არ ვარ პოეტი, ახლოსაც კი არ ვარ... უბრალოდ ვწერ, როდესაც ძალინ ცუდათ ვარ..
მე შეგიყვარე – შენ კი გამყიდე,
წლები დაგითმე – შენ არ დამინდე.
ყოველი გრძნობა – ნდობა, სიყვარული,
გათელე, მოსპე, შეთხზე სიბინძურით.
ტკბილი კოცნები ცხარედ აქციე,
თბილი სიტყვები ცრემლად მამთხვიე,
სიყვარულის დუმილის წუთები
ვნებით აღსავსე ბილწად აქციე.
სიტყვები წარსულის აწმყოდან "ვერა,
ჩვენ ვერ ვიქნებით ვერასდროს ერთად,
სინანულით ავივსებით თუკი,
ჩვენს ნაზ გრძნობებს იხილავს ყველა" –
გამოაშკარავე. მონათლე ბნელად.
აჯერე ყველას შენი ვერსია.
ხალხთ ავერსია ტვირთად ამკიდე.
რატომ, რას მერჩი, რატომ გამყიდე?
ნუთუ გახარებს, რაც მე მამცირებს?
ან ის გამშვიდებს, რაც მე მატირებს?
ტკბები ჩემი უიღბლო ბედით...
მე კი წლებია უშენოდ ვკდები..
* * *
ისევ შენსკენ მივყავარ ფიქრებს,
უსასრულოა აწ დროთა სივრცე...
ალიონს სხივები იმედით მავსებს,
ღამე სონატით მიყუჩებს ტკივილს.
დამღალა ამდენმა ფიქრმა და დარდმა,
გაურკვევლობა მახრჩობს და მიგდებს,
ხურჯინით სავსე, კითხვებს და ეჭვებს
წლებია ტვირთად მივათრევ ღვთისკენ.
გავები თითქოს ობობის ქსელში,
ლაბირინთია განგების მახე,
გონს არეული, უგზოდ და უკვლოდ
დავეხეტები მოჟამულ ცის ქვეშ.
დილით აღსავსე ფიქრებით შენზე,
იქნებ ქუჩაში გიპოვო ისევ,
ღიმილის ნიღაბს ამოფარული
ვცდილობ დავმალო ცრემლები ისევ.
ისევ ღამდება... ვერც დღეს გიპოვე,
ეს დღეც ამაოდ გათენდა, ისევ...
ისევ ეჭვები, გაურკვევლობა...
აუტანელი ტკივილი ისევ...
* * *
Любить тебя недозволеньем было,
Минутные свидания - увы,
Не дали отличить тебе реально
Притворство от большой моей любви...
Что было у тебя тогда - не важно,
Теперь ты показал себя сполна..
Ты не любил меня... Увы, напрасно
возвысила тебя в своих мечтаньях я...
Любя не портят жизнь любви-побитым,
И обожженным крылья в пепел, в прах.
Любя не бьют уже побитых горем
и вновь обретших веру в пустынях...
Невиданно порочить жизнь влюбленных,
Неслыханно сквернить их честь за страх
быть опороченными пред другими ими...
Ведь я простила зная всё тебя...
Сполна раскаялась за то, что полюбила
запреты попытавшись обойти...
Я просто так в тебя тогда влюбилась...
Ты просто так всё предал, очернил...
* * *
შენ ხარ ჩემი სამყარო,
მზე ხარ ამომავალი...
ჩემი სუნთქვა, სიცოცხლე,
უშენოდ ვერ ვიცოცხლებ...

))
This post has been edited by nmiranda761 on 16 Jul 2014, 16:44