იგორ კნიაზევს გულისხმობ?
ძალიან მაგარი ვინმეა, აი საოცარი პიროვნება და კოლოსალური ნიჭის ავტორი.
საკუთარ დასთან ერთად ახმოვანებს, ქალური დიალოგი დისაა. ზოგჯერ თვითონაც.
მე ვიცნობ იგორს პირადად. აი იგორის საიტი
http://www.abookee.ru/ამ კაცის გახმოვანება საერთოდ არ გღლის, მაგარი ინტონაცია და ტემბრი აქვს, მუსიკასა და ხმოვან ეფექტებს მაგრა იყენებს.
მაგის ადგილზე დღეს მაგრა გავმდიდრდებოდი.
ეს კიდევ ერთი და სიძლიერით მეორე რუსი კინგზე მომუშავე ავტორი სახელად BIGBAG(ნიკია. სახელი და გვარი არ მახსოვს)
"ჯერალდის თამაში" მაგრა გირჩევ. თუ გინდა გადმოსაწერ ლინკს მოგცემ ფლაკ ან მპ3 ფაილში. ნებისმიერ ფაილში.
https://www.youtube.com/watch?v=Lc5BG3gBxc8რუსებს კიდევ ჰყავთ ბულდაკოვი(კინგის სპეციალისტი), კვიატა, გერასიმოვი, კოზიი, ლაგუტა და ა.შ. ესენი არინ ტოპ შემსრულებლები.
მაგალითად ევგენი ჟრინოვი არის ცნობილი პროფესორი და სამეცნიერო მხატვრული ლიტერეტურული რადიო პროგრამების წამყვანი. აი ღმერთია იმენნა რა, მე ხშირად ვუსმენ მაგის აუდიოწიგნებს განსაკუთრებით მუსიკალურ ლიტერატურაზე და ლიტერატურის ისტორიაზე.
მუსიკალური ისტორიის წიგნებს კიდევ ევგენი ბიჩკოვი ახმოვანებს ფანტასტიურად.
თვის უკან რუსულად მოვისმინე 58 საათიანი წიგნი ჯონ ლენონზე! ისე, რომ საერთოდ არ მიგვრძნია დისკომფორტი! თან 3-4 დღეში!
* * *
საერთოდ გაფრთხილებთ, აუდიო ლიტერატურა არის ნარკოტიკი! თუ მიეჩვია აი ისე ჩაგითრევს, რომ აი ვერ გამოხვალ ვერაფრით, თან უფრო მრავალფეროვანია, უფრო რეალურ ატმოსფეროს გიქმნის და მაგრა გამახსოვრდება მთელი წიგნი!
ერთი ეგაა, ძვირი ჯდება გახმოვანება და შედარებით ნაკლები წიგნია გახმოვანებული, თუმცა როგორც წინათ მოგახსენეთ ამ ფორმატის კოლოსალური ზრდაა ბოლო წლებში!