მოკლედ შევეცდები ვცადო, ვიცი რო რელურად ნაგავი დავწერე მაგრამ მაინც. პირველ რიგში ეს არი Extremely biased Top 10, ამიტომ პრეტენზია ობიექტურობაზე არ მაქვს და თქვენც ნუ გექნებათ, სუფთა პერსონალური აზრებია. და სამწუხაროდ მხოლოდ მარველის და დისის სერიებია… კი გასაგებია რო საუკეთესო კომიკსები ამ წელს ინდი ტაიტლებია… მაგრამ რა ვუყო თავს....
10. FF (Matt Fraction, Mike Allred და სხვა.)

შეიძლება ფრაკშენის ოთხეული საკმაოდ სუსტი სერია აღმოჩნდა, მაგრამ რაც მან ვერ შესძლო ოთხეულში 100-ჯერ მეტი გააკეთა ფფ-ში, და ამას დამატებული ალრიდის (თუ ოლრიდის?) გადასარევი რეტრო-პოპ-არტ სტილის ნახატი.
9. All New X-men (Brian Michael Bendis, Stuart Immonen და სხვა.)

ბოლო 10 წელია ბენდისი წერდა და ქმნიდა შურისმაძიებლების ფრანჩაიზს რომელმაც დიდი წვრილი შეიტანა შურისმაძიებლების კინო ეკრანიზირებაში, და თითქოს არავის ეგონა რომ ის ადვილად შესძლებდა გადაწყობას მუტანტების სამყაროზე, მაგრამ ANXM ამის ყველა ეჭვი გააქარწყლა და პირიქით დაადასტურა რომ ბენდის შესანიშნავად ესმის იკსმენების, თავისი დროის მოგზაურობით, პარალელური სამყაროებით, კლონებით და რომანებით.
8.Batwoman (J. H. Williams III, W. Haden Blackman და სხვა.)

მე ნაღდად არ მეგონა რომ ბეტვუმენის სკანდალური კომიკსი შესძლებდა ამდენი ხანი ხარისხის შენარჩუნებას, ჯერ იქედან დავიწყოთ რომ პოლიტიკურად კორექტული მედია პროდუქტები წესით 99 პროცენტით ნაგავია, მაგრამ ბეტვუმენი სასიამოვნო გამონაკლისია ამ წესიდან. მოგეხსენებათ ეს კომიქსი კრეატივული დავის საგანი იყო რის გამო ის დატოვეს ავტორებმა, საქმე იმაში რომ ვილიამს და ბლექმენის კეტი კეინის დაქორწინება უნდოდათ რაზეც მათმა უარი მიიღეს DC რედაქტორებისაგან, (ვის ახსენდება ობობას One more day ხელი აწიეთ!) კარგი იყო ეს თუ ცუდი ჩვენ უკვე ვერ გავიგებთ და რა ელის სერიას მომავალში დიდი საკითხია (ანდრიაკოს იმედი მაინც მაქვს), თუმცა უდაო ის რომ ეს კომიკსი ისტორიაში კარგად შევა: თუ გინდათ ეს ვილიამსის გასაოცრად კრეატივული ნახატს დააბრალეთ, ნოვატორულ გვერდების გაფორმებას, ნუარის და Pulp ფიკშენის სტილის ისტორიებს ან თუნდაც კეტი კეინის არატრადიციულ ორიენტაციის

.
7. Superior foes of Spider-Man (Nick Spencer, Steve Lieber და სხვა.)

არა მგონია რომ ამას ბევრი ვინ კითხულობდეს აქ, მაგრამ ეს ალბათ ერთ ერთი ყველაზე სასაცილო კომიკსია მეინსტრიმში, როგორც ძალიან ხარისხიან სიტკომი B ან საერთოდ C კატეგორიის ცუდ ტიპებზე რომელებსაც არავინ არანაირ პატივს არ ცემს.... მათი ჩათვლით...
6. Journey into Mystery featuring Sif (Kathryn Immonen, Valerio Schiti და სხვა.)

ახალმა NOW JIM’მა, რომელსაც რაღაცა გაურკვეველი მიზეზის გამო არ გადაუტვირთეს ნუმერაცია, კირონ გილენის სერიის მაღალი ხარისხის ტრადიცია გააგრძელა და გვაჩვენა კიდევ ერთი თორის Spin-off ამ ჯერად სიფზე, რომელიც იუმორისა, რომანტიკის, suspen’სის და ეკშენის საოცრად სახალისო ბალანსია, ამის მიუხედავათ სერიამ ვერ შესძლო სტაბილური გაყიდვების შენარჩუნება. მაგრამ სერია თავს გაგვახსენებს როგორც ერთ ერთი საუკეთესო კომიკსი ასგარდის სამყაროზე, ლედი სიფზე და შესაძლოა საუკეთესო მარველის კომიკსი ფომეილ ლიდის მონაწილეობით.
5. Wonder Woman vol. 4 (Brian Azzarello, Cliff Chiang და სხვა.)

ნუ თუ ვლაპარაკობთ ძლიერ ფიმეილ ლიდებზე ძნელია არ ახსენო აზარელლოს და ჩანგის ყველაზე საუკეთესო კომიკსი ამაზონის მებრძოლ პრინცესაზე, ნუ მანამდე მირრისონის ვანდურ ვუმანი არ გამოვა

. ამ კომიკსში ჩვენ მივიღეთ ყველაზე საინტერესო ოლიმპის ღმერთების ვერსია, ერთ გვარი მითოლოგიის და სოპრანოს კლანის ნაზავი, აღსანიშნავია რომ კითხვის დროს თავში ხშირად მოდის აზრი რომ ამ სერიას საერთოდ არა აქვს კავშირი New 52 სამყაროსთან, რაც კარგი რამე...
4. Hawkeye (Matt Fraction, David Aja და სხვა.)

ეს კომიკსი ძალიან მარტივ ფორმულას მიყვება, და მთელი მისი აზრი ზუსტად იმაში რომ ის მარტივი და გულიანად დაწერილი კომიკსია რაც მას სრულიად უნიკალურს ხდის, განსაკუთრებით ულტრა დაკომპლესებულ-კროსოვერ-ტაინების ფონზე.
Pizza Dog anyone?
3. Batman Inc. (Grant Morrison, Chris Burnham და სხვა.)

ახალი 52 გადატვირთვის მერე, ბეტმენის სერია გადავიდა გრანტ მორისონიდან სკოტ სნაიდერის ხელში რაც ბევრისთვის დადებითი მოვლენა იყო, რადგან ბევრს მობეზრდა მორისონის kinda weird Batman’ი, მე არ მინდა დავიწყო ვინ ვის ბანაკეში და ასე შემდგე, მაგრამ ის რასაც გრანტ მორისონ აკეთებდა ბეტმენთან არის სიახლის, კრეატიულობის და ნამდვილი ფანატური სიყვარულის მაგალითი, რატომ? ამაზე ჩემზე უკეთესად დაწერა Newsrama’მამ.
New 52 ერთ მხრივ შეაფერხა Batman Inc’ს გაგრძელება (სტეფანი ბრაუნი ბეტ გერლი

), და სრულიად გასაგები მიზეზების გამო ბევრმა ახალმა მკითხველმა ყურადღება არ მიქცია გადატვირთულ Batman Inc'ს, მაგრამ ვისაც მორისონის ექსცენტრიული და აბსოლუტურად ყველაფრის შემძლე ბეტმენი უყვარდა, უდავოდ მიიღო "მაქსიმალური სიამუვნება" და სევდაც გრანტ მორისონის ამ ეპიკური ერის დასრულების მერე.
2. Daredevil (Mark Waid, Chris Samnee და სხვა.)

დარდევილი პერსონაჟია რომლის ნამდვილი ცხოვრება ფრენკ მილერის მეშვეობით დაიწყო, მან კანონად გახადა ის რომ დარდევილის კომიკსი მხოლოდ ბნელი და სერიოზული უნდა ყოფილიყო, ბენდისმა და ბრუბაკერმა ეს შესანიშნავად დაადასტურეს, თუმცა აღმოჩნდა ერთი კაცი, რომელსაც ეს თითქოს და აქსიომა დაამსხვრია და თქვა რომ დარდევილის კომიკსი შეიძლება იყოს ნათელი, ფერადი, სასაცილო და თვით ირონიული, ეს კაცია მარკ ვეიდი, გეგონება რომ მისი ისტორიები გარკვეული რეტრო კომიკსების სული ახასიათებს მაგრამ ნუ მოგატყუებთ old-school შეფუთვა რადგან შიგნით სრულიად certified fresh’ი კომიკსია!
1. Superior Spider-Man (Dan Slott, Ryan Stegman, Humberto Ramos და სხვა.)

აი პირველი ადგილიც, ალბათ ეს ბევრს არ გაუკვირდება, მაგრამ ბევრს შესაძლოა
გააბრაზებს. ისეთი კარდინალური ნაბიჯი რაზეც დენ სლოტი წავიდა კომიკსებში ხშირად
არ გადაიდგმება, და ლოგიკურიცაა რომ ამას ესეთი ნეგატიურ გამოხმაურება მოჰვა,
სლოტის მოკვლითაც იმუქრებოდნენ

, მაგრამ მე ერთ რამეს გეტყვით, როგორც პიტერ პარკერის ყველაზე დიდი ფანბოი: ეს არი ყველზე უნიკალური რამე რაც ობობას 50 წლიან ისტორიაში როდისმე ვინმეს გაუკეთებია, მაგრამ როგორც ყველაფერი ახალი და უჩვეულო ხალხს ეს აშინებს და სძულს, ჭეშმარიტება კი მხოლოდ დროის გასვლის მერე დგინდება. როგორც არ უნდა განსაჯოს ეს ისტორიამ, ჩემთვის უკვე ნათელია რომ Superior გახდება ობობას ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპი.
This post has been edited by SpiderS2099 on 4 Jan 2014, 22:35