თუ შენი საქმე ღირსეულია მაშინ მისთვის შეიძლება დაიღუპო კიდეც.
ამ კამათზე გამახსენდა ჩემი ერთი ძველად დაწერილი პატარა მოთხრობისმაგვარი არსება

მემგონი მოუხდება სიტუაციას.
1.
მარკ კრეიგანს საბყრობილის ცივ იატაკზე მწოლიარეს გაეღვიძა. მთელს სხეულში შემაწუხებელი, ყრუ ტკივილი დაუდიოდა. ის ნელა წამოიმართა და ზურგით ქვის კედელს მიეყრდნო. იმის მიუხედავად რომ ჰაერი საგრძნობლად ცივი იყო, მარკს მთელი სხეული უხურდა. სახეზე ახლად გაჩენილი დაჟეჟილობები თავის ყოველ მოძრაობაზე ახსენებდნენ პატრონს არსებობის შესახებ. გასიებული ყვრიმალი მარცხენა თვალს ამოფარებოდა და ხედვას თითქმის შეუძლებლად ხდიდა.
თვითონ საბყრობილეს ფანჯრები არ ქონდა. არემარეს კარებთან მიმაგრებული ჩირაღდანი ანათებდა, იატაკის მაგივრობას დატკეპნილი მიწა უწევდა, კედლები ძველი ქვისგან აეშენებინათ. ეჭვგარეშეა ოდეზღაც ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა ნესტში და საშინელ სისხლის სუნში ჩაძირულიყო.
მარკმა ნელა მოიზილა გასიებული სახე და ფიქრებში გადაეშვა. ბოლო რაც ახსოვდა ეს ძველი ლაზგანის რკინის კონდახის დარტყმა იყო. „მბრძანებელი მომკლავს“ გაიფიქრა უეცრად. ის ტყვედ ჩავარდა, ესეიგი დაიღუპა. „წყვიადის მახვილები“ ტყუილად არ დაკარგავდნენ დროს, მსახურის გადასარჩენად როდესაც პლანეტაზე ამდენი მეამბოხე იყო მოსაკვლელი. მისი მბრძანებლები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სისასტიკითა და ბრძოლის წყურვილით. მარკმა ეს კარგად იცოდა. დიდი ხნის წინ თვითონაც მიეცა შანსი ორდენის წევრი გამხდარიყო, მაგრამ სასტიკი გამოცდები ვერ ჩააბარა და ჩაიჭრა.
ის თვითგვემისგან გარემომცველი წყვიადიდან მისუსტებულმ სუნთქვის ხმამ გადაარჩინა. მარკი წამიერად გაშეშდა და სიჩუმეს მიაყურადა, რამოდენიმე წამი არაფერი ისმოდა, მაგრამ მერე ისევ გაისმა ვიღაცის სუსტი სუნთქვა. მარკი სწრაფად წამოდგა, ხმის წყაროსკენ მიტრიალდა და ბრძოლისთვის მოემზადა. მისი სხეული დასუსტებული იყო, ხელები დამტვრეული ხოლო გონება დაბინდებული, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ის დიაოხზე, მისი მბრძანებლების - ადეპტუს ასტარტეს „წყვიადის მახვილების“ მშობლიურ პლანეტაზე დაიბადა. ხელებიც რომ არ ქონოდა მაინც შეძლებდა ბრძოლას, რადგან ბრძოლის გარეშე დიაოხზე ერთი დღეც ვერ გაძლებდი.
-ვინ არის აქ?-იკითხა მან, იმის მიუხედავად რომ „წყვიადის მახვილების“ ბრძოლის ტაქტიკა წყვიადს და სიბნელეს ეფუძნებოდა, მარკი უბრალო მოკვდავი იყო და მისი მბრძანებლების მსგავსად ღამეში ყურებისთვის გამოსადეგ მუტირებულ ოკულარებს არ ფლობდა.
-შენც გაუცრუე მათ იმედები და იმიტომ ჩამოგაგდეს ამ ჯურღმულში?-გაისმა უცნობის უიმედობისგან გაგიჟებული ხმა. ენა ებმოდა, სიტყვას სიტყვაზე ვერ აბამდა.
-ვისი იმედები?-იკითხა მარკმა. წყვიადში დასუსტებული ადამიანის სილუეტი გამოჩნდა. ის ძალიან შორს იყო კარგად რომ დაეთვალიერებინა.
-ამ... თავისუფლებისთვის მებრძოლების!-იყვირა უცნობმა და ცრემლნარევი სიცილი წასკდა. ის ზურგით მიეყრდნო ცივ კედელს და ნელა ჩამოსრიალდა მიწაზე.
-მეამბოხეებზე ლაპარაკობ?-კითხა მარკმა და მოსაუბრესგან უსაფრთხო მანძილზე დადგა. უცნობი ერთი შეხედვით ძალზე გამხდრად და დასუსტებულად გამოიყურებოდა, მაგრამ მის გონებაში სიგიჟეს მოეძებნა ადგილი. ზუსტად ეს ხდიდა საშიშად.
-ჰო...-თითქოს ამოისუნთქა მამაკაცმა.-თუ გინდა მეამბოხეები დაუძახე, მე მათ მარტყუარა მკვლელებს ვეძახი!-იღრიალა მან და მუჭი ძლიერად შეალეწა კედელს. სიბნელეში შავმა სითხემ გაიელვა, მამაკაცი ისევ დაწყნარდა.-ასე გადამიხადეს მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის და მხარდაჭერისთვის!
-მხარდაჭერისთვის?-იკითხა მარკმა, ამ სიტყვამ ცუდი წინათგრძნობა გაუჩინა. თუ მისი თანასაკნელი იმპერიუმის მოღალატე აღმოჩნდება. მარკს მისი მკვლელობის გარდა სხვა გამოსავალი არ დარჩებოდა.
-როდესაც ისინი ჩემთან მოვიდნენ არაფერი არ ქონდათ! უბრალო კულტისტები იყვნენ... მითხრეს რომ ბნელი ღმერთები მოწყალებით გადმოხედავენ ჩემს ოჯახს. უნდა გამიგო, მე ამას არაფრით გავაკეთებდი, მაგრამ... ჩემი ცოლი მოკვდებოდა!-იღრიალა მამაკაცმა.-იმპერატორმა არ ისმინა ჩემი ვედრება! ის კვდებოდა!
-და შენ ერეტიკოსების მხარე დაიჭირე?-მარკის მისუსტებული ხმაში, მაინც ისმოდა სისასტიკისა და მრისხანების ნაზავი. მამაკაცმაც შეამჩნია ეს.
-მათ მე ცოლი მომიკლეს! შემდეგ ჩემმა საკუთარმა ოფიცრებმა ჩემი საკუთარი სახლის საბყრობილეში გამომკეტეს!-ისტერიულად დაიწყო მამაკაცმა.-მე მათ ფული და ჯარი მივეცი, აი როგორ გადამიხადეს სამაგიერო!
მამაკაცი უეცრად წამოხტა და გულისგამგმირავი ღრიალით გამოვარდა მარკისკენ, მაგრამ როდესაც მისგან მხოლოდ ნახევარი მეტრი აშორებდა ყელზე და ხელებზე მობმული ჯაჭვები დაიჭიმა და გაგიჟებული უცნობი მიწაზე დაეხეთქა.
-მაპატიე! მაპატიე! მაპატიე!-მისუსტებული ხმით დაიწყო მან. ეს სიტყვები მარკისთვის არ იყო განკუთვნილი, ის ვიღაცა სხვას ელაპარაკებოდა.-შენ ამის ნებას არასდროს მომცემდი, მაგრამ... მაგრამ...-ის ისევ გაჩერდა და დადუმდა.
-სხვა გზა მაინც არ იყო.-ცოტა ხნის შემდეგ გააგრძელა მან.-ეს ყველაფერი ამ იმპერიუმის და იმპერატორის ბრალია! ის გახრწნილი გვამი მართავს ყველაფერს! ჩემი აზრით კი ეს უსამართლობაა! ყველგან ტირანია, სიკვდილი, კორუფცია... ეს უნდა შეცვლილიყო.
მარკი წამით გაჩერდა, მამაკაცის სიტყვებმა მის გულში რაღაც ახალი გააღვიძა. ბუნებით ის გულჩვილადაც შეიძლება ჩათვლილიყო. დიაოხზე ცხოვრებამ მას ბევრი საშინელება გადაატანინა და როდესაც გაიგო რომ ამ სისხლითა და სისასტიკით სავსე პლანეტის გარდა კიდევ მილიარდობით სამყაროა და უფრო მეტიც, დიაოხი იმპერიუმის ერთ-ერთი ასტარტესთა ორდენის მშობლიური პლანეტაცაა ბუნებრივია დაინტერესდა, რატომ არ ეხმარებოდნენ „წყვიადის მახვილები“ თავიანთ სამშობლოს? რატომ რთავდნენ ნებას ათასობით ადამიანს უაზროდ მომკვდარიყვნენ? ორდენში მისვლის დღიდან მას ეს კითხვები აწუხებდა, მაგრამ მთელი ორმოცდა სამი წლის მანძილზე გამბედაობა არ ეყო მბძანებლისთვის ეკითხა.
განა ახლაც იგივე არ მეორდებოდა? იმპერიუმი მშივიდობასა და განვითარებაზე ლაპარაკობდა არადა ყოველი პლანეტა სისასტიკეში იძირებოდა! მისმა საკუთარმა მბრძანებელმა რომელსაც ორმოცდა სამი წელი ემსახურებოდა სასიკვდილოდ გაიმეტა!
-ბევრჯერ მინახავს ხალხის სიკვდილი.-აგრძელებდა მამაკაცი, ის ისევ მიწას ჩაშტერებოდა.-მაგრამ პლანეტის სიკვდილი მხოლოდ ერთხელ. დიდი ხნის წინ სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა ინკვიზიციის მიერ განხორციელებული ექსტერმინატუსის მოწმე გავხვდი... მილიარდობით ადამიანი მოკვდა ერთ წამში. განა ეს უსამართლო არ არის? იმპერიუმი მალე დაშლის საკუთარ თავს, გასაკვირია ამდენი ხანი როგორ გაძლო. გალაქტიკა მხოლოდ უკეთესობისკენ წავა ადამიანების რასის გარეშე.-დაასკვნა ბოლოს.
მარკი გაშტერებით იდგა და ძირს დავარდნილ უცნობს უყურებდა. მან იცოდა რა უნდა ექნა - მის წინ ერეტიკოსი ეგდო, ერეტიკოსი რომელმაც ახლახანს იმპერიუმს და მთელს კაცობრიონას სახეში შეაფურთხა. ის უნდა მომკვდარიყო, მაგრამ რაღაცა ნებას არ რთავდა ეს გაეკეთებინა. ამ რაღაცას გაუბედაუბა ერქვა.
„ინდობს ის ვინც თავის თავში არ არის დარწმუნებული“ მოაგონდა მბრძანებლის სიტყვები, მაგრამ ნუთუ დანდომა სისუსტის ნიშანია? შეიძლება ბოროტება ბოროტებითვე დამარცხდეს? მისი ჩაფლავების დროსაც ხომ შეეძლოთ ადამიანობა გამოეჩინათ და მეორე შანცი მიეცათ? რატომ არ გააკეთეს ასე? პასუხს მნშვნელობა არ ქონდა. მარკმა ღრმად ჩაისუნთქა და ძირს დაგდებული ქვა აიღო. როგორც არ უნდა იყოს მის ვენებში დიაოხური სისხლი ჩქეფდა.
P.S. "წყვიადის მახვილები" ჩემი და ელიასის საერთო ორდენია.
This post has been edited by Erickson on 5 Sep 2014, 00:29