკვდავი მსახურებისთვის. მათ ნეკროტირებს შესთავაზეს გზა სამუდამო სიცოცხლისკენ. ნეკროტირების ოსტატებმა ცოცხალი მეტალისგან შექმნეს სხეულები, რომლებშიც შემდეგ სულები ჩასვეს. ამ მეთოდით თითოეული ნეკროტირის რასის წარმომადგენელი კ'ტანის მონა, ნეკრონი გახდა. მხოლოდ ყველაზე ძლევამოსილებმა და ნებისყოფიანებმა შეინარჩუნეს საკუთარი მე.
მაგრამ ნეკრონებისთვის ეს არაფერი იყო. სიძულვილით დაბრმავებულნი ისინი ვერაფერს ამჩნევდნენ. მალე რკინის უკვდავი ლეგიონები გალაქტიკის დასაპყრობად დაიძრნენ. საშინელი იყო ნეკრონების ძველი მტრების ბედი. შეუჩერებელი რკინის არმიები ანადგურებდნენ ყველაფერს რასაც კი გზაზე ხვდებოდნენ.
ნეკრონების ლიდერი:

რკინის შეუჩერებელი ლეგიონები:

შეიარაღებულნი გამანადგურებელი იარაღებით:

ამაღლებული ნეკრონები
კ'ტანები ეხლა გალაქტიკის მბრძანებლები გახდნენ. ძველების და სხვა მოაზროვნე რასების ბასტიონები ალყაში მოექცნენ. შედარებით მცირე რასებისთვის ნეკრონები სასტიკ მბრძანებლებად იქცნენ. მთელი პლანეტები იჩეხებოდნენ კ'ტანების ამოუწურავი შიმშილის დასაწყნარებლად.
ნეკრონი მბრძანებელი:

მალე კ'ტანებმა ერთმანეთში ბრძოლა დაიწყეს როგორც შეჯიბრებისთვის, ასევე გართობისთვის. ელდარების მითები ამბობენ, რომ ცექორახმა მოატყუა კ'ტანი სახელით 'გვერძემდგომი' და ძმებს აუმხედრა. ომი საშნელი იყო, მთელი მზის სისტემები იწოვებოდა კ'ტანების მიერ შექმნილი შავი ხვრელებით. განადგურებული ქალაქების ადგილზე ახლები შენდებოდა, მაგრამ მალევე ნადგურდებოდა. კ'ტანები ერთმანეთს ანადგურებდნენ და მალე გალაქტიკაში მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე ძლიერი და ცბიერი ასეთი არსება დარჩა.
ძველებს არ სძინავდათ. ასეთი არეულობის დროს მათ მოახერხეს და საოცარი ტექნოლოგიებით ჩამოაყალიბეს ახალი რასები, რომლებსაც ვარპთან ძალიან ძლიერი კავშირი ჰქონდათ და იმატერიუმს შეუფერხებლად იყენებდნენ. ლეგენდის თანახმად ამ დროის შეიქმნენ პირველი ელდარები.
ტალღა ბრუნდება
ახალი რასები გალაქტიკაში გაიბნენ და ნეკრონების დანაწილებულ იმპერიას შეუტიეს. კ'ტანების მსახურების გამანადგურებელ ტექნოლოგიას ისინი ვარპული ძალებით უპირისპირდებოდნენ, რადგან უსულო ნეკრონებისთვის ფსიქიკური ჯადოქრობა ანათემა იყო. როგორი ძლიერების არ უნდა ყოფილიყვნენ კ'ტანების რკინის ლეგიონები ისინი ძველების და ახალგაზრდა რასების შეჩერებას ვერ ახერხებდნენ.
განადგურების რისკის წინაშე მყოფი კ'ტანები გაერთიანდნენ და შეადგინეს გრანდიოზული გეგმა, რომელიც მთელ მატერიალურ სამყაროს ვარპს მოსწყვეტდა. ამ პროექტის შედეგები ეხლაც შეიძლება ვიპოვოთ კადიაზე, სადაც დიდი პილონები ქმნიან მშვიდ გზას ტერორის თვალში. კ'ტანები შეუჩერებლად მუშაობდნენ, მაგრამ ათასწლეულის წინ ძველების მიერ შექმნილი ფსიქიკურად აქტიური რასების ნაკლები გამოვლინდა. მატერიალური ომი, განადგურება და სისხლისღვრა ვარპში ფსიქიკური ძალის საშუალებით გადადიოდა. ამდენი ემოციების ნაკრებმა იმატერიუმი შეძრა და მალევე უაზრო ფსიქიკური ენერგიები ვარპის საშნელ მტაცებლებად გადააქცია. მალევე მათ გაანადგურეს სუსტი ფსაიკერები და იმატერიუმი ქაოსის ტერიტორიად აქციეს.
დამმონებლების ჭირი
ვარპის მტაცებლები შეუჩერებლად ეძებდნენ გზებს რეალურ სამყაროში. მათგან დასაცავად ძველებმა კიდევ ახალი რასები შექმნეს, რომლებშიც იყვნენ ტექნოლოგიური-მიმიკი ჯოკაეროები, მწვანე კანიანი კრორკები, ახლანდელი ორკების წინაპრები, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ძველების ქსელში ხვრელები გაჩნდა, ამიტომ მათ თავიანთი ხელებით გაანადგურეს რამოდენიმე პორტალი, რადგან პლანეტები იმატერიუმის მცხოვრებლებისგან დაეცვათ.
ყველაზე საშიშნი ვარპის არსებებიდან იყვნენ დამმონებლები. მათ შეეძლოთ სხვა რასების წარმომადგენლები დაემონებიათ და ფსაიკერების საშუალებით მატერიალურ სამყაროში პორტალები გაეხსნათ. მალე ძველების მიერ შექმნილი რასები საშინელი დამმონებლების მსახურები გახდნენ. ამან ძველების მმართველობა გალაქტიკაზე სამუდამოდ გაანადგურა. როდესაც ზეცაში ომი დასრულდა გალაქტიკა აპოკალიფსს მიუახლოვდა, როდესაც მატერიალურ სამყაროში დამმონებლების აურაცხელმა რაოდენობამ შემოაღწია. ზეცაში ომის გადარჩენილები განწირულნი იყვნენ.
ნეკრონების დაძინება
სადისტური სიამოვნებით უყურებდნენ ნეკრონები თუ როგორ ნადგურდებოდნენ ძველები. კ'ტანებმა დამმონებლებთან ომში წასვლას სიმშვიდე არჩიეს, ამიტომ ამ ვარპულ ჯადოქრებს გალაქტიკის დამონების ნება მისცეს. თვითონ კი უატმოსფერო, მკვდარ პლანეტებზე აკლდამები აიშენეს.
თავიანთ მსახურებთან ერთად კ'ტანებმა ამ აკლდამებში დაიძინეს. სტაზის ველები გააქტიურეს და დამონტაჟებული პროტოკოლებით მხოლოდ მაშინ ჩაირთვებოდნენ, როდესაც პლანეტაზე ცოცხალ არსებები აღმოჩნდებოდა. კ'ტანების ამ საშინელმა გეგმამ აეონების შემდეგ, 41-ე ათასწლეულში იმოქმედა, როდესაც ადამიანების წინდაუხედლობით ნეკრონები გაცოცხლდნენ. კ'ტანები აღფრთოვანდნენ გალაქტიკით, რომელიც სასიცოცხლო ძალით ფეთქავდა. ამდენი ომი მოსაგები, ამდენი სიცოცხლე გასანადგურებელი, ამდენი ცივილიზაცია დასანგრევი...
ადამიანის ერა
კ'ტანები და მათი მსახური ნეკრონები მილიონობით წლით გამოიკეტნენ აკლდამებში. უფრო მცირე რასებმა კი გამანადგურებელი ომის შედეგებიდან აღმოცენება დაიწყეს. ყველაზე დიდ შედეგს ელდარებმა მიაღწიეს, რომლების სატახტო პლანეტა ეხლანდელ ტერორის თვალში მდებარეობდა. მათ თითქმის სრულყოფილი იმპერია შექმნეს.
დედამიწაზე(მომავალში ტერრაზე) ადამიანთა ცივილიზაციამ დაიწყო ზრდა. შორეულ მომავლამდე ჩვენი პლანეტის ისტორია 'სინამდვილეს' ემთხვევა.
ტერრას ანუ პროგრესის ერის დროს ადამიანებმა ახლომდებარე პლანეტების კოლონიზაცია დაიწყეს. ნელ-ნელა ყველასთვის შეუმჩნეველი რასა ვითარდებოდა...
მაგრამ თავის ტექნოლოგიურ ზენიტს ადამიანთა მოდგმამ ტექნოლოგიის ბნელ ერაში მიაღწია, როდესაც ჩვენმა რასამ ვარპის მანიპულაცია ისწავლა. შეიქმნენ პირველი ვარპული ხომალდები და ნავიგატორების დახამრებით მათ მატერიალური სამყაროს ბევრად სწრაფად გავლა დაიწყეს. 41-ე ათასწლეულში რელიქვიებად და ამოუხსნელ მექანიზმებად წოდებული ტექნოლოგია ჩვეულებრივი მოვლენა იყო ტექნოლოგიის ბნელ ერაში. ადამიანებმა მალე გალაქტიკის კოლონიზაცია დაიწყეს და ელდარების იმპერიას რამოდენიმე პლანეტით თუ ჩამორჩებოდნენ.
სამწუხაროდ ადამიანების მეცნიერები უფრო ღრმად წავიდნენ. მათ შექმნეს 'რკინის ხალხი', მოაზროვნე რობოტები, რომლებიც მალე თავიანთი შემქმნელების წინააღდეგ აჯანყდნენ. ადამიანებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ძალიან დიდ ფასად. ამ შემთხვევის გამო ხელოვნური ინტელექტის შექმნა აიკრძალა. რკინის კაცების დამარცხების შემდეგ ადამიანების უბედურებები არ დასრულებულა. ადგილი იჩინეს ფსიქიკურმა მუტაციებმა და უკონტროლო ფსაიკერები მთელს პლანეტებს იწირავდნენ. ხალხი იმ დონემდე მივიდა, რომ მცირედი ეჭვის ნიადაგზეც კი 'ალქაჯებს' ცეცხლს აძლევდნენ ან წამებაში ხდიდნენ სულს.
თუმცა ადამიანთა მოდგმის ყველაზე საშინელი მომენტი 24-ე ათასწლეულში მოხდა. ელდარები კომფორტის და სიამოვნების იმ დონემდე მივიდნენ, რომ საერთო ემოციებით ვარპში ახალი არსება სლაანეში შექმნეს. სლაანეშის დაბადება საშნელი იყო. ფსიქიკურ კატაკლიზმში ელდარების იმპერიის უმეტესი ნაწილი განადგურდა. მათი სატახტო ქალაქის ადგილზე გაჩნდა ტერორის თვალი, პირდაპირი გზა არამატერიალურ სამყაროში. ასეთი ძალის გამოფრქვევამ ადამიანებში სრულიად გამოაღვიძა ფსიქიკური პოტენციალი. 'ალქაჯები' უფრო ბევრნი და ძლიერნი გახდნენ. ამის მეტიც, მთელი გალაქტიკა ვარპულ შტორმებში ჩაიძირა, რის გამოც პლანეტები ერთმანეთს ვერ უკავშირდებოდნენ. ადამიანთა მოდგმა სიბნელის ხანაში შეაბიჯა.
ყოფილი ადამიანთა ცივილიზაციის პლანეტები ბირთვულმა ომებმა გაანადგურეს, ზოგნი ქსენოსების ან ქაოსის მონები გახდნენ, ზოგმა აკრძალულ ტექნოლოგიებს მიმართა და ა.შ.
იმპერატორი და ტერრას დამორჩილება
დედამიწა(ტერრა) ასევე შინაგანი ომების ქაოსში ჩაეფლო. შეშლილი მეფეები, ამბიციური ჯადოქრები და ტექნო-ბარბაროსები პლანეტას შეუწყვეტელი ომებით ანადგურებდნენ. გამარჯვებული არავინ ჩანდა, პლანეტას კი სრული ამოწყვეტის საშიშროება ემუქრებოდა. ამ სიკვდილის და ომის ხანაში სხვა მმართველებს გამოეყო ერთი, ყველაზე ჭკვიანი და ძლევამოსილი. არსება, რომელიც მომავალში ადამიანთა მოდგმის იმპერატორის სახელით გახდება ცნობილი.
საუკუნეების წინ დაბადებულმა და ადამიანთა რასის ჩუმმა კუსტოდიანელმა თავი გამოააშკარავა. მისი გენიით შეიქმნენ გენომოდიფიცურებულ მეხის მეომრები, რომლების დახმარებითაც იმპერატორმა ომი დაიწყო. მეხის მეომრები, არიკ ტარანისის მეთაურობით ძლევამოსილ, შეუჩერებელ არმიას წარმოადგენდნენ. ტექნო-ბარბაროსები წკუტუნით იხევდნენ უკან, როდესაც რუხ ჯავშანში გამოწყობილი გოლიათები მათ ქალაქებს უტევდნენ. იმპერატორის პირადი ხელმძღვანელობით ტერაზე ყველა ტირანი დაემხო, ხოლო მეხის მეომრებმა თავი არარატის მთასთან, უკანასკნელი ტირანის წინააღმდეგ ბრძოლაში გასწირეს.
იმპერატორი:

მეხის მეომარი:

დიდი ჯვაროსნული ლაშქრობა
დედამიწის დამორჩილება მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო იმპერატორის გრანდიოზულ გეგმაში. საიდუმლო ტექნოლოგიის და ჯადოქრობის გამოყენებით მან თავისი გენეტიკური მასალიდან შექმნა პრიმარხები, ოცი ძმა, მისი ოცი შვილი, რომლებიც მომავალში ძლევამოსილი გენერლები და ლიდერები უნდა გამხდარიყვნენ. თუმცა ბოროტებას არ სძინავდა. იმპერატორის ლაბორატორიიდან ქაოსის ძალებმა ჯერ კიდევ ინკუბატორებში მყოფი ჩვილი პრიმარხები გალაქტიკაში მიმოფანტა. მართალია ისინი იმპერატორის მართებული ძალებით იყვნენ დაცულნი, მაგრამ ვარპში მოგზაურობისას ქაოსის თითოეულ მათგანს მეტ-ნაკლებად შეეხო. ზოგი ფიზიკურად დააზიანა, ზოგი კი სულიერად... იმატერიუმში მოგზაურობის შემდეგ პრიმარხები სხვადასხვა პლანეტაზე დაეშვნენ. ზოგი მათგანი სასიკვდილო მტაცელებით სავსე სამყაროზე აღმოჩნდა, ზოგი მეცნიერების პლანეტაზე დაეშვა და იქ დაიწყო ზრდა. იმპერატორის გეგმები განადგურებულნი ჩანდნენ...
მაგრამ ადამიანთა მოდგმის მბრძანებელს დანებება არც კი უფიქრია. გეგმის თანახმად მან პრიმარხების გენეტიკური მასალიდან შექმნა ასტარტესები, ადამიანდ დაბადებული, მაგრამ ომის მანქანად ქცეული მეომრები, რომლებიც ადამიანებისთვის გალაქტიკას დაიპყრობდნენ. ჩამოყალიბდა ოცი ლეგიონი და იმპერატორი კოსმოსში დაიძრა. პირველ რიგში მან მარსზე მცხოვრებ მექანიკუმებთან მეგობრობის პაქტი დადო და მარსიანული სამჭდლოების თუ ქარხნების დახმარებით გალაქტიკის დასამორჩილებლად გაემართა.
იმპერატორით თავში ასტარტესების ლეგიონები შეუჩერებელნი იყვნენ. თითოეული მტერი ნადგურდებოა ამ შიშისმომგვრელი მეომრების მიერ, თითოეული ქსენოსი ისრისებოდა და ტირანი ეცემოდა.
დროთა განმავლობაში იმპერატორმა პრიმარხების ნახვა მოახერხა და მამები ლეგიონებს შეუერთდა. პირველი ნანახი შვილი იყო ჰორუსი, საუკეთესო საუკეთესოთგან, მომავალში ომის მაგისტრათ წოდებული. ჰორუსი იმპერატორის საყვარელი შვილი გახდა, ის ადამიანთა მოდგმის მბრძანებლის გვერძე იზრდებოდა და გალაქტიკის ყველაზე ძლევამოსილი ცოცხალი არსებიდან იღებდა ცოდნას. მალე სხვა შვილებიც შეუერთდნენ იმპერატორს და თავიანთ ლეგიონებს. იმპერატორის გვერდით დადგა რაინდული ლიონ ელ'ჯონსონი, ბარბაროსი ლემან რუსი, ფულგრიმ გამანათლებელი, მუდამ ჩუმი კორაქსი, ლოიალური და უკომპრომის დორნი, სამართლიანი კიორზი(კურცი)...
გალაქტიკის დაპყრობა საოცარი წარმატებით მიმდინარეობდა. პრიმარხებით თავში ლეგიონები თითოეულ შემხვედრ მტრებს მიწასთან ასწორებდნენ. თუმცა მათაც ჰქონდათ სისუსტეები- ორ პრიმარხზე, ორ დაღუპულ შვილზე არნაირი ცნობები არ მოგვეპოვება, თითქოს მათ არც ეარსებოთ...
ულანორზე ორკების უდიდესი ურდო დამარცხების შემდეგ იმპერატორმა დიდი ჯვაროსნული ლაშქრობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ტერრაზე საიდუმლო პროექტზე ემუშავა.
პრიმარხები(მათი ნაწილი) ულანორის კრებაზე:

ჰორუსი, საყვარელი შვილი ომის მაგისტრად დაინიშნა. ის გახდა მეომრე იმპერატორის შემდეგ და მთელი იმპერიუმის ძალების ერთპიროვნულ მთავარსარდლად გამოცხადდა. ამან ბევრი პრიმარხის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა გახსნილად ამის გამოცხადება ვერავინ გაბედა.
ომის მაგისტრი ჰორუსი:

დიდი ჯვაროსნული ლაშქრობა ტრიუმფალურ ფინალს უახლოვდებოდა. ლეგიონები იმდენად გაზრდილიყვნენ, რომ ასი ათასობით ასტარტესებისგან შედგებოდნენ. ადამიანთა მოდგმა შეუჩერებელი იყო...
...თუმცა ქაოსის ძალები არც ეხლა ისვენებდნენ. გაბრაზებული პრიმარხი ლორგარის და მისი სიტყვის მატარებლების ლეგიონის გამოყენებით მათ იმპერატორის დამარცხების საშინელი გეგმა დაიწყეს. დავინის ერთ-ერთ მთვარეზე ჰორუსი სასკვდილოდ დაჭრეს... მისმა შვილებმა კი მომაკვდავი მამის ყურებას ვერ გაუძლეს და დავინის ქურუმებთან განსაკურნათ მიიყვანეს. საშნელი რიტუალის მეშვეობით ქაოსის ძალებმა უძლიერესი პრიმარხი მოატყუეს და იმპერატორს აუმხედრეს.
მალკადორ სიგილიტი(მომავალში მალკადორ გმირი), იმპერატორის მარჯვენა ხელი:

ჰორუსის ერესი
ამ აჯანყებაში ჰორუსი მარტო არ იყო. მის მხარეს 8 ძმა გადავიდა და გაერთიანებული ძალებით მან იმპერატორის მიერ ნაშენები იმპერიის განადგურება დაიწყეს. 7 წელი გრძელდებოდა ჰორუსის აჯანყება, 7 ძმათაშორისი სისხლისღვრის წელმა თითქმის დაამხო იმპერიუმი. მაგრამ ლოიალური შვილები არ დაფრთხნენ. სამართლიანი მრისხანებით სავსე გულით ისინი ჰორუსის წინააღმდეგ იბრძოდნენ, თუმცა ცოტას თუ ხდებოდნენ. უამრავი კომპანიის და ჩეხვის შემდეგ ჰორუსმა ტერრას მიაღწია. სადაც სამი ლეგიონის დაცვის ქვეშ მას მამა ელოდა.
ჰორუსი, ქაოსის ომის მაგისტრი:

იმპერატორი, კონსტანტინ ვალდორთან(მარცხნივ) და სიჩუმის დებთან:

ტერაზე ადამიანთა მოდგმს ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა მოხდა. ქაოსის ძალებით გაგიჟებული ლეგიონები დედამიწას ანადგურებდნენ, მის მცველებს შეუჩერებლად ჩეხდნენ. აქ მოხდა ადამიანების ყველაზე ძლიერი ჩემპიონების შეხლა. პრიმარხები, რომ არ ჩავთვალოთ აქ იბრძოდნენ ქაოსის ისეთი ჩემპიონები, როგორებიც არიან აბადდონ გამანადგურებელი, კხარნი მოღალატე, ლუციუს სამუდამო, არიმან გაძევებული. თუმცა არც კეთილი მხარე თმობდა პოზიციებს სიგიზმუნდმა, იმპერატორის პირველმა ჩემპიონმა ქაოსისტების ლიდერების აურაცხელი რაოდენობა დაამარცხა. მფატრავი ამიტი სისხლიანი ანგელოზებიდან ჩეხვით მიიკვლევდა გზას. კუსტოდიანული გვარდიის კაპიტან-გენერალი კონსტანტინ ვალდორი კი მისთვის ჩვეული სიმშვიდით ანადგურებდა მოღალატეებს.
ლოიალისტების ლომური ბრძოლის მიუხედავად მოღალატეები უფრო ძლიერები იყვნენ. თითოეული სანტიმეტრისთვის დაუნდობელი ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ იმპერატორის ძალები მარცხდებოდნენ.
ჰორუსი აკვირდება ბრძოლას 'მეამბოხე სულის' გემბანიდან:

პრიმარხი სანგვინიუსი:

ჰორუსმა იმპერატორთან პირადად შებრძოლება ისურვა(თუმცა მის გადაწყვეტილებაზე გზაზე მდგომმა კოსმოსური მგლების და ბნელი ანგელოზების ფლოტმაც იმოქმედა) და თავის კოსმოსურ ხომალდს, 'მეამბოხე სულს' ფარები ჩამოხსნა. ორი პრიმარხის და პირადი გვარდიით იმპერატორმა მოღალატე შვილის ფლაგმანზე მოახდინა ტელეპორტირება. ჰორუსის ჯადოქრობამ ტელეპორტატოის კოორდინატები არია, რის შედეგადაც როგალ დორნი და იმპერიული მუშტების მოიერიშეები იმპერატორიდან შორს აღმოჩნდნენ, ხოლო პრიმარხი სანგვინიუსი პირდაპირ ჰორუსის სატახტო ოთახში გაჩნდა. ჰორუსმა სანგვინიუსს თავისი მხარის არჩევა შესთავაზა, მაგრამ სასტიკი უარი მიიღო. განრისხებულმა ომის მაგისტრმა თავისი საყვარელი ძმა მოკლა.
იმპერატორმა სანგვინიუსის გვამზე მდგომ ჰორუსს შემოუსწრო. ამის დანახვისას მამის გული შეტოკდა, მისი თვალიდან ცრემლი გადმოვარდა. ის ცდილობდა ჰორუსი გადმოებირებინა, ის სწორ გზაზე დაებრუნებინა და შვილი ბოროტებისგან ეხსნა. მაგრმა ომის მაგისტრი გაგიჟებული იყო, ის მამას ეცა და ნაწილ-ნაწილ ჩეხვა დაუწყო, იმპერატორი კი მხოლოდ თავს იცავდა. გალაქტიკის ორ უძლიერეს არსებას შორის დუელი მიმდინარეობდა როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ დონეზე. პლანეტების გამანადგურებელი ძალები თვალის დახამხამებაში თავისუფლდებოდნენ, მაგრამ იმპერატორი სასიკვდილო დარტყმის განხორციელებას ვერ ახერხებდა-თავისი შვილი ძალიან უყვარდა...
იმპერატორის და ჰორუსის შერკინება:

ჰორუსმა მას ხელი მოაძრო და ხერხემალი დაულეწა, ამის შემდეგაც იმპერატორი ძალას ვერ იკრებდა, რომ მოღალატე გველი მოეკლა. მხოლოდ იმის შემდეგ რაც ჰორუსმა ოთახში შემოვარდნილი იმპერიული მუშტების ტერმინატორი ააორთქლა ადამიანთა მოდგმის მბრძანებელი მიხვდა, რომ უკვე ძალიან გვიანი იყო. გალაქტიკის შემაზანზარებელი ძალით მან ჰორუსს შეუტია... და სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. განწირული ომის მაგისტრი ბოროტმა ძალებმა დატოვეს. ჰორუსის გონება აღარ იყო დაბინდული, მან ტირილი და მონანიება დაიწყო. თუმცა უკვე გვიანი იყო. მთელი გულით იმპერატორს მისი ცოცხლად დატოვება უნდოდა, მაგრამ იცოდა რომ ქაოსი ისევ დაეპატრონებოდა მის საყვარელ შვილს. მეორე ტიტანური დარტყმით მან ჰორუსის სული გაანადგურა.
დიდი განწმენდა
ჰორუსის სიკვდილმა მისი მომხრეები ფსიქიკურ შოკში ჩააგდო. დამარცხებით თავზარდაცემულმა მოღალატეებმა უკან, ტერორის თვალში, დახევა დაიწყეს.
შვილების და კუსტოდიანელების დახამრებით იმპერატორი ტექნოლოგიურ საოცრებას, ოქროს ტახტს შეუერთეს. მისი დახამრებით ის სიცოცხლეს ინარჩუნებს, ფსიქიკური ძალით ადამიანთა მოდგმას იცავს და რაც მთავარი ასტრონომიკონს ანათებს. ვარპულ შუქურას, რომლის მეშვეობითაც ნავიგატორები სულების ზღვაში დაცურავენ.
დემონური პრიმარხი ფულგრიმი:

ქაოსის ლეგიონებმა ტერორის თვალში დაიხიეს. იქ სადაც იმპერიუმის შურისძიება ვერ მისწვდებოდათ.
This post has been edited by EliasWar on 27 Mar 2013, 17:30