#40833876 · 6 May 2014, 01:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბოლო გადაცემას ვუყურე, მთარგმნელების მონაწილეობით...
რატი ძალიან უკულტუროდ იქცეოდა, არ აცალა ლაპარაკი ხალხს. ეჭრებოდა მუდმივად კითხვებით.... შაჰნაზარი და ეკიზაშვილი ასაკოვანი ხალხია, მაგათი მაინც მორიდებოდა.
ჭუმბურიძე რაც იყო, ისევ იგივეა-ტრაბახა, თავის თავზე უაზარმაზარი წარმოდგენის მქონე, უზრდელი ადამიანი. "სახელი ვარდის" , "პოემა ვეფხის" ..ლოლ.
ეკიზაშვილი ძალიან მომხიბლავი ადამიანია. უნდა იჯდე და უსმინო მის მსჯელობას..
ჯანდიერმა გადაამლაშა აშკარად. ნამუსი მოსწმინდა თავის უმაქნის სტუდენტებს და ქართული თარგმანის დაბალ ხარისხს დააბრალა მათგან "3 მუშკეტერის" წაუკითხაობა. ოღონდაცა, რააა...სულაც ეკიზაშვილს რომ ეთარგმნა, მაინც არ ექნებოდათ წაკითხული.
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|