ბოლოდ წავიკითხე :
ტომპსონის - ზაფრა და გულისრევა ვეგასში. 3/5 წავა რა, დიდი არაფერი. ფილმის ყურება არაფერს დაგაკლებს. არანაირად არარის must read
ბეროუზის - ჯანქი - მაგარი ქინძობა 2/5. დროის ხარჯვა.
ჰენრი მილერის - კიბოს ტროპიკის - 4/5. წინა ორივეს ჯობს, დაბალანსებულად არის დაწერილი, საინტერესო და არარის უაზროდ გაწელილი, მარტივად იკითხება. ნაღდად ღIრს წაკითხვად
(თუმცა არ იმდენად კარგია რომ ბიბლიოთეკაში შევინახო, ხოდა ვცვლი ახალ კიბოს ტროპიკს, თუ ვინმეს გინდათ..)
ამათ შემდეგ დავიწყე კინგის წელიწადის დრონი. გაზაფხული (შოუშენკი) მომეწონა, უარსს ველოდი (4/5) და გარყვნილი ზაფხული ბევრად მაგარია (5/5). ძალიან მაგარია, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კინგის წამიკითხავს. იმედია შემდეგი 2 სეზონიც არანაკლები იქნება.
ა,ხო, ბრედბერი დამავიწყდა
იმ პოსტმოდერნისტების წინ illustrated man ს მოთხრობების კრებული დავხურე (5/5) და საუკეთესო მოთხრობების კრებულად ვაღიარე,რაც კი ოდესმე წამიკითხავს
ძალიან მაგარია ბრედბერი. ერთ-ერთი საყვარელი ავტორი გახდა ჩემთვის
ეგრევე "მელანქოლიის წამალი" ვიყიდე და როცა მოვიცლი შევუდგები
This post has been edited by Henyd0r1 on 27 May 2014, 14:59
.