ოლდოს ჰექსლის საოცარი ახალი სამყარო. 1984_ის წინამორბედია და ვისაც ეს მოგწონთ ისიც მოგეწონებათ.
სტანისლავ ლემის სოლარისი. კაი იყო.
ჯეკ კერუაკი გზაზე. რო დავამტავრე, მეთქი ნარკოტიკები. საკაიფო ჩანთა და წავედი საბოდიალოდ
ფოლკნერის ხმაური და მძვინვარება. ურთულესია წასაკითხად. სანამ ბოლომდე არ წავიკითხე ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ მერე იყო ნირვანა ^^ გაასწორა.
ფოლკნერის დროშები მტვერში. ძალიან მაგარი იყო ესეც.
კაფკას პროცესი. გენიალური.
სუნ ძის ომის ხელოვნებას ვეძებ ახლა და ვერ მიპოვია. ხომ, ვერ მირჩევდით სად შეიძლება იყოს? შემოვიარე ყველა წიგნის მაღაზია და არაა...