მე თქვენის ნებართვით "უცხოს დავუბრუნდები"

მთავარი გმირი, მერსო დედის დაკრძალვაზე არის ჩასული და სულ არ იქცევა ისე, როგორც მგლოვიარეს შეესაბამება. როგორც წესი, ადამიანები გლოვისას, ტრადიციულად თავის მწუხარებას გამოხატავენ ტირილით, ან ვთქვათ შავებით იმოსებიან, მაგრამ მერსოსთვის ეს ყველაფერი უცხოა. ის არატრადიციული,გაუცხოებული ადამიანია.
დედის დაკრძალვის მერე, ბრუნდება თავის ქალაქში და მეგობარ გოგოსთან ერთად მიდის კინოში,ფერნანდელის მონაწილეობით, ანუ კომედიაზე. აქ ჩანს არატრადიციული პიროვნება, რომელიც საზოგადოების ცხოვრების რიტმისგან განსხვავებულ გზას ადგას.
საზოგადოებისთვის მერსოს ქმედება სრულიად მიუღებელია, რადგან მათნაირად არ იქცევა, მათ არ ჰგავს.
ნაწარმოებში ბევრია, მთავარი გმირის გამომხატველი, გულგრილი დამოკიდებულება ცხოვრებაზე. როდესაც სამსახურში, უფროსი დაწინაურებას და სამუშაოდ პარიზში გადაყვანას შესთავაზებს, მერსო უარს ეტყვის, რადგან მისთვის სულ ერთია. ასევე უარს ეტყვის მეგობარ გოგონას ცოლად შერთვაზე, როდესაც ცოლად გაყოლას შესთავაზებს.
კითხვისას ზოგჯერ მეჩვენებოდა ,რომ მერსოს ცხოვრების აზრი ქონდა დაკარგული და ყველაფერი მისთვის სულ ერთი იყო. მაგრამ არ არის ეს სწორი აზრი. საქმე უფრო განსხვავებულად და რთულად არის.
არ შეუძლია გლოვა და არ შეუძლია ამის გამოხატვა.
მან ვითომ უმიზეზოდ მოკლა კაცი, მაგრამ ეს ასე არ არის:
მერსო თავს იცავდა. ამ სამყაროში ის გაუცხოებულია ყველაფერთან
უცნაურია, თუ რატომ ჩაერთო ასე მწარედ სხვის ომში. ეს ერთი შეხედვით დასიცხული კაცის ქმედება არ უნდა იყოს, ვინაიდან ის ინდივიდია, თანაც საკმაოდ განსხვავებული.
მთავარი გმირი მიდის მცხუნვარე მზეში, პლაჟზე და უახლოვდება თავის ბედისწერას. პირველი გასროლით თავს იცავდა, ხოლო შემდეგი ოთხი გასროლით მან ოთხჯერ დააკაკუნა ბოროტების კარს. ეს ის ოთხი ნოტია რითიც ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია იწყება. აქ მწერალი ნაწარმოებში მუსიკალურ რითმებს აბნევს.
შესაძლოა მან მკველობა პროტესტის ნიშნად ჩაიდინა. ადამიანთა თვალის ასახელად, გამოსაფხიზლებლად. უნდოდა დაენახებინა, რომ მგრძნობიარე, თბილი და მოსიყვარულე არსებები კი არ არიან, როგორც თვითონ თამაშობენ, არამედ სრულიად გულგრილი ბრბოა, რომელთა აზრიც საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაა. ეგოიზმი.
ამიტომ იძახის ეპილოგში : „ისღა დამრჩენოდა, ჩემი თავის მოკვეთის დღეს მაყურებელი მენატრა, რომ განაჩენის სისრულეში მოყვანა ზიზღის ყვირილით მიეღოთ“.
ამ მომენტში რატომღაც ჩნდება ქრისტესთან ასოციაცია, სანამ იესო ჯვარს არ აცვეს, მანამ ბრბო სულით ველური იყო.
ადამიანებს გვსიამოვნებს სხვისი ტანჯვის ყურება, ვითომ ვწუხვართ ამაზე, მაგრამ ეს შოუ დემონურად მიმზიდველია და ასე ვიფხანთ საკუთარ ეგოს.
ასევე ეს დასჯა თავისუფალი ადამიანის სიმბოლოა
************************************
მართალია დღეს მსოფლიო ისტორიაში საუკეთესო ხანა დგას და მე ვერ ვიტყვი იმას რომ ჩვენ ბნელ დროში ვცხოვრობთ, ვინაიდან თუნდაც მეოცე საუკუნეში, ქუჩაში ხოცავდნენ ადამიანებს და მათ ხალხი განსჯიდა. მარა ის გრძნობები, ზიზღი ,ბოროტება, შური და სხვა, კვლავ უკვდავია ჩვენში.და ასევე მსოფლიოს ერთი ნაპერწკალი სჭირდება იმისთვის, რომ აფეთქდეს და ყველამ ერთად ეს ბოროტი ვნებანი ამოანთხიოს.
და ბოლოს, ადამიანებს გვჭირდება ხოლმე შემოლაწუნება და შეხსენება. ანუ მეორედ მოსვლები, თორემ გვავიწყდება, რომ ღვთის ხატად ვართ შექმნილნი.
--------------
ნამეტანი გრძელი სიტყვა გამომივიდა .