MasterJC
სულ არ მახატია რა წარმოდგენა გექნება ჩემზე? აი ძალიან ღრმად მახატია, თუ გაინტერესებს.
თორემ მყავხარ მაგარი ექსპერტი... მე თუ "ჯოილენდი" დავუშვი, პირადულზე არ გადავსულვარ!
არ მოგწონს ჩემი პოსტები? გაატარე და კოწახურის შუშხუნა დალიე. ზედ მჭადი დააყოლე.
ანდა ფანდორინებს (გადაწერილი. პლაგიატი) რომ გვიტრიალებ, რატომ უნდა ვაღმერთოთ ყველაფერი ის,
რაც თვითონ რუსეთში ჩამოწერილია? ჯერ ესტრადა, ახლა ლიტერატურა, ბულვარული და ბასიაკური...
აქ გაიასნე რაშიც როგორ ერკვევი...
ახლა აკუნინის "ლევიაფანის" მოყვანა კარრის ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე "ჩასვრილ" რომანთან ცოტა არ იყოს უხერხულია...
"ჰერმეტული დეტექტივი ეგ ვიცი და ალბათ ის ჩაითვლება, ფანჯარა ეზოშ ქვია მგონი, ინვალიდი რომ მეზობელ კორპუსშ მკვლელობას ამოხსნის"©
ეგ არ არის ჰერმეტული დეტექტივი. ეგ არის თრილერი, რომელიც გადაღებულია ალფრედ ჰიჩკოკის მიერ კორნელ ვულრიჩის მოთხრობის "It Had to Be Murder" მიხედვით. თვითონ მოთხრობა გადის შპიონური დეტექტივის ჟანრში.
"დოილმა ჩაუყარა ლამსი საფუძველი კლასიკურ დეტექტივს"©
მორიგი სიცრუე.
კლასიკური ინგლისური დეტექტივის რეალისტურ სკოლას საფუძველი ჩაუყარა ედგარ ალლან პომ ორი მოთხრობით:
"მკვლელობა მორგის ქუჩაზე" და "მარი როჟეს საიდუმლო" (პირველი ჰერმეტული დეტექტივია, მეორე რეპორტაჟული დეტექტივი), რომლებიც გამოვიდნენ ბევრად ადრე, ვიდრე დოილის ნაწარმოები. კი არადა პომდეც წერდნენ დეტექტივს. მაგალითად უილიამ გოდვინი ან ფრანსუა ვიდოკი.
სწორედ პოსგან (მაძებარი ოგიუსტ დიუპენი) აიღო დოილმა შერლოკ ჰოლმსის ტიპაჟი
და განავითარა ჟანრი ე.წ. "დეტექტივის 20 წესის" გამოყენებით.
ჩესტერტონმა პოსგან განავითარა მამა ბრაუნი, გაბირიომ ლეკოკი, უილკი კოლინზმა მისტერ კაფფა, ხოლო სიმენონმა კომისარი მეგრე!
თუმცა როცა კარრი ვახსენე, მე ვიგულისხმე "ჰერმეტული დეტექტივი", ანუ ნაწარმოები, სადაც მკითხველი დიდი გამოცანის ამოხსნას უნდა შეეცადოს, რადგან დანაშაული ჩადენილია ჰერმეტულ სივრცეში სადაც "დოსტუპი" გარედან გამორიცხულია.
აი სწორედ მსგავსი დეტექტივები ითვლება უმაღლეს ხელოვნებად და მას არტ-დეტექტივს უწოდებენ. ამ სტილის ფუძემდებელია ალლან პო. საუკეთესო წარმომადგენელი კიდევ
ჯონ დიქსონ კარრი.
აქ ლაპარაკი არაა ფრანგულ ფსიქოლოგიურ დეტექტივებზე (ბუალო-ნარსეჟაკი, კალეფი, შაპრიზო და ა.შ.) ან
ისტორიულ დეტექტივზე (ეკო, ვან ჰულიკი, პიტერსი), ან შპიონურ დეტექტივზე (პრისტლი, გრეიდი), ან პოლიციურ დეტექტივზე (კრისტი, დოილი, სიმენონი, გაბრიო)...
აქ ლაპარაკია "ჰერმეტულ დეტექტივზე" ანუ არტ დეტექტივზე!
ეს ისეთივეა აი მუსიკაში გენიალური არტროკ-პროგრესივ ჯგუფები "პინკ ფლოიდი", "გენეზისი", "ქინგ ქრიმზონი", "ჯეტრო ტალი", "ჯენთლ ჯაიანთსი", "იესი", "მაგმა" და სხვა შეუდარო ფილიპ კირკოროვს და ნატალია ალეგროვას...
ახლა ყველაფერ ამას გამგები უნდა და არა დაბოღმილი და გულმკერდზე მჯიღის მცემი ჯიუტი კაცი ნაპოლეონის სინდრომით...
This post has been edited by gia-gia-gia on 5 Aug 2014, 13:30