* ჩემი ბოლო დროინდელი კომიქს შეფასებები:
Miniature Jesus - 5-ნომრიანი, ძალიან კარგად დახატული კომიქსია. ერთ კონკრეტულ ჟანრში რომ ჯდება და აქეთ-იქეთ არ გადაყავხარ. პირველი ნომრიდან რაც დაიწყო, იმას მიყვება ბოლომდე. მართალია, სიუჟეტი ცოტა აჯაბსანდალია, მაგრამ მხატვრობა + ჰორორში უდავოდ 5/5 ეკუთვნის.
რომ კითხულობ, მომენტებში ფიქრობ რომ ძალიან სისულელეა, ან უბრალოდ შენ ვერ ხვდები რას გადმოგცემს, მაგრამ მომენტებში ძალიან გაფიქრებს. მოკლედ, ღირდა.
მარტომ ამ ჩათლაში კატის გამო მაინც
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
/ინგლისურ ენაზე:
http://comicsgeek.ru/publ/138-1-0-1432/მეორე კომიქსიც პატარა ზომის არის. 4-ნომრიანი. სტივენ კინგის მოთხრობის -
"N" ადაპტაცია. აი აქ, ყველაფერს 5/5-ს ვუწერ. შესანშნავი მხატვრობა, მოთხრობის ერთი ერთში გადატანა. ისეთი დეტალებიც კი, როგორიცაა პერსონაჟების ერთმანეთისადმი მიწერილი წერილები, პირდაპირ არის გადმოტანილი და არა თხრობით სტილში. სიუჟეტიც გასარკვევია და შიშისმომგვრელიც. მხოლოდ ბოლო გვერდმა შეიძლება დაგიტოვოს გაურკვევლობის გრძნობა, მაგრამ მერე პირველ თავებს გადახედავ და ყველაფერს ასე თუ ისე მიხვდები.. (ალბათ.)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რუსული ლინკი:
http://www.jurnalu.ru/online-reading/comic...ephenkingsn2010და ბოლოს - გუშინ დავიწყე
DareDevil-ის ყურება. 6 სერია ვნახე და ძალიან კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით ფისკის პერსონაჟია ბომბა. აი, ოდნავ უფრო მსუქანიც რომ იყოს, ალბათ ისტორიაში საუკეთესო პერსონაჟი იქნებოდა ჟანრში. "თავზეხელაღებული" ერთადერთია მარველის სამყაროში, ვისაც სრულად ვიცნობ და დიდი ხნის სიყვარული მაკავშირებს

. ხო და მადლობა ნეტფლიქსს კიდევ ერთხელ.
.