კაცია და გუნება მართლა
ზოგი ისეთ მწერალს წერს ჩემთვის რომ წარმოუგენელია მასზე გაგაჟრჟოლოს
შეიძლება მე რომელ მწრალზეც მბურძგლავს იმაზე სხვას გაეცინოს
ზოგადად არ ვიცი ძალიან მიჭირს უცხოურზე "გაჟრჟოლება". ასეთი ახლობელი და ახლოს მყოფი რა უნდა წავიკითხო. მესმის არის დოსტოევსკი, ყველა ნაწარმოებია ძალიან დიდია, კარამაზოვები რომ დავიწყე ღამეები ვერ მოვწყდი, დანაშაული და სასჯელის მერე რამდენი ხანი ვფიქრობდი რასკოლნიკოვის საქციელზე მაგრამ გაჟრჟოლება მაინც არ იყო ეს. როცა ვთქვათ რობაქიძის კითხვისას მბურძგლავდა განუწყვეტლივ ვამეხზე, ირუბაქიძეზე , "ლაშხის გოგო მატასი, მსურს გაკოცო ათასი" <3
მითუმეტეს არ მესმის რემარკზე ან უარესი სელინჯერზე დაბურძგვლა. მითუმეტეს "თამაში ჭვავის ყანაში", ბანანა თევზას ამინდი უფრო ჩამწვდომია ჩემთვის ვიდრე თანამედროვე თინეიჯერის აქეთ-იქით ხეტიალი. მე მაპატიეთ
ეს ადამიანი კი ერთდართი და განუმეორებელია ჩემთვის.
This post has been edited by Nobodys Fault but Mine on 8 Dec 2013, 23:10