მდა
გუშინ ვიყავი გარდიანებზე. არ იყო სხვათა შორის ცუდი კინო, შეიძლება ითქვას კეპის მეორე ფილმის მერე საუკეთესო კინოა მარველის კინემატოგრაფიაში
თუმცა უკეთესის გადაღება შეიძლებოდა ალბათ, მით უმეტეს იმის გამო, რომ პერსაჟები უცნობები იყვნენ/არიან ფართო აუდიტორიისთვის შეეძლოთ უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმა.
დიზაინში რამოდენიმე რამე არ მომეწონა
1- გამორა - მეტისმეტად სუსტი იყო, არაფრით არ გავდა გალაქტიკის ყველაზე საშიშ ქალს, უმჯობესი იქნებოდა ან სხვა აეყვანათ როლზე, ან უკეთეს ფორმში ჩამდგარიყო ზოე, თან რაღაცნაირად სახის წყობაც არაგამორული ქონდა და მზერა კიდევ, მარტო სიყვარულს ასხივებდა, არანაირი აგრესია არ იყო. ფორმაც არაფრად არ ვარგოდა, შეეძლოთ მაგალითად ეს ფორმა

გამოეყენიბინათ.
2 - დრაქსი - საზიზღრობა იყო, მეტისმეტად დაბერებულა ბაპტისტა. ახალგაზრდობაში მოუხდებოდა როლს, ახლა ნწუ. არც სვირინგები მომეწონა

.
3 - სელესტიალის თავი რატომ იყო დაჩონჩებული ვერ ვხვდები, ჯობდა კომიქსების ფორმა დაეტოვებინათ...
4 - რონანის დიზაინი კარგი იყო, მაგრამ თვითონ რონანი, როგორც ვილეანი არ იყო ღირებული. არადა მსახიობი ცუდად არ თამაშობდა. + უმჯობესი იქნებოდა accuser corps-ის ჩაესვათ როგორმე, უფრო მრავალფეროვანი გახსებოდა. შეიძლება მე ვერ გავარჩიე, მაგრამ მგონი მარტო რონანს ქონდა ლურჯი Fერის კანი, დანარჩენ კრის არა, რაც არალოგიკურია. რონანის ელიტარული სამხედრო ნაწილი წესით ყველა წმინდა სისხლის კრისგან უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული...
5 - იონდუ - მოჰავკი აკლდა და მშვილდი
6 - თანოსი - ძირითადი მიზეზი რის გამოც კინოში წავედი. მეტისმეტად გაბერილი იყო, არა დიდი და მასიური, არამედ გაბერილი, ამის საპირისპიროდ სავარძელი იყო საჭიროზე უფრო პატარა.
7- ნებულა- მკიდია და არაფერს ვიტყვი
8 - გრუტი - უკეთესი შეიძლებოდა
დიზაინში კარგი იყო
1 - სტAრლორდი - პრობლემა არ იყო
2 - როკეტი - იგივე
3- საჰაერო ხომალდები, განსაკუთრებით ქსანდარიული საჰაერო ბადე
საშუალო
ნოვას დიზაინი. რამდენადაც როგორც ჩანს ისეთივე ძალები/შესაძლებლობები არ არის გათვალისწინებული როგორც კომისში, ამის გათვალისწინებით არა უშავდა.
კარგი იყო კოსმოსის ხედები, სხვადახვა პლანეტის განსხვავებული დიზაინი, ნოუვეას გარშემოფერების პალიტრა.
სიუჯეტი
3 ქულა 5-იდან + 1 ქულა იუმორში.
ნაკლოვანებები -
სტარლორდის კოსმოსში მოხვედრა მაინც არ იყო ნორმალურად ახსნილი
ის რომ ნოვა პრაიმმა არ იცოდა სპარტაქსის გენის შესახებ
რატომ არის იონდუ ჩვენს დროში
რატომ ქონდა ყველა ანიენს ჰუმანოიდური აგებულება
კოლექციონერის სახლის განადგურება ძან სულელურად გამოუვიდათ
კრი-ქსანდარის დაირისპირების ისტორია უფრო უნდა გაეშალათ და კრი ულტიმეიტ ვილეანად არ უნდა გამოეყვანათ
რონანი არ უნდა მომკვდარიყო, კოსმიურ თეატიკის კინემატოგრაფიაში თავისი წვლილის შეტანა შეეძლო
მეტი არ მახსენდება ახლა, მერე ჩავამატებ თუ რამეა
ექშენი, ბრძოლა და იუმორი კარგი იყო
კიდევ კარგი იყო
კოსმოს გამოჩენა
ესონის გამოჩენა
დატყვევბული სკრული
და რა თქმა უნდა საუნდტრეკები