რატომღაც აქამდე არაფერი მქონდა წაკითხული ამ მწერლის და "დანაშაული & სასჯელით" გავხსენი სეზონი...
ნუ ყველაფერი კარგი იყო, სტილი, დიალოგები, სხვადასხვა თეორიები, აღწერა, გმირები, სცენარი და ა.შ
ერთადერთი დასასრულს და თვითონ მთავარ პერსონაჟს ვერ დავუმუღამე, ბოლო მომენტამდე მინდოდა და მჯეროდა
რომ გადალახავდა ამ ყველაფერს და გააგრძელებდა ცხოვრებას, რაღაც ძალას იპოვნიდა თავის თავში და "მოიხოდებოდა", დალაგდებოდა,
სამსახურს დაიწყებდა, ქონებას დააგროვებდა, ნუ სტანდარტულად როგორც ახალგაზრდები იწყებენ ხოლმე ცხოვრებას..
მაგრამ ვერ ჰქნა და ის საშინელი დეპრესია რომელიც იმდენად მძIმეა რომ მკითხველსაც კი გაღიზიანებს ბოლომდე ვერ დასძლია, დამარცხდა მაინც და
წავიდა კატორღაში საიდანაც როგორც წესი რთულია "მობრუნება". წიგნი ვითომ "happy end"-თ სრულდება და მომავლის იმედით, მაგრამ მე ეგ იმედი
და მომავალი ვერ დავინახე

საერთო ჯამში მაგარი იყო, ვუტევთ დანარჩენებს
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი