რადგან კაფკა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალია, თავს უფლებას მივცემ და რაღაც ინფოებს დავდებ ხოლმე. თუ თქვენც დაგაინტერესებთ რა თქმა უნდა.
ფრანც კაფკა ამოუცნობი და ურთულესი პიროვნება იყო.
მან სიკვდილის წინ თავის მეგობარს_მაქს ბროდს სთხოვა მისი გამოუქვეყნებელი ხელნაწერები გაენადგურებინა. ბროდმა არ შეასრულა მისი უკანასკნელი სურვილი და პრაღაში გერმანული ჯარის შესვლამდე, მოახერხა ხელნაწერების პალესტინაში წაღება. მოგვიანებით მან ისინი თავის მდივანს_ილზე ჰოფეს აჩუქა.
ილზემ ეს ხელნაწერები (მათ შორის "პროცესი"), წერილები ნაწილი გაყიდა, ნაწილი თავის ქალიშვილებს ევა და რუთ ჰოფეებს აჩუქა. ილზეს გარდაცვალების შემდეგ მისმა ქალიშვილებმა მოისურვეს ხელნაწერების მარბახის (გერმანია) ლიტერატურული არქივისათვის მიყიდვა. რამაც გამოიწვია დავა მათ და ისრაელის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის.
ისრაელის მხარე დავის დროს იმოწმებდა მაქს ბროდის ანდერძს, სადაც ეწერა მისი სურვილი, რომ გარკვეული ნაწარმოებები გადასცემოდა თელავივის სახელმწიფო ბიბლიოთეკას ან იერუსალიმის უნივერისტეტის ბიბლიოთეკას, მიუხედავად იმისა, რომ ბროდმა ისინი ილზეს აჩუქა, ილზემ კი თავის მხრივ მის ქალიშვილებს აჩუქა და არა მემკვიდრეობით გადასცა.
2012 წელს ისრაელის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელნაწერები არ წარმოადგენდა ჰოფეების კუთვნილებას და რომ ისინი ისრაელის ეროვნულ ბიბლიოთეკას უნდა გადასცემოდა. ევა ჰოფემ განაცხადა, რომ გაასაჩივრებდა გადაწყვეტილებას.