varisvincvar როგორ მიყვარს კუკარაჩას და ქალბატონი ანიკოს დიალოგები.
თქვენც სუ და ჩვენც სუ რა კარგად აღწერს ამ ხუმრობა ხუმრობაში თანასწორობას

იქნებ ყველა მანდილოსნისთვის არც არის ცნობილი, რომ საზოგადოების განვითარების რომელიღაც ქვედა საფეხურზე მამაკაცი არ იყო ქალის თანასწორი. ეს ამბავი ადამიანის გონების დანისვლის იმ დაწყევლილ პერიოდს მიეწერება, როდესაც დედაკაცი იყო მამაკაცი და პირიქით. ამას მატრიარქატი ერქვა. ეს იყო დრო, როდესაც არ არსებობდა ცნება ”შინაბერა”, ქალების მისამართით, ხოლო შინდარჩენილ გაუთხოვარ გონჯ და დაფეხვილ ვაჟებს მშობლები და შუამავლები ათასნაირი მოტყუებითა და შანტაჟით აღხოვებდნენ სოფლის ვაჟკაც დედაკაცებზე. ყველა ამ სიკეთესთან ერთად იყო ვაჟების მოტაცებაც, ძალადობაც და, წარმოიდგინეთ, ფიზიკური შეურაცხყოფაც კი.
========
შემდეგ მოვლენები ისე განვოთარდა, რომ მამაკაცმა გაბატონებულ მდგომარეობასაც მიაღწია და დაიწყო ახალი ერა ჩვენს ცხოვრებაში - პატრიარქატი.
ყველაფერი თავიდან დაიწყო, ოღონდ - უკუღმა, ქალები დამონებულები აღმოჩნდნენ, დიდხანს ითმინეს, ითმინეს და ეღ მშვენიერ დღეს დედაკაცი მამაკაცის თანასწორი გახდა.
=======
ზოგიერთი ქალი უკვე აშკარად არღვევს თანასწორობის საზღვრებს.
აი ერთი თანამედროვე მაგალითი:
- რა გინდა ქალო, რომ დამტკვირე ცოცხლად, მაცივარი გაქვს?
- მაქვს!
- სარეცხი მანქანა?
- მაქვს!
- ტელევიზორი?
- კი.
- აბა რა გაკლია?
- კუბო, რომ ჩაგასვენო და გაგასვენო!
- რატომ, რატომ?
- ნათელას ქმარი ჰყავს?
- ჰყავს.
- მისი ქმარი სარეცხს რეცხავს?
- რეცხავს.
- ბავშვებს უვლის?
- უვლის.
- საჭმელს ამზადებს?
- ამზადებს.
- საინებს რეცხავს?
- კი.
- ეჭვიანობს?
- არა.
- ღვინოს სვამს?
- არა.
- პაპიროსს ეწევა?
- არა.
- ჰოდა, რა ქვია ასეთ ქმარს?
- მთლე და ჩვარი!
- მთხლე და ჩვარი შენა ხარ!
ძვირფასო ქალებო, ხომ ხედავთ, ამ პატარა სცენაში იმის ტენდენციას, რომ ზოგიერთი ისევ ისწრაფვის, ისევ გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვოს? ჩვენ, მამაკაცებს, საუბედუროდ, ეს არ გვაძლევს ხელს.
უფრო ძვირფასო ქალებო! ეს ტენდენცია დღითი დღე უფრო და უფრო საშიში ხდება, მე ამას ვრ ავიტან.
გთხოვთ, ნუ გვიზამთ ამას. ნუ ჩაგვყრით იმ საცოდავ მდგომარეობაში, რომელშიც ვიყავით ამ რამდენიმე ეპოქის წინათ. დავრჩეთ თანასწორნი, თორემ შემდეგ ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება. ვიყოთ ასე, გავინაწილოთ ოჯახის ფუნქციები: ჩვენ რვა მარტს საჩუქრებს მოგიტანთ, თქვენ ტკბილები დაგვიცხვეთ და ასე შემდეგ...
ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ამის უფლება კონსტიტუციის ძალით გვაქვს.
მოკლედ, ჩვენც სუ და თქვენც სუ.
გახსოვდეთ, ქალებო, რომ მამაკაცი ქალის თანასწორია!.ნოდარ დუმბაძე