ჩემი აზრი წიგნზე ახლა უნდა დავწერო ალბათ ხო? სანამ წიგნს დავასახელებ?

მოკლედ დიდი ხანია ასეთი ტიპი არ შემხვედრია წიგნის ფურცლებზე და ძალიან საინტერესო იყო მისი "გაცნობა".
აი თავიდან ხო ძალიან უინტერესო ადამიანი იყო. უცხო იყო მისთვის თბილი გრძნობები, არ აინტერესებდა, თავს აბეზრებდა ეს. ამავდროულად არ ჰქონდა კონკრეტული მიზანი ცხოვრებაში. უბრალოდ დინებას მიჰყვებოდა. თავადაც ამბობს დღევანდელი დღით ვცხოვრობდიო. უბრალოდ ფიზიკურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდა. ამით შემოიფარგლებოდა მისი ცხოვრება.
ბოლოს ხო საერთოდ. იმასაც კი ვერ იტყოდა რატომ? რატომ მოკლა არაბი. უბრალოდ ასე მოხდა. არაფერი განსაკუთრებული.
მისი ასეთი გრძნობები გასაგებია, ტიპს არანაირი ფასეულობა არ გააჩნდა. აი ეს არის ჩემი აზრით თავი და თავი ყველაფრის.
ბოლოსაც არანაირი სინანული. მე ვერ დავინახე რომ მიხვდა რა დაკარგა და ა.შ. პირიქით დაბოღმილი უფრო მეჩვენა. რომ ცხოვრება მის გარეშე გაგრძელდებოდა. ყველა მაინც მოკვდებოდა ბოლოს. ამიტომ თუ მაინც უნდა მომკვდარიყო რაღას სჯიდნენ თითქოს.
მოკლედ მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს. მას არ გააჩნდა არანაირი ფასეულობა ცხოვრებაში. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
ისე კი კიდევ ერთხელ გადავიკითხავდი.
პპ.ს. კამიუ მევასები
* * *
სულ კლუბში რომ დავთვალე ვართ 14. მაგრამ თიკო არ ჩანს უკვე 1 თვეა. დანარჩენი 13 არ ვიცი სადაა :დ ალოჰა ამჟამად აქ არ იმყოფება და მოგვიანებით შემოგიერთდებითო. ხუციშვილი სად დაგვეკარგა? წიგნი ყველამ დაასახელა, ვისაც დასახელების უფკება ჰქონდა? საკურამ თუ თქვა?

1. ელიფ შაფაქი - სტამბოლელი ნაბიჭვარი
2. უ. ფოლკნერი - ხმაური და მძვინვარება
3. უ. გოლდინგი - ბუზთა ბატონი
4. ჯემალ ქარჩხაძე - ანტონიო და დავითი
5. შტეფან ცვაიგი - მოუთმენლობა გულისა
6. ემილ ზოლა - ქალთა ბედნიერება
ანუ მე ვასახელებ ზოლას