არანაირი ვარაუდები.
შენ გაქვს წარმოდგენა ფეოდალურ არმიაზე?
ზუსტად იგივე სიტუაციაა, რა მნიშვნელობა აქვს რა ერქმევა ქვეყანას, ვესტეროსი თუ გერმანია?
უამრავ საკითხს რომ არ გადავყვეთ, 2 მნიშვნელოვანზე გიპასუხებ, დანარჩენები შემდეგ

1. მანდერლი ვს ბოლტონი.
ბოლტონმა გამოიყვანა 4 000 კაცი რობის არმიისთვის და კიდევ 600-ზე მეტი დრედფორტის დასაცავად დატოვა.
ამაზე მეტი ბოლტონთან არ ფიქსირდება, იმ თავის 4 000 კაცს უფრთხილდებოდა მთელი ომის მანძილზე და იგივე ძალის იმედზეა ამ მომენტშიც.
მანდერლიმ 1500 კაცი გააყოლა რობს სამხრეთში.
როცა რეიჯოიმ ვინტერფელი აიღო, მანდერლიმ საალყო მანქანები, რაი8ნდები და მინიმუმ 2 000 კაცი გაგზავნა, მეტი თუ არა.
+ ამას რუსესთან არმიით გამოცხადდა, ამისი რაოდენობა აღარ მახსოვს, მაგრამ საერთო ჯამში 4 000 კაცი გამოდის სულ მინიმუმ.
და ამ 4 000 კაცის მერე მანდერლი მზადაა ბოლტონებს აუჯანყდეს, ანუ რამდენიმე ათასს კიდევ გამოიყვანს თავისუფლად.
შეგიძლია შეადარო.
და თან მანდერლიზე ამბობენ, რომ იმდენივე ვერცხლი აქვს, რამდენიც ოქრო ლანისტერებსო, ერთადერთი პორტია ჩრდილოეთში, ერთადერთი ქალაქი და მანდერლის ქალაქზეა დამოკიდებული მთელი ჩრდილოეთი ზამთრის მანძილზე.
ქალაქში ბაზარია თავისთავად და შეგიძლია ივარაუდო, მთელი ჩრდილოეთი მანდ ვაჭრობს.
რა აქვს ბოლტონს?
ყველაზე მსუქანს აარჩევს საცოლედ ის კაცი, რომელსაც ფინანსურად არ უჭირს?
შენ გგონია არმია მოხალისეებისგან შედგება, მამა-პაპური იარაღით მიდიან ბრძოლაში და მზის ენერგიაზეა მთელი არმია, არც მომარაგება სჭირდება, არც ხელფასი?
ლანისტერებმა ჩრდილოელებზე 3-ჯერ მეტი მეომრის გამოყვანა იმიტომ შეძლეს, რომ დასავლეთში 3-ჯერ მეტი მოხალისე იყო?
2. ახლა რობზე და ტაივინზე.
რობმა ვინტერფელში შეკრიბა 12 000 კაცი. ამათგან მესამედი ბოლტონის ხალხია.
ეს 12 000 იყო მაქსიმუმი, რასაც ელოდა და როგორც კი შეიკრიბა, დაიძრა კეილინისკენ.
კეილინთან დაემატა მანდერლის 1500 კაცი, დანარჩენი არ ვიცით, მაგრამ არმიამ მიაღწია 18 000 კაცს.
კეიტლინთან საუბრისას რობი ამბობს, რომ დიდხანს ვერ გაჩერდება, იქ ვერაფრით გამოკვებავს ამხელა არმიას, ნახსენებია, რომ რობს ყავს დაქირავებულებიც. არმიების შეფასებვისას ამბობს, რომ ტაივინს უფრო დიდი არმია ყავს და გაცილებით მეტი მძიმე მხედარი.
მანდვე ვიგებთ, რომ ჯეიმიმ მდინარის ლორდების დაცვა გაარღვია ხეობაში და ედმური ბრძოლისთვის ემზადება, ტაივინი კი ჰარენჰოლისკენ მიდის(ან ცოტა შემდეგ, მაგრამ არაფერს ცვლის.
შემდეგ უკვე უერთდება ფრეებსაც და რობის არმია 22 000 კაცამდე იზრდება. აქვე იგებენ, რომ ედმურმა ბრძოლა წააგო და რივერანი ალყაშია.
რივერანი ალყის დროს თხრილს ავსებს წყლით და რჩება ციხე კუნძულზე, რომელსაც იცავს ძლიერი გარნიზონი(დამარცხების შემდეგ ბლექვუდმა მოახერხა ციხეში შეღწევა არმიის ნაწილთან ერთად. თავისთავად ეს იყო კავალერია და არა ქვეითები, ქვეითი ასე სწრაფად ვერ ირბენს, რომ მდევარს გაექცეს. ანუ საუკეთესო მეომრები). შტურმით ციხის აღებას ჯეიმი ვერ შეძლებს, ყოველ შემთხვევაში ასე მალე, 3 ნაწილად გაყოფილი 12 000 კაცით, რომლებსაც ჯერ მდინარე ან თხრილი აქვთ გადასალახი.
ეს რობმაც იცის, იმიტომ რომ ბრინდონი მასთანაა და ის კარგად იცნობს რივერანს.
ტაივინი მობრუნდა ჩრდილოეთისკენ, როგორც კი გაიგო, რომ სტარკები კეილინიდან სამხრეთით დაიძრნენ.
რომ ამბობ 2 არმიის შუაში მოხვედრა არ უნდოდაო, ჯეიმის არმიისგან მდინარე ყოფს და როგორ უნდა მოხვდეს მათ შორის? ტყუპების აღებას ჯეიმი ვერ შეძლებს.
შესაბამისად დგას რობის 22 000 კაცი და მისკენ მიდის ტაივინის 20 000.
ის, რომ ბრძოლის ბედი დამოკიდებულია ტაივინის დამარცხებაზე, იციან ფრეის ბავშვებმაც კი. ვინტერფელში როგორც კი გაიგეს ფრეებმა რობის გამარჯვებაზე, ტაივინი თუ არ დაუმარცხებია, ეგ გამარჯვება არაფერიაო, რაღაც ასეთი თქვეს.
22 000 კაცით რობს აქვს ბრძოლის ველის არჩევის საშუალება, ტაივინი აუცილებლად შეუტევს.
და ამ ბრძოლაში გამარჯვებით რობი მთელ ომს იგებს.
მაგრამ რობი ბრძოლას თავს არიდებს, კავალერიით გადადის მდინარეზე და სამხრეთით უშვებს ბოლტონს ქვეითებით, რომ რობის მანევრი დაფაროს.
შენი აზრით რატომ აარიდა რობმა ბრძოლას თავი, თუ მისი არმია ტაივინისაზე სუსტი არ იყო?
გაიხსენე რას ეუბნება ფრეი კეიტლინს, მოვა ტაივინი და აქ 20 000 გვამი დარჩებაო(როცა ვითომ შეშინება მოუნდომა ფრეის).
გაიხსენე რა მდგომარეობაა ტაივინის ბანაკში, ყველა ბრძოლას ელოდება.
როცა შეატყობინეს, ჩრდილოელები ერთი დღის სავალზე არიანო, კივანი ამბობს, კარგი პოზიცია გვიკავია და შევხვდეთო.
ტაივინი პირიქით, გამაგრებულ პოზიციას ტოვებს და შესახვედრად გადის, აქ რომ გვნახოს რობმა, შეიძლება შეეშინდეს და გაიქცესო.
აქედან თუ არ ჩანს, რომ ტაივინის არმია რობისაზე ძლიერია...
რობმაც და მისმა ხალხმაც იცის ტაივინის სიძლიერე და ზუსტად ამიტომ დასჭირდა ეგ მანევრი, რომ რივერანი მაინც დაეხსნა.
კეილინთან დიდი ჯონი ამბობს, თუ მოულოდნელად დავარტყამთ, ტაივინს დავამარცხებთო. ანუ მოულოდნელობის ეფექტია ერთადერთი შანსი.
რობმა მთელი ომის მანძილზე ვერ შეძლო ტაივინთან შებრძოლება და ამის გამო წააგო ომი.