XXXX მოკვდა<< ეს ფრაზა ძალიან აქტუალური იყო და არის კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში როგროც ვატყობ ახლა მე. ვიღაცა ცუდ ხასიათზე დადგება, აუცრუვდება გული რამე თემაზე და რწმენა დაეკარგება ამ მოვლენის მიმართ და იძახის: ესა და ეს მოკვდაო. შეიძლება იმ ადამიანისთვის მოკვდა, მაგრამ ჩემთვის ნადმვილად არა. ასევეა ლიტერატურაში, ზოგ ადამიანს ეკარგება მუღამი წიგნის მიმართ , შესაბამისად მთლიანი მისი ფსიქოლოგია ერთვება უკვეა გარემო ფაქტორების დადანაშაულებაზე. კერძოდ ავტორები აღარ ვარგა, კლასიკას ვერ ვიგებ იმიტომ რომ გაცვეთილი თემებია, ახალ მწერლობაში კაი ტიპი არ ჩანს და ასე შემდეგ. ადამიანი თავისივე განწყობითა და ფსიქოლოგიური ხედვებით იქმნის ისეთ გარემოს, რომ მუღამი ეკარგება ყოლიფერზე

მაგალითად სანამ ნიცშე იტყოდაა ,,ღმერთი მოკვდაო", მანამდედაც თქმულა ეს საზოგადოებაში, იმიტომ რომ დაკარგული ჰქონდა ხალხს რწმენა, განიჰილისტებული იყო მთლიანი მასა. მაგრამ რეალობა ხოლმე სხვა იყო და იქნება ყოველთვის, ღმერთი თეისტისთვის არსეობს და იარსებებს კიდეც. ნებისმიერი ნათქვამი რაიმე იდეოლოგიის სიკვდილზე სუბიექტურ მოსაზრებას არ სცდება.

იმიტომ რომ ბევრი ადამიანისთვის ახლლა იბადება მუსიკა, ელექტრონული მუსიკის ხანა მოდის და უკვე საკმაოდ ბევრი მიმდევარიც ჰყავს.(ნუ მე საერთოდ მუსიკის დიდი მოყვარული არ ვარ , ასე რომ მუსიკა ჩემთვის პირადად მკვდარია )
ზოგი ადამიანი რამე ფენომენის ცვლილებას აღიქვამს სიკვდილად, ზოგი მეტამორფოზად პროგრესისკენ

საბოლოო ჯამში არავინ იცის რა კვდება სინამდვილეში და რა არა