აწმყო იმოსა ბურუსით, ცამდე იმართა კედელი,
აზრი გაქცევას აღარ აქვს, ზეცამ დაჰკარგა ელფერი,
გახსოვს... გრძნობების ფეთქვა, ვით ცხელი ლავა ვულკანის?
თავგანწირული წინ სწრაფვა, საპირისპიროდ გრიგალის?
გახსოვდეს, მუდამ შენთან ვარ, სარკმელს რომც ჩაქრეს სანთელი,
სულის სითბოთი გაგათბობ, მზემ რომ გაცილოს სხივები.
ცხოვრებით ქანცულს, დასნეულს კვლავ მოგიშუშებ იარებს,
სინანულის ცრემლს დაგიშრობ, ლაღი სიამით აგავსებ,
ცხოვრება ამოუცნობი, ხან რთული არის, ხან საღი,
ხან ყოფისაა სასჯელი, ხან ცოდვა–მადლი ამაგის.
ხან ამაღლებას გვატრთოლებს, ხან ცეცხლსა კერას გვანარცხებს,
ხანაც ცხოვრების ფერმწერი დიდების ტვიფრსაც დაგვადებს...
გახსოვდეს, მუდამ შენთან ვარ, ვით მზეს ამშვენებს ნათელი,
მთვარეს – ბურუსით მოცული მშვიდი საღამო, პირმკრთალი...
გახსოვდეს, მუდამ ჩემს სულთ ხარ, საგულეთადაც იქეცი,
მარადის უკუნისამდე სიყვარულს ჰშობავს ღვთის მადლი!
Angel-ina
/12.08.2014/
* * *
ADOLF777ადმინნნ პროგრესი თუ არის იქნებ მითხრათ

)) ნუ რა თქმა უნდა ბოლო ლექსებს თუ გადახედავთ

)
This post has been edited by nmiranda761 on 12 Aug 2014, 21:15
მიმაგრებული სურათი