#45230186 · 22 Jul 2015, 15:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შევცქეროდი, როგორ ივარცხნიდა თმას. თავი ისე გადაღრიცა გვერდზე, რომ მთელი თმა ერთ მხარეს ჩამოეშალა. გარეთ ბნელოდა და საწოლის თავში მდგარი სინათლე თმაზე, კისერსა და მხრებზე ეცემოდა. მივედი და ვაკოცე, ჯაგრისიანი ხელი დავუჭირე და თავი ისევ ბალიშზე დაუგორდა. კისერი და მხრები დავუკოცნე, ისე მომერია სიყვარული, რომ თავბრუ დამესხა.
_ არ მინდა წასვლა.
_ არც მე მინდა რომ წახვიდე.
_ მაშ არ წავალ.
_არა. წადი. აკი ცოტა ხნით მიდიხარ და მალე დაბრუნდები.
_აქ ვისადილოთ.
_ნუღარ ყოვნდები და ისევ დაბრუნდი.
ერნესტ ჰემინგუეი _ მშვიდობით, იარაღო!
--------------------
თუ მიმდინარე "პეიზაჟი" აუტანელია, საჭიროა სასწრაფოდ ამოაყირაოთ ყველაფერი, ცა ჩამოანგრიოთ დედამიწაზე და შეხედოთ რა მოხდება...
|