მდა
მარტო მე ვერ ვიგებ ნიუ ევეინჯერს სრულად?
ჩამოვწერ რა ვიცით( ანუ რა მახსოვს) და მერე თქვენც წამეხმარეთ ცოტაზე( თუ დაპოსტავთ რა თქმა უნდა

)
როცა ჰიკმენმა დაიწყო მარველ ნაუზე მუშაობა მოახდინა რამოდენიმე ცვლილება
პირველი- მთლიანი დატვირთვა გლობალურ დონეზე გადავიდა A.I.M-ზე
მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მარველის კოსმოგრაფიაში- უარი ეთქვა ცელესტიალებს
ნუ, რემენდერთან კი გვხვდება, მაგრამ ახლა ჰიკმენია კომპანიის მთავარი ავტორი
რა უნდა გამხდარიყო ცელესტიალების მოშორების მიზეზი?
სავარაუდოდ ის, რომ ავტორმა გადაწყვიტა ბოლომდე გამოეყენებინა მისთვის მიცემული შესაძლებლობა და ყველაფერი მისი ფანტაზიით გაეკეტებინა, თან კიდევ არის სხვა მიზეზებიც : თუ მეფ მეიქერების მაგივრად ეს რასა იქნებოდა, infinity-ს ვერ დაწერდა ძალთა არათანაბრობის გამო, თანაც რომც მოეხერხებინა, მაშინ, ეს მისისვე Mad Celestials arc-ის გადამღერება იქნებოდა...
ჩანართის სახით უნდა ითქვას ისიც, რომ არა მარტო ჰიკმენთან, არამედ სხვა ავტორებთანაც მიმდინარეობს კოსმოლოგიის გადამუშავება და იცვლება უკვე არსებული კანონები თუ წესები...
ერთი მაგალითია ბენდისის საზიზღარი და ძალიან სუსტი ბოლო კომიქსი, სადაც პრაქტიკულად ფეხებზე დაიკიდეს უკვე არსებული წესები. სულ მცირე 2 თუ სამი შემთხვევა მახსენდება, სადაც გალაქტუსი უნივერსიდან უნივერსში უპრობლემოდ გადატელეპორტირდა, აქ კი, ნეგატიურ ზონაში გადაგზავით მოიშორეს, რაც საკმაოდ უაზროა. თან მარტო ესეც არ არის, გალაქტუსი, როგორც აბსტრაქტი კოსმიური წესრიგის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია და მის გარეშე 616, პრაიმ სამყარო განადგურდება, რასაც მთლიანი მულტივერსის შლა მოყვება. კარგი, დავუშვათ რომ ეს დროში გაწელილი მოვლენაა. მაშინ უნდა გავიხსენოთ Abraxas, რომელსაც გალაქტუსის არსებობა აკავებს. ეს ნიშნავს რომ თუ გალანი მოკვდება Abraxas უნივერსში შემოდის და ყველაფერს ანადგურებს. ( ისე აბრაქსის, ობლივიონის და მიკობაშის ურთიერთმიმართება საინტერესო მომენტია). კოსმოლოგიის გადაწერა როგორც ცელესტიალებაც შეეხო. ანუ ადრე სუსტი წერტილი არ ქონდათ, ერტადერთი შემთხვევა იყო, როდესაც სიუმ ექსიტარი გაანადგურა, თუმცა იქ იყო გარკვეული გარემოებები რაც გასათვალისწინებელია. ანუ აქამდე იყო ასე ( იხილეთ სპოილერი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ყურადრება მიაქციეთ გალაქტუსის სიტყვას, თან ამ დროს თანოსი HOTU-ით იყო
და კიდევ

ამ დროისათვის კი, ცელესტიალებს აღმოაჩნდათ შემდეგი სისუსტეები
1-Jarnbjorn რაც სრულიად ალოგიკურია
2- Godkiller არანაკლებ ალოგიკური
3- X-Termination-ში რაღაც არსებები რომ იყვნენ, ტიამუტი რომ შთანტქეს და ბოლოს AOA რომ შეიწირეს...
ხო, ანუ რისი თქმა მინდოდა, იერარქია, რომლის თანახმად სელესტიალები=ვოჩერებს=ჰორდეს და ყველა მათგანი ემსახურება ფულკრუმს დაინგრა... იმის გათვალისწინებით, რომ ინფინიტის დროინდელი ვილეანებიც თავაიანთი აზრით ევოლუციას ემსახურებოდნენ, ისევე როგორც სელესტიალები, ცხადყოფს რომ მოხდა ამ რასის ჯერ დასუსტება და მერე ჩამოშორება...
აქამდე რაც დავწერე, იყო იმის დემონსტრირება, რომ ძირითადი და ფუნდამენტალური კანონები უკვე აღარ არსებობს მარველის კოსმოსში...
საინტერესო ასპექტია ისიც, თუ როგორ დაამთავრა ჰიკმენმა ინფინიტი
ერთი- დაიბადა ტეინი, ახალი სიკვდილი
მეორე- ექს ნიჰილი და ახალი ინჰუმანები- სიცოცხლის სიმბოლო
ანუ გვაქვს როგორც სიკვდილი ასევე სიცოხლე- ინი/იანის პონტში ალბათ
განვაგრძოთ
არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ ახლა ნიუ ევეინჯერებში რა ხდება
ალბათ ისედაც კითხულობ, თუ არა და წაიკიტხეთ, იცოდეთ ბევრს კარგავთ...
ვიცი ერთი, ახლანდელი ილუმინატები ოპერირებენ მულტივერსალურ დონეზე, მაგრამ შესაძლოა ესეც არ იყოს საკმარისი

რამდენადაც ტერმინი მულტივერსი იქნა ხსენებული, გავიხსენოთ Living Tribunal-ის სიკვდილი(?)
ვინ იყო მასზე ძლიერი ღმერთის გარდა? საიდუმლო ომების დროინდელი ბიონდერი და ოუვენი( მოლეკულ მენი). ეს ორი გამოირიცხა
არც პროტეჟე იყო მასზე ძლიერი ( სიცრუეა ის მოარული აზრი რომ სკატანი> პროტეჟე> ტრიბუნალი)
ანუ გამოდის, რომ ის ვინც ტრიბუნალი დაამარცხა სულ მცირე მულტივერსალური ძალისაა, ანუ Black Swan და მისი ხალხი ან ის ვილეანები, რომლებიც სამყაროს ანადგურებენ მასზე მაღლა დგანან, რაც ფრიად საინტერესო ფაქტია
არსებიტად ჩვენ სახეზე გვაქს შემტხვევა, როდესაც კონცენტრირებულმა ძალებმა, შესაძლოა გადააჭარბოს იმ ძალას, რომლებიც War of the Seven Spheres-ში მონაწილეობდნენ. რიჩარდსის სიტყვები გვახსენეს, ნებულოსს, რომელიც მულტივერსის გარეთ იყო და გვახსოვს თუ რა ძალის არსება იყო...
მულტივერსალურ ოპრერირებაზე კიდევ ერთხელ

ამ დროს ჩნდება კითხვა აბსტრაქტები სად ჩემ ფეხებში არიან?
ჩემი ახსნა ესაა, რომ ეს არის ციკლი, წრებრუნა, ანუ აუცილებელი ნაწილი მოვლენების და ამიტომ არ რეაგირებენ...
ნუ კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ ახლა დავსვამ იმ კითხვებს რის გამოც ამ პოსტის დაწერა გადავწყვიტე
კითხვა ნომერი ერთი
ვინ არის ეს?

კითხვა ნომერი ორი
ვინ შეიძლება იყოს რაბუმ ალალი?

ანუ, მე ამ სიტყვებიდან შემდეგი დასკვნა გამოვიტანე
ის უკვე ცოცხალია, მაგრამ საკუთარი მისია ჯერ არ იცის
ვარიანტები
ა-თანოსი რიგი მიზეზების გამო
ბ-თეინი ესეც როგი მიზეზების გამო ( ვინც ინფინიტი წაიკიტხა ეცოდინება)
გ- გალაქტუსი რიგი მიზეზების გამო
დ- სტრეინჯი წაიკითხეთ ნიუ ევეინჯერების ბოლო თავები და გაიგებთ
თან დააკვირდით ამ სურათს

ძალიან გავს აგამოტოს თვალს ეს თვალი
აქ დროში მოგზაურობის პრობლემებიც გვხვდება და მისი გავრცელების არეალი. ამ საკითხის განვრცობა კი სასტიკად მეზარება
და ბოლო ფაქტი

თანოსი და ცოლ-ქმარი ცოცხლდება
ის კორვუს კლაივია, რომლის სხეულიც ნელ-ნელა ფორმირდება...
საინტერესოა კიდევ ერთი მომენტი
რას აკეტებს ამ დროს ვიკტორ ვონ დუმი, რომელიც მოწმე გახდა რუკის შემქმნელების შემოსევის, რომელთა არმია დაამარცხა და რაღაც არტეფაქტი ჩაიგდო ხელში. არ დაგვავიწყდეს დუმების გაერთიანება, რომელიც ჰიკმენმა შექმნა სელესტიალების არკის ბოლოს...
მოკლედ, ახლა ხელახლა უნდა გადავიკითხო ჰიკმენის კომიქსები მარველში
ალბათ რაღაც კიტხვებს გავცემ პასუხს...