rockforeverპირველ რიგში აღვნიშნავ, რომ წიგნს ბევრი ღირსება აქვს. მართალია, ბევრი რამ ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო სხვადასხვა წყაროებიდან (სოლომონ ყუბანეიშვილის წიგნი, ვაჟას თანამედროვეების მოგონებები, რაზიკაანთ წერილები), მაგრამ ასე ერთად ყველაფრის თავმოყრა, ანალიზი, დალაგება და წიგნად ჩამოსხმა მართლა ძალიან დასაფასებელია. კარგად არის აწყობილი და კარგადვე იკითხება. იყო ჩემთვის ახალი ინფოებიც, ძირითადად გაწითლების შემდგომ მოვლენებზე, ქაქუცას და ლევანის ურთიერთობაზე, ვაჟას ვაიკრიტიკოსებზე, რაზედაც ადრე-გასაგები მიზეზების გამო-არავინ ლაპარაკობდა.
ახლა რაც შეეხება მიქარვას. ყველაზე მეტად ის ეპიზოდი ხვდება თვალს, როცა ვაჟას ოჯახზე (ცოლ-შვილზე) ლაპარაკობს.
შესაძლოა, ვახტანგი მართლა იყო კომუნისტების მონა, მათი საქმის გამკეთებელი და მამის ჰონორარებსაც ითვისებდა (ოჯახის დანარჩენ წევრებს არ უნაწილებდა); ასევე, შეიძლება, თამარმა მართლა აიძულა ლევანის ქვრივი და ბავშვები, ჩარგლიდან წასულიყვნენ-ეს შეიძლება რიგით ყოფით მანკიერებად მივიჩნიოთ, რაც, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროა, გასაკვირი არ არის.
ხდება ეგეთები ცხოვრებაში. მით უმეტეს, ისიც ცნობილია სხვა წყაროებიდან, რომ თამარი მაინცდამაინც თბილი არ იყო გერების მიმართ. საერთოდაც არ იყო ალერსიანი და კეთილი. ლევანის წერილებიდან ირკვევა, რომ ის თამარის სიკაპასეს გაუნაწყენებია. გულქანი კი მოგვიანებით იგონებდა, რომ თამარი ცივი იყო ძალიან, დუხჭირი ცხოვრებკსაგან გაავებული იყო და გერებს მუშაობას აიძულებდა. დედამაც შეიძლება, რომ ამუშაოს შვილი, მაგრამ რასაც დედა ტკბილი სიტყვით მოახერხებს, იმას დედინაცვალიმვერმშეძლებს. მაინც დედინაცვალია. ეს ყველაფერი ვაჟამაც იცოდა და ისიც ცნობილია, რომ მოთხრობაში "როგორ გაჩდნენ ბუები ქვეყანაზედ" თავისი ოჯახური ამბავი აღწერა-როგორ დაბრუნდა სახლში ღამით და აღმოაჩინა, რომ მისი ბავშვები თამარს დაკარგული ძროხების საძებნელად გაეგზავნა. თუმცა, გულქანმა კი ვერ გაიმეტა ბოლომდე დედინაცვალი-ძალიან გვიჭირდა და სხვა რა გზა ჰქონდაო. რომ არ დაეზოგა და არ ვემუშავებინეთ, შიმშილით დავწყდებოდით. მაინც გვიპატრონა და წამოგვზარდაო.
ავ დედამთილებს რა დალევს და, ამის გარდა, ლევანის ოჯახის მოძულება და მიჩქმალვაც შეიძლება შიშის ნიადაგზე აღძრული ველური ინსტინტქის გამოხატვა ყოფილიყო-იმ დროს ერთეულები თუ ინარჩუნებდნემ ადამიანობას და თანაუგრძნობდნენ "ხალხის მტრების" ოჯახებს. მარტო თამარი კი არა, საკუთარი ძმისცოლი და ძმისწულებიც ასევე მოქცევიან ლევანის ქვრივს, როცა მისი ძმა და პატრონი, იოსებ მთვარელიძე გარდაცვლილა. სხვათა შორის, მოგვიანებით იგივე გადახდა რევაზ ინანიშვილსაც, როცა მამამისის დაპატიმრების შემდეგ მეზობლებმა მისი ოჯახი აიძულეს, სოფელი დაეტოვებინათ და გადახვეწილიყვნენ.
ანუ, ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ კარგად არ მეტყველებს თამარსა და ვახტანგზე (რომელიც, დიდად საფიქრებელია, რომ დედის გავლენას განიცდიდა) დამტკიცებადი და ახსნადია.
მაგრამ წიგნში არის ისეთი მომენტები, რისი მტკიცებაც ხელაღებით არ შეიძლება და ხორნაულის ნაწერიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გაუხარდა-არიქა, ეს რა გავიგეო და სასწრაფოდ დაწერა. ვახტანგს აბრალებს მკვლელობას, როგორც უშუალოდ, საკუთარი ხელით ადამიანის მოკვლას, ისე-ირიბ მონაწილეობას სხვა მკვლელობებში. თამარზე ამბობს-ლევანი დააბეზღაო. და ბოლოს საერთოდაც, გენიალურ დასკვნას აკეთებს-რაკი ამდენი სიავე ჩაიდინა ვახტანგმა, ეგ კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ვაჟას შვილი არ იყოო. რაიმე საბუთის გარეშე, მხოლოდ განაწყენებული ადამიანების (და, ლევანის შვილებს სრული საფუძველი ჰქონდათ, ვახტანგსა და დედამისზე განაწყენებულიყვნენ თამარის უკმეხობის და ვახტანგის ეგოისტობის გამო) მონაყოლით ადამიანს მკვლელის და დამბეზღებლის სახელი არ უნდა მიანიჭო. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და მეტი გამოკვლევა სჭირდება. თუ შესაძლებელია- დოკუმენტური დადასტურებაც...ყოველ შემთხვევაში, მცდელობა მაინც უნდა იყოს იმისა, რომ მოძიება სცადა ავტორმა სხვა მტკიცებულებების. ხორნაულის წიგნში კი მტკიცებით ფორმაშია ყველაფერი აღწერილი, კავშირებითი კილოს ნასახიც არაა და ჩემი აზრით, ეს სერიოზულობას აცლის წიგნის ამ ნაწილს. სერიოზული ნაშრომი "ამბობენ"-ს არ უნდა დაემგვანოს. იგივე ითქმის ვახტანგის ნაბიჭვრობაზეც. პიროვნული მანკიერი თვისებების არსებობა რომ წყვეტდეს მამობის საკითხს, ამდენი კვლევა და დნმ-ს ანალიზი რა საჭირო იქნებოდა

მერე, შვილს მარტო მამის კი არა, დედის ხასიათიც შეიძლება, რომ ჰქონდეს და თამარის ხასიათზე ხომ მოგვეხსენება უკვე.
ასევე აკეთებს დასკვნას-ამ დჯხჭირი ცხოვრების გამო ვაჟას ყველა ქალიშვილი უშვილო დარჩაო. მთაში ყველა ეგრე ცხოვრობდა მაშინ და ხორნაულის ლოგიკით, სულ უნდა გადაშენებულიყვნენ. მსგავსი არაფერი ყოფილა.....თამარს შვილები არ ჰყავდა, თუმცა, ქმართან დიდხანს არც უცხოვრია-მისი ქმარიც ოციანი წლების დასაწყისში მოკლეს წითლებმა..მარიამი მძიმე მშობიარობას გადაყვა. გულქანს ჰყავდა შვილი, რომელიც პატარა გარდაეცვალა. მერე გაეყარა იმ ქმარს (როგორც თავად ამბობდა-ღალატის გამო). მეორე ქმარი უკვე ასაკოვანი ჰყავდა და გასაკვირიც არაა, რომ შვილი არ გაუჩნდათ.
მეგონა, მიხა რაზიკაშვილზე ეწერებოდა რამე და, გარდა მისი რომანტიკული გატაცებებისა, არაფერი წერია. არადა, მაინტერესებდა, რადგან, ცნობილია, რომ მიხა 37 წელს დახვრიტეს...
არის რაღაც ლაფსუსებიც-მაგალითად, მილიციის მაგიერ რატომღაც პოლიციას წერს. ეგ არაფერი. წესით, კორექტორს უნდა გაესწორებინა
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!