BELLA-DONNAმე ცოტა დამრჩა, და დავაცხრები მაშინ დღEს
* * *
დავამთავრე
მომეწონა ძალიან
ვეთანხმები ავტორს, რომ ადამიანი უძლური და უსუსურია ტკივილის წინაშე, რომ უმრავლესობა საკუთარ უსაფრთხოებას ამჯობინებს სხვისას. მაგრამ არის ისტორიაში საწინააღმდეგო მაგალითებიც. ამ მაგალითებს რაღაც მაღალი იდეა, შინაგანი ცეცხლი ამოძრავებდათ, შინაგანი თავისუფლება და ძალა. ამიტომაც ებრძოდა პარტია არა კონკრეტულ მოწინააღმდეგეს, არამედ საწინააღმდეგო იდეას, ცდილობდა ინდივიდისთვის გამოეცალა აი ამ წინააღმდეგობის გაწევის ინტელექტუალური თუ ემოციური რესურსი.
საინტერესო იყო მათი მეთოდები. წარსული ისტორიის სრული ლიკვიდაცია, იმ მიზეზით, რომ არ ყოფილიყო შესადარებელი რეალობა. ყველაზე საინტერესო კი ჩემთვის იყო (ლინგვისტი ქალი ვარ :დ) ენაზე მუშაობა. რამდენად ძლიერია ენის გავლენა ადამიანის აზროვნებასა და მსოფლმხედველობაზე. ენის ლექსიკის შეცვლით პარტია ცდილობდა ცნებების აღმოფხვრას.
თუმცა, ჩემი აზრით, შეუძლებელია. ენა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი ვითარდება, როგორც არ უნდა ებრძოლო ცნება რჩება ცნებად და ენაში აუცილებლად დაიბადება შესაბამისი სიმბოლო მის გამოსახატავად.
და მეორეც, მე მაინც მჯერა, რომ ადამიანის საწყისი არის კეთილი, მასში უკვე დევს სწრაფვა თავისუფლებისა, სიყვარულისა და სრულყოფილებისაკენ. ადამიანის ბუნების ჩახშობა და ამ იდეალების დათრგუნვა, შეუძლებელია. არცერთ რეჟიმს ეს არ გამოსვლია.