დაახლოებით 15 წლის წინ დედაჩემმა ერთი მსახიობის ოჯახიდან შეიძინა მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა, დაახლოებით 80 წიგნი.
საინტერესო იყო წარწერა, ერთი წიგნის ფასი 1 მანეთი და 98 კაპიკი

ზოგი მაქვს წაკითხული ღრმა ბავშვობაში, უმეტესობა არა რათქმაუნდა.
ყველა წიგნს ნოდარ მახარაძია წარწერა აქვს და წელი მითითებული 1973 (დაახლოებით 12 წლის შემდეგ დავიბადე მე) : )
ეხლა გადმოვიღე რომენ როლანის "კოლა ბრონიონი" და საინეტერესო ფრაზები აღმოვაჩინე, როგორც ჩანს მისმა პირველმა მფლობელმა მონიშნა
-კაცი, რომ ყველაფერს მოერიდო, სევდისაგან გაიგუდები
-შვიდ მჭლე მადლს ერთი ფუნჩულა ცოდვა მირჩევნია
-სადაც ქალია, იქ მყუდროება ხომ ზღაპარია
-ჯაფა ბრძოლაა, ბრძოლა კი სიამოვნებაა
-არ არსებობს ახირებული დროება, არიან მხოლოდ ახირებული ადამიანები.
"მიჯელანჯელოს ცხოვრება" გადავფურცლე და კიდევ უფრო საინტერესო რამეები წერია.
მოკლედ, მიხარია რაღაცნაირად რომ აღმოვაჩინე სახლში ეს წიგნი და ჩავუჯდები ხვალიდან