ikanosiმართალი იყავი, დღენი ჩემი სიჭაბუკისა-ზე რომ თქვი

არადა, ოთხი ცხოვრება კარგი იყო და ამან აი, ნუ არ ვიცი
იგივე მიზეზით მივატოვე დაწყებით კლასებში დაწყებული ტომ სოიერის თავგადასავალი

ეს ახალგაზრდული დღეების აღწერა, როგორ ჭამდა ვაშლს და როგორი შეურყვნელი იყო მისი აზროვნება და კლასიფიცირებას არ უკეთებდა ადამიანებს
ნუ, გავიგეთ, გავიგეეეეეეეეეთ

შევწუხდი

ახლა თეკერეის ამაოების ბაზარს ვკითხულობ და ცალკე ამ თეკერეის პრანჭვამ და მხატვრულკაზმულობამ მომიღო ბოლო, რომ ვერ ჩამოყალიბებულა და კუკუდამალობანას ეთამაშება მკითხველს