კერძოდ, რომლისა, საყვარელო?


მინდა გესტუმროთ

და და-გე-ჭე-რი-ნოთ

* * *
ციება მაღვიძებს ხოლმე დილაუთენია. ზუსტად ვიცი, ამ დროს რაც მჭირდება.
მაგრამ მეათე კვირაა, აღარ ვაკეთებ ამას.
ასე ვაგდებ ხოლმე: ვიღებ ფოტოს, დიდხანს ვუცქერ პატარას ყველა ნაკვთს, ისევ ვხუჭავ თვალს და ვხატავ რაიმე სცენას - იმდროინდელს, როდესაც ცოცხალი ვიყავი, მიყვარდა ადამიანები და ისინიც დიდი სიხარულით მპასუხობდნენ.
3 დღის წინ რაღაც წავიკითხე - პატარა ბავშვის ულამაზესი გულისთქმა-აღსარება.
წიგნი მომეწონა წამოვიღე დაუკითხავადო, წერდა...
როგორ ჩავიხუტე, როგორ გამიხარდა... ახლა ვეღარც კი მოვყვები, რა ამაყი ვიყავი იმით, რომ შევესწარი ერთი მართალი კაცის საქციელს და ნათქვამს.
მინდოდა, ხელი მომეხვია ძმურად მისთვის და მეთქვა: წამოდი, მეგობარო, აგე, იმ შუშაბანდიან სახლში ვცხოვრობ, ტრამვაის ძველ წრეს რო გადმოყურებს. მინდა, რაღაცა მოგიყვე. შენ თან ნაყინიან შტრუდელს შეუტევ და მერე ძალიან ბევრ კარგ წიგნს მიიღებ ჩემგან საჩუქრად.
აი რას მოვუყვებოდი:
ერთხელ, 25 წლის წინათ, როდესაც შენხელა ვიყავი, წავედი გლდანში მეგობართან და უნდა დაგველია იყო დაბდღე : )
ვიყავი მეცხრე კლასში და იყო იქ ერთი მეგობარი ზურიკოსი ნუკრია და ძალიან დავმეგობრდით - ერთ საღამოში - ნუკრის მამა იყო მამაჩემის კლასელი და ამიტომ - იოლად.
და წამოვედით ძალიან გვიან. თოვდა ძალიან და არ იყო მანქანის ჭაჭანება და მეუბნება ესა:
- გინდა, მანქანა მოვიპაროთ?
მე გამიკვირდა ცოტა.
ხოდა კურტკიდან ამოიღო გრძელი ატმიჩკა ანუ რკინის სახაზავის მსგავსი.
და კორპუსის წინ იდგა 07 - ასეთი მანქანა გახსოვს, ნეტავ?

და დაიწყო ნუკრიამ გახსნა.
და მე ვზივარ იქვე და ვეკითხები:
- რა იცი, რო არის ბენზინი?
არის, ახალი დაყენებულია, თოვლი ბევრი არ ადევსო.
და გახსნა კარი. მერე გააღო მეორე შიგნიდან და ჩავჯექით.
და ვიდრე დაიწყებდა გასაღების მოსინჯვას, ამოიღო ჯიბიდან მაგნიტოფონის კასეტა და მეუბნება, ეს მაგრად მევასება და უნდა ჩავრთოო
ოკ, მაგრამ ჯერ მანქანა უნდა ჩავრთოთ-მეთქი...
5 წუთში დაქოქა.
და ვიდრე დაძრავდა, დაიწყო მაგნიტოფონის ჩალიჩი.
ვეუბნები, ჯერ წავიდეთ და მერე ჩართე რა, ოხერო.
არა. არა. არა.
.png)
უნდა ჩავრთო, მთელი მუღამი ეგააო.
მთვრალები ვართ და მეც ვუთხარი, თუ ეგრე გინდა, აბა რა, ძმაო!
ეს კიდე არ ირთვება სავეცკი ჯართი მაგნიტოფონი.
და ვეწევით სიგარეტს და ვიღაცა მოდის. ჩვენსკენ არა, მაგრამ მოდის...
ეს მეუბნება, თუ იყვირებს ან რამე, უნდა გავთიშოთ, თავში ჩაარტყი რამე ჯოხი ან რამე
და უკვე მოვიდა ეს პასაჟირი და გაჩერდა ერთი 5 ნაბიჯში.
არაააა, ცოტა ახლოს.
და, მომაწევინებთო?
- კი, ძმაო, კი - ოღონდ დაახვიოს რა...
ავდექი და ვაძლევ სიგარეტს.
და შევხედე თუ არა ახლოდან, მივხვდი, რომ არაა სიგარეტისათვის.
ნაღდად არაა...
ხო იცი, რო შეამჩნევ დაძაბულ რხევას სახეზე და თვალებს...
და არაფერი არ ვუთხარი ზედმეტი, ამოვიღე სიგარეტი.
და აიღო და მოუკიდა - უკვე ხელში ჰქონდა სანთებელა.
და მიყურებს, რაღაც ძალიან კარგი ტიპია, ვხედავ
აი, ძალიან
და ვკითხე, - შენია, ბრატ?
მეუბნება, როგორ მიხვდიო
და ამ დროს ეს ადგა, ნუკრია
და მოვიდა ზურგიდან და პადრუჩკუ მომკიდა და უყურებს ამას.
და ეუბნება: - მაგნიტოფონს ვერ ვრთავ და ძმურად, ჩართე რა
და ამან, მაიცა, ეხლავე ჩავრთავ, პროვოდია გაწყვეტილი და თუ არ იცი, ვერ შეაერთებო.
და გაგვეცინა სამივეს
ხმამაღლა არა
ჩუმად
და მერე ნუკრიამ გადაკოცნა
და ახლა ეს ბიჭი არის თ. ლ. ძალიან მეგობარი და ზის 8 წლიანზე.
და მინდა, რომ ვნახო მაგის შვილები და ცოლი ამ დღეებში.
voila
აი ასეთია ეს ქალაქი
სადაც სულ ვიღაც ვიღაცას ელოდება.
................
შენ კი ძალიან კარგი ტიპი ხარ, ჩემო პატარა ძმაო და აბა შენ იცი, აბა შენ იცი, გული არ ატკინო ვინმეს...