ქარი დასცხრა სიბობოქრის,
შავი ზღვიდან სიო მოქრის,
მე გიცქერი, როგორც ოქროს,
ჩამავალ მზეს, ჩამავალს...
მე გიცქერი, როგორც ქარვას,
შორითშორად ფიქრი წარვალს,
თან გაატანს ქართა ქარვას
ჩამავალ მზეს, ჩამავალს.
ო, ფიქრებო, მსვენო ტაძრად,
ო, ქცეულნო მტვრად და ნაცრად,
რად მიყვებით ასე მკაცრად
ჩამავალ მზეს, ჩამავალს.
გალაკტიონ ტაბიძე
იმდენი მუსიკაა ამ და არა მარტო ამ ლექსში - ალბათ არ არსებობს ინსტრუმენტი რომ გადმოსცეს
This post has been edited by Ujarma on 5 Feb 2014, 16:18
"რავქნისა" ციხე ავაგე....