thanos
Zizyphus > Sisyphus

      
ჯგუფი: Members
წერილები: 12087
წევრი No.: 153296
რეგისტრ.: 24-August 12
|
#44012018 · 12 Mar 2015, 11:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Henyd0r1 @ 12 Mar 2015, 07:37 ) | QUOTE (thanos @ 11 Mar 2015, 23:36 ) | Henyd0r1 joker hc წესით უნდა მოგეწონოს ისეთივე მცირე ზომისაა როგორც ქილინგ ჯოუქი მაგრამ ხატვის სტილი უკეთესია უფრო რეალისტური და ბნელი...
ისე, თუ სწორად მახსოვს, მორისნომა თქვა, ჩემი აზრით ბეტმენმა მანდ მოკლაო ჯოკერი...
რა ვიცი, ბევრი მიზეზია დავწერო? |
დაუშვი  ...................... |
ბევრი მიზეზია - ხალხი, ჯოკერი გამაღიზიანებლად ხშირად მოციტირე ადამიანები, (მოციტირეში მარტო ფრაზებს არ ვგულისხმბ, ძირითადად იმას, რომ ლეჯერის ჯოკერზე აფრენენ), რომლებსაც მინიმალური წარმოდგენა არა აქვთ პერსონაჟის არსზე და რას გამოხატავს იმაზე. მეც დიდი ხანი არაა რაც კომიქსებს ვკითხულობ და ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ თანდათნობით, როცა კითხვა დავიწყე, მერე შემეცვალა დამკიდებულება, რაზეც მითითებული ტიპის ხალხმაც იქონია გავლენა. - კლოუნების თემა. ბევრი აფანტებს იმის გამოც ( ჩემს სანაცნობო წრეში) რომ კლოუნია, ჩემთვის კლოუნების creepy-ობის თემა მოძველებულია და არა საინტერესო, თან ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჯოკერის მაქებ-მადიდებლების უმეტესობას ჯონ ვეინ გეისიზე, ალბათ ჩვენი დროის ყველაზე დიდ კლოუნზე არაფერი გაუგია. ისე საინტერესო დამთხვევაა, რომ გეისიც wayne-ი იყო. ანუ, იმას ვგულისხმობ, რომ როცა იდეას აიდელებ და მოგწონს, არა როგორც კონცეფცია რომელსაც საინტერესოდ მიიჩნევ, არამედ, მოგწონს როგორც პერსონაჟი და თანდართულად ქმედებებიც მოქწონს, მაშინ მასთან მეტ-ნაკლებად ახლოს მდგომი, თუნდაც იდეის დონეზე (კლოუნობის იდეა) მყოფი რეალური ადამიანის შესახებაც უნდა იცოდე ბევრი რამ და შეფასებისას ორივე მათგანი უნდა დაუკავშირო ერთმანეთს. - აწ ნახსნები creepy-ობის მომენტიც ვთქვათ, გარეგნობასთან დაკავშირებით. ჯოკერის გარეგნობა ჩაფიქრებულია როგორც შემზარავი, გამაღიზიანებელი და მოკლედ რომ ვთქვათ, უკავშირდება ძირითადად უარყოფით ემოციებს, მაგრამ ჯოკერი ამ შემთხვევაში მე არ მიმაჩნია საუკეთესო მაგალითად. ამ შემთხვევაშ ჩემთვის ვიოლატორია საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ გამოხატვს პერსონაჟის გარეგნობა მის იდეას. მხოლოდ გარეგნობაზე ვამბობ, შინაარსობრივად არავითარი კავშირი არა აქვთ. თან უნდა ითქვას ისიც, რომ ჯოკერისთვის, მის გამოწკეპილობაზე მეტად, რეალურად ვიოლატორის სიბინძურე უნდა იყოს ნიშNეული, უბრალოდ, ავტორთმა მიერ იდეალიზაცია ხდება მეტ-ნაკლებად კლოუნის. - რა მოგვწონს კომიქსებში, უფრო ზუსტად ჩარაქთერებში - ის ყველაფერი რაც ცვენ რეალურ ცხოვრებაში არ გვაქვს, მაგ. მორფეუსიში მოგვწონს ის, რაც ჩვენ ცხოვრებაში არ გვაქვს, იგივეა თანოსთან მიმართებით, მომწონს ის თვისებები რაც ტიტანს აქვს და მე არ მაქვს. ჯოკერი კი ყველა შიეძლება იყოს ( ალბათ ესაა საუკეთესო იდეა ამ პერსონაჟის) და როცა რეალობათან აკავშირებ კომიქსების მოვლენებს, და ხვდები, რომდენად მარტივია განახორციელო ჯოკერის ქმედებები, ისმის კითხვა - რატომ არ იხატავენ ჯოკერიონები სახეზე ღიმილს და რატომ არ ყრიან ჩვილებს მჟავაში? იმიტომ რომ ეშიანით და არ შეუძლიათ. აქაა არსებითი მომენტი, საკუთარი სისუსტის გამოსახვაა ჯოკერი, და როცა იმას არ აკეთებ რაც გინდა, მაშინ ასებითად ეწინააღმდეგები ჯოკერის იდეას. და როცა იდეა მოგწონს და არ მიყვები მას რეალურად, ორი რამე გამომდინარეობს აქედან - ან იდეა ვერ გაიგე ( იხ. პარალელი დღევანდელ სარწმუნეობით ცხოვებასთან საქართველოში, არა მარტო მართმადიდებლური იგულისხმება) ან სუსტი ხარ. - უმნიშვნელოვანესი შეცდომა რასაც ხალხი უშვებს - არ არის ჯოკერი ანარქისტი, ჯოკერი არის ქაოსის აგენტი ჩემი აზრით და როგორც არ უნდა იბზრიალოს ნიცშემ, არა ადამიანის მოწოდება იყოს ქაოსი, შეიძლება აქვს უარყოფითი თვისებები, მაგრამ ყველას სისტემა ჭირდება რომ სისტემაში ააწყოს თავის სქემა, თუნდაც ცუდი ან კარგი და აქედან გამომდინარე, არ გამოხატავს ჯოკერი ადამიანობის ბნელ მხარეს, უფრო მეტად, ჯოკერი იდეალიზირებული ბოროტებაა, რომელიც რეალურად არ არსებობს. ამის საპირისპიროდ, მაგალითად დუმი, ლუტორი ან ლოკი უფრო რეალური პრობლემებს წამოჭრიან ხოლმე, დუმი - საკუთარ ეგოსთან ბრძოლა/ეგოს მონობა და წარსული შეცდომის გაქცევა, ლოკი - მცდელობა იმისა რომ აღიარონ და მიიღონ, ლუტორი/ოსბორნი - ადამიანური აბიციების სახეა, ამბიციების უარყოფითი გაგებით და ამავდროულად ლექსი ამ ბნელი ამბციების უფრო ნათელი მხარეა ვიდრე ნორმანი. - არ არის ბეტმენი ნიცშეს ზეკაცი - გეი წყვილები არ მიყვარს - ჯოკერი/ბეტმენის თამაში არ არის პერსონალური, იდეური დაპირისპირება არ ორისა. არ არიან ანტითეზისები ერთმანეთის, თუნდაც იმიტომ, რომ იდეურ დონეზე, ჯოკერის არავითარი იდეოლოგია არ გააჩნია, უბრალოდ დარბის და ერთობა თავისთვის, მაშინ როდესაც ვეინის ყველა ქმედება როგორც ბეტმენისა არის საკუთარი შიშებისგან გაქცევა, ჯორდანმა უთხრა ერთხელ ბეტმენს, უთხრა რა, ბეჭედი მისცა და უთხრა რომ ამ ბეჭდით ბავშვობის ტრამვას გადალახავდა, მაგრამ ბეტზარომ უარი უთხრა. ხოდა იმას ვამბობდი, რომ ბეტმენი შიშებს გაურბის და იმიტომ გმირობს, ჯოკერი იმიტომ ვილეანობს რომ სხვა საქმე არაფერი არაა აქვს. - ჯოკერის ვილეანობა არ გამოხატავს სრულ თავისუფლება როგორც გარემომცველ ასევე პიროვნულ დონეზე. შეიძლება ვივარაუდოთ რომ ჯოკერი ყველა დანარჩენ ცნობილ ვილეანზე მეტადაა მიჯაჭვული თავის არჩენემის. უაზობაა ამ პერსონაჟის გაიდეალება, როგორც თავისუფლების სიმბოლოსი. - მიზნის არ ქონდა. როგორც ასეთი, ყველა დიდ ვილეანს აქვს რაღაც მიზანი. ჯოკერის მიზანი რა არის - ერთი ბეტმენთან თამაში, და მეორეული მიზანი, რომელიც ხალხმა ნოლანის კინოს მერე შეტენა პერსონაჟს არის ვითომდა საზოგადოებისთვის ფარდის ახდა და ნამდვილი, ცხოველური სახის დანახვება ხალხისთვის. ამ მეორეულ მიზანთან დაკავშირები, ჯერ ერთი, გოთემი ისედაც ჯუნგლებია, ჯოჯოხეთი დედამიწაზე და უბრალო შეუძლებელია მასზე მეტად დაეცეს ადამიანი და მეორე, საზოგადოებისთვის ნიღბის ახდის იდეა და ცხოველურობა, ეს საკითხი, ჯერ კიდევ ეპიქტეტეს და უფრო ადრეული პერიოდიდან განიხილება და პრაქტიკულ თუ თეორიულ დონეზე არის გადაღეჭილი, ამიტომ უბრალოდ ღლეობაა მასზედ ამდენი ყურადღების მიპყრობა. - ე.წ. სთრით-ლეველერები დიდად არ მიყვარს
ახლა უნდა წავიდე, ლექცია მაქვს, ბევრი რაღაც შეიძლება არეულად დავწერე ან გამომრჩა და მერე გადავხედავ და შეიძლება რაღაცეები ჩავამატო
|