beitaliრას ერჩი მაგნუსს?

ერებს უნდა გაეფრთხო სული.
P.S. შემიფასეთ. არ დამტოვოთ უყურადღებოთ

ძვლებამდე გამტარი ყინულოვანი ქარი დაუნდობლად უბერავდა. ცხოველების ქურქებში შეფუთნული იოსეფი ნელა მიაბიჯებდა თოვლით დაფარულ დიაოხურ მიწაზე. გარემომცველი უღრანი ტყიდან ყრუდ ისმოდა ცხოველების გულისგამაწყალებელი გნიასი. იოსეფს მარჯვენა ხელი უმოძრაოდ ჩამოედო ქამარზე ჩამოკიდებულ ნაჯახზე. მისი სუნთქვა მშვიდი და ზომიერი იყო.
-აქ რა გინდა?-გაისმა უცნობის ხმა.
-ვეძებ.-უხეშად უპასუხა იოსეფმა. მას გაჩერება არც დაუპირებია; საუბრის დაწყებამდე დიდი ხნის წინ იგრძნო უცნობის სუნი. დიდი ხნის წინ გაიგონა მისი აფორიაქებული გულის ფეთქვა.
-ამ ადგილებში მარტოხელა მკვლელები დადიან.-განაგრძობდა უცნობი. ის ასმეტრიანი ხეების მიერ შექმნილ წყვიადში იმალებოდა.
-არ მაინტერესებს.-უპასუხა იოსეფმა და გზა განაგრძო.
უცნობი აჩქარებულად გამოეკიდა მას.
-გაჩერდი! გესმის? გაჩერდი თორემ მოგკლავ!
იოსეფმა სიარული შეწყვიტა. მან ინსტინქტურად გაუსვა ხელი ნაჯახის ტარს და ამოიღრიალა:
-მომკლავ?
-თუ საჭირო გახდება.-უპასუხა უცნობმა, თუმცა მის ხმაში ისეთივე თავდაჯერებულობა აღარ ისმოდა.
-შენ წარმოდგენა არ გაქვს ვინ ვარ.
იოსეფის ხმა ზედმეტად დაბალი და ბოხი იყო ადამიანისთვის. ის ლავის ნელ თუხთუხს მიაგავდა.
-შენ მგზავრი ხარ, რომელიც ამ ადგილების მეპატრონეს არ ემორჩილება.
ამ სიტყვებმა იოსეფს გაღიმება აიძულეს.
-მეპატრონეს? აქაურობას არ ყავს მფლობელი. აქ მხოლოდ მტაცებლები ბინადრობენ.
თქვა მან და იმ ადგილისკენ შეტრიალდა საიდანაც უცნობის ხმა მოდიოდა. იქეთ, ხეების ჩრდილებს შორის, ადამიანის გამხდარი სილუეტი მოჩანდა. ხშირი ტოტების გამო ტყეში მზის სხივები არ აღწევდნენ, მაგრამ იოსეფის მუტირებული ოკულარები უპრობლემოდ იხედებოდნენ წყვიადში. უცნობს სუფთა დიაოხური ნაკვთები, სასტიკი, მაგრამ ჭკვიანური თვალები და აბურდული მუქი ყავისფერი თმა ქონდა. მისი აღნაგობა და სახის ჯერკიდევ ბავშვური გამომეტყველება მის ახალგაზრდობაზე მეტყველებდა. უცნობი ცამეტი წლის ბიჭი იყო.
-შეგიძლია გამოხვიდე.-უთხრა იოსეფმა.-მე აქ შენს წასაყვანად მოვედი.
ტყიდან ამ ადგილისთვის უცნაური ხმა გაისმა. იოსეფი კარგად ვერ ერკვეოდა მოკვდავთა ემოციებში, მაგრამ მანაც იგრძნო ეს სიხარულით და უნდობლობით განსმჭვალული ამოსუნთქვა.
-ტყუი.-უპასუხა ბიჭმა რამოდენიმე წამის შემდეგ.-ტყუი!
იოსეფმა ნელა მოიხსნა ქამრიდან ნაჯახი და ხეებში დამალულ ბიჭს გაუწოდა. ერთი შეხედვით ნათელი ხდებოდა, რომ იარაღის ტარი ზედმეტად პატარა იყო იოსეფის იარებით დაფარული, მასიური ხელებისთვის.
-აიღე. ეს შენია.
რამოდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
-საიდან გაქვს?-გაისმა ბოლოს გაოცებული და აჩვილებული ხმა.
-იმ ადგილიდან წამოვიღე სადაც ადრე შენი სოფელი იყო.
ისევ სიჩუმე. ისევ უნდობი მზერა.
-გამოდი. ნუ გეშინია...
-არ მეშინია!
-კარგი...-უპასუხა იოსეფმა.-მაგრამ კიდევ ერთხელ თუ გამაწყვეტინებ ხელებს დაგატეხავ.
სიჩუმე.
-მშვენიერია. ახლა გამოდი და შენი იარაღი აიღე. კიდევ გამოგადგება.
-გამომადგება? ჩემი სახლი განადგურებულია. ახლობლები მკვდრები. რისთვის უნდა ვიბრძოლო? გადარჩენისთვის? ასეთ ბრძოლას აზრი არ აქვს.
იოსეფის იარებით დაფარული მკაცრი სახე სასტიკმა ღიმილმა გააპო.
-ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. წამომყევი და მე მოგცემ შესაძლებლობას უძლეველ მეომრად იქცე.