ჰალკი?

ჰალკი ვარჰამერში არცისე ძლიერი ტიპი იქნება.
ჯანდაბაშიც წასულა მასეთი მომავალი
* * *
შემდეგში დავდებ ცნობილ დაცემულ ანგელოზებზე. სურათების ნაკლებობა გამოწვეულია იმით რომ ლუტერის ღალატზე ძალიან ცოტა არტია ინტერნეტში

დაცემული ანგელოზები.

დაცემულების დაბადება
„წყეულიც იყავ ლუტერ - როგორ შეგეძლო ჩვენი ღალატი? ადრე ჩვენ ძმები ვიყავით, ახლა კი იძულებულები ვართ შემოგიერთდეთ სამუდამო წყევლაში“
ლიონ ელ-ჯონსონი, ბნელი ანგელოზების პრიმარჰი.
ქაოსის კოსმოსური მედესანტეები ცნობილები როგორც - დაცემული ანგელოზები, ქაოსის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებებით მოცული მიმდევრები არიან (თუ საერთოდ ემხრობიან ქაოსს). ისინი წარმოიქმნენ ჰორუსის ღალატის დასრულების შემდეგ, პრიმარჰი ლიონ ელ-ჯონსონის მშობლიურ პლანეტაზე, კალიბანზე დაბრუნებისას.
როდესაც ბნელი ანგელოზების ფლოტი კალიბანის ორბიტაზე განთავსდა მათ მიმართ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე პლანეტის მიწისზედა დამცავმა ლაზერებმა გამანადგურებელი ცეცხლი გახსნეს. შეტევა ისეთი მოულოდნელი იყო რომ პრიმარჰი იძულებული გახდა უკან დაეხია. შეტევით გაოცებულმა შეეცადა გაეგო რა დაემართა მშობლიურ პლანეტას მის არყოფნაში.
ამის გარკვევაში ლიონს აბორდაჟზე აყვანილი სავაჭრო ხომალდის ეკიპაჟი დაეხმარა. როდესაც პრიმარჰი წავიდა კალიბანიდან იმპერიუმის ჯვაროსნულ ლაშქრობაშ მონაწილეობის მისაღებად, ლუტერი - ლეგიონის მეორე მეთაური და მისი ძველი მეგობარი დარჩა პლანეტაზე გამგებლის როლში. ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის მიუხედავად ლუტერი უკმაყოფილო იყო მისი მდგომარეობით, მას მიაჩნდა რომ იმპერიუმის მივიწყებული პლანეტის გუბერნატორობა არც ისე სახარბიელო თანამდებობა იყო.
ლუტერის უკმაყოფილება და შური ნელ-ნელა იზრდებოდა სანამ ბოლოს და ბოლოს პიკს არ მიაღწია. ქაოსის ძალებმა კარგად გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, მათ მისცეს ლუტერს ის რაც ყოველთვის უნდოდა - ძალაუფლება და გავლენა. ასევე მათ მიერ ბოძებული ერთ-ერთი საჩუქარი იყო ორატორის ნიჭი, რომლის დახმარებითაც მან მოახერხა კალიბანზე დატოვებული ლეგიონერების დარწმუნება იმაში რომ იმპერატორმა უღალატა მათ და სამუდამოდ მიატოვა. დროთა განმავლობაში ქაოსის გავლენა ლეგიონერების დიდ ნაწილზე გავრცელდა, ბევრს არ მოსწონდა რომ პრიმარჰმა ისინი ჯვაროსნულ ლაშქრობაში არ წაიყვანა, ხოლო როდესაც პრიმარჰი დაბრუნდა კალიბანზე ეს უკმაყოფილება ღია ბუნტში გადაიზარდა.
ასეთმა საქციელმა ლიონი და მისი მომხრე ლეგიონერები განარისხა და შურისძიება მოანდომა. ისინი მთელს გალაქტიკაში იბრძოდნენ და ეგონათ რომ ის გაწმინდეს ქაოსისგან, მაგრამ აღმოჩნდა რომ ქაოსს მათი პლანეტა და მათი ძმები წარეწყმინდა და იმპერიუმის წინააღმდეგ აეჯანყებინა. ჯონსონი თვითონ ჩაუდგა სათავეში ბნელი ანგელოზების ყველაზე დიდ და გამაგრებულ ციხესიმაგრეზე განხორციელებულ შეტევას. მან იცოდა რომ ზუსტად იქ ნახავდა ლუტერს და ორი ძველი მეგობარი ერთმანეთს შეებნენ. პრიმარჰის არაადამიანური ძალის მიუხედავად ბრძოლა თანაბარი იყო, რადგამ ქაოსმა კიდევ უფრო გააძლიერა ისედაც ძლიერი მოღალატე. ისინი ერთმანეთს საშინელ ჭრილობებს აყენებდნენ და თან მათი შერკინების დროს ნაგებობაც ნადგურდებოდა.
ბრძოლა მანამდე გრძელდებოდა სანამ მათ ირგვლივ მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩა. ამავე დროს ორბიტიდან ბნელი ანგელოზების ფლოტი შეუჩერებელ დაბომბვას ანხორციელებდა, მანამდე სანამ თვითონ პლანეტის ქერქმა არ დაიწყო გაბზარვა.
მაშინ როდესაც კალიბანმა ვეღარ გაუძლო საშინელ დაბომბვას და ნგრევა დაიწყო ლუტერსა და ლიონს შორის შეტაკებამ დასასრულს მიაღწია. ქაოსის ძალების დახმარებით ლუტერმა პრიმარჰს უძლიერესი ფსიქიკური იმპულსი ესროლა და დაამარცხა.
სასიკვდილოდ დაჭრილი პრიმარჰი მიწაზე დაეცა. ამავე დროს, როდესაც მომაკვდავმა თითქოსდა სული განუტევა ლუტერის თვალებს ბინდი მოშორდა. მიხვდა რაც ჩაიდინა. ის სამჯერ მოღალატე იყო - მან უღალატა ძმას, ბნელ ანგელოზებს და იმპერატორს. სიმართლის სიმძიმემ გატეხა სიგიჟის ბორკილები და ლუტერი დავარდა მისი მომაკვდავი ძმის და მეგობრის გვერდით, აღარც ბრძოლა უნდოდა და აღარც სიცოცხლე.
ლუტერმა ტკივილით და უიმედობით გაჟღენთილი ყვირილი გამოუშვა, რომელმაც ვარპშიც შეაღწია და ქაოსის ღმერთებამდეც კი მივიდა. ბნელი ღმერთები მიხვდენენ რომ კიდევ დამაცხდნენ. მათ მრისხანედ შეუტიეს პლანეტას რის შედეგადაც რეალობა გაიხა და კალიბანი აქამდე უნახავი სიძლიერის შტორმში ჩაიძირა. გაუკონტროლებელი ფსიქიკური ენერგიით ვარპი რეალურ სამყაროში გადმოიღვარა.
„დაცემული“ ბნელი ანგელოზები რომლებიც ლუტერს ემსახურებოდნენ პირდაპირ პლანეტის ზედაპირიდან შთაინთქნენ და მთელს გალაქტიკაში გაიფანტნენ. ფლოტის დაბომბვისგან ისედაც დაზიანებული კალიბანი დაიშალა და აფეთქდა. მისი ნაწილებიც ვარპმა წაიღო.
რამოდენიმე ფაქტი:
პლანეტიდან მხოლოდ ნაგლეჯიღა დარჩა ციხესიმაგრე ალდარუჰით (კლდე) რომელიც გადაიქცა ბნელი ანგელოზების მტავარ ბაზად.
როდესაც ბნელი ანგელოზები ციხესიმაგრეში შევიდნენ მათ მხოლოდ გაგიჟებული ლუტერი დახვდათ.
სინამდვილეში ლიონ ელ ჯონსონი კლდის ერთ-ერთ საიდუმლო დარბაზშია ჩაკეტილი.
ციხესიმაგრე ალდარუჰი, იგივე კლდე.
დაცემულებზე ნადირობა

„ჩემი წმინდა მოვალეობაა დავიცვა თქვენი სულები ქაოსისგან და მე გადავარჩენ თქვენს სულს მაშინაც კი თუ ამისთვის თქვენი მოკვლა გახდეს საჭირო“.
ასმოდეი, ბნელი ანგელოზების კაპელანი.
ლუტერის ღალატს ბნელი ანგელოზები დიდ სირცხვილად მიიჩნევენ. ამ ამბის შესახებ იციან მხოლოდ მათ, შვილეულმა ორდენებმა და თვით იმპერატორმა, მაგრამ თვით ორდენის შიგნითაც კი ძალიან ცოტა ბნელმა ანგელოზმა იცის ამ ღალატის ისტორია დეტალურად. მხოლოდ მაშინ როდესაც ბნელი ანგელოზი შედის სიკვდილის ფრთაში, ის იღებს ყველა აუცილებელ ინფორმაციას. უფრო მეტიც, ასტარტესები გებულობენ იმის შესახებაც რომ მოღალატეები რომლებიც ლუტერს ემხრობოდნენ დღემდე ცოცხლები არიან. ამ წყეულ მეომრებს დაცემულ ანგელოზებს უწოდებენ. ყველა დაცემული ანგელოზი არ მოხვედრილა პირდაპირ ბნელი ღმერთების სამფლობელოში, ზოგიერთი მათგანი ნამდვილ ქაოსის მიმდევრებად იქცნენ, მაგრამ ზოგიერთებმა აღიარეს რომ ლუტერთან მიმხრობა შეცდომა იყო. ქაოსის ძალების მიერ უარყოფითები და საკუთარ ორდენში დაბრუნების საშვალების გარეშე ისინი განდეგილებად გადაიქცნენ. ბევრი მათგანი მეკობრე ან დაქირავებული მეომარი გახდა, მოგზაურობენ გალაქტიკაში როგორც ხალხი რომლებსაც არ ყავთ მუდმივი მბრძანებელი. ზოგიერთი კი ცოდვების მონანიების მიზნით დაბრუნდნენ ადამიანურ გარემოში სიკეთის კეთების მიზნით, მაგრამ ბნელ ანგელოზებს ფეხებზე კიდიათ ასეთი „მონანიება“ მათ მიაჩნიათ რომ ერთადერთი ისინი ამ სირცხვილს მხოლოდ მაშინ მოიშორებენ როდესაც ყველა დაცემული დაჭერილი იქნება და სახალხოდ აღიარებს დანაშაულს, ან მოკვდება. ამის გაკეთება კი არც ისე ადვილია. დაცემულები მოგზაურობენ მარტო ან თავში უდგანან პატარა ბანდებს, ზოგჯერ შეიძლება რამოდენიმე წლიანი ძებნის შემდეგ ბნელმა ანგელოზებმა მხოლოდ გაურკვეველ ჭორებს მიაგნონ.
როდესაც მორიგი დაცემული ანგელოზი მახეში მოხვდება, მას კლდეში აგზავნიან სადაც მთავარი კაპელანი ცდილობს მისი აღიარების მოპოვებას. ხშირ შემთხევაში დაცემულ არ ნებდება და წამებაში კვდება.
* * *
Warhammer 40000 სამყაროს ისტორია და სტატიები.ასევე ძველი თემა სტატიებისთვის რომელიც მოუცლელობის გამო დავიწყებული იქნა. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში ასასინების ტაძრებზე, ტაუზე, იმპერიულ მუშტებზე, გოტიკურ ომზე სტატიები ქართულად (ადრე დავწერეთ მე ელიასმა და ალექსმა). მათ სანახავად უბრალოდ გუგლში ჩაწერეთ თემის სახელი ქართულად და თუ დაწერილი გვაქვს ამოაგდებს.
პ.ს. ლინკებს მოვძებნი და დავდებ ცოტა ხანში.
This post has been edited by Erickson on 16 Jul 2014, 14:33