ლიტერატურული თამაშის შინაარსი ასეთია: კლუბის წევრები წინასწარ შეთანხმებულ დროს ვასახელებთ წიგნებს, შესაბამისად დგება წიგნების სია. ამის შემდეგ ხმათა უმრავლესობით წყდება, რომელი წიგნი უნდა წაიკითხოს კლუბმა, ერთად ვსაზღვრავთ ამ წიგნის წასაკითხად საჭირო დროს და წაკითხვის შემდეგ ვუზიარებთ ერთმანეთს აზრს, განვიხილავთ, ვკამათობთ. შემდეგ ტარდება ახალი "არჩევნები" და ა. შ.
გთხოვთ დაიცვათ კლუბის წესები:
1. ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვალდებულია წაიკითხოს ის წიგნი, რომელიც იქნება არჩეული. თუ წიგნი უკვე წაკითხული აქვს, კითხულობს მას მეორედ. (წინააღმდეგ შემთხვევაში გამოტოვებს მომდევნო არჩევნებს, ანუ არ ექნება თავის წიგნის დასახელების და არც ხმის მიცემის უფლება)
2. არჩევნების დროს არ შეიძლება ხმა მივცეთ ჩვენივე დასახელებულ წიგნს.
3. წიგნის წაკითხვისთვის დრო განისაზღვრება წინასწარ და ყველა უნდა ჩავეტიოთ დასახელებულ დროში. (საშუალოდ 2 კვირა, საჭიროების შემთხვევაში დრო შეიძლება შეთანხმების საფუძველზე გაიზარდოს). უკვე დასახელებულ დრო აღარ გადაიწევა.
4. ვეცადოთ დავასახელოთ ისეთი წიგნი, რომელიც უმრავლესობას არ ექნება უკვე წაკითხული და მეტ-ნაკლებად ადვილად საშოვნელი იქნება ყველასთვის.
5. სიხარულით მივიღებთ ახალი წევრებსაც. ამისათვის უნდა გაეცნოთ კლუბის წესებს, წაიკითხოთ დასახელებული წიგნი, რომელსაც კლუბის წევრები იმ პერიოდში კითხულობენ, მიიღოთ განხილვაში მონაწილეობა და კეთილი იყოს თქვენი წევრობა ჩვენს ლიტერატურულ კლუბში!
ჩვენს მიერ უკვე წაკითხული წიგნებია:
1. ჯ.სელინჯერი_ კლდის პირზე ჭვავის ყანაში
2. ა.კამიუ_უცხო
3. ფ.კაფკა_პროცესი
4. ჯ.ქარჩხაძე_ანტონიო და დავითი
5. კ.ჰამსუნი_მისტერიები
6. ჯ.კერუაკი_გზაზე
7. უ.ფოლკნერი_დროშები მტვერში
8. ჯ.ორუელი_1984
9. ჯ.სტაინბეკი_ზამთარი ჩვენი მღელვარებისა
10. ჰ.ბიოლი_კლოუნის თვალთახედვა
11. უ.ფოლკნერი_სული რომ ამომდიოდა
12. ჯ.ქარჩხაძე_ქარავანი
თემის პირველი ნაწილი იხილეთ აქ:
ლიტერატურული კლუბიწინა თემის ტოპ ათეული:
Greta 305
ალექსანდრა91 290
BELLA-DONNA 199
metro50 82
კოქსი 70
severuss 59
guramus 50
საკურა. 40
kukaracha_mokles 37
SpecialK 35
დარწმუნებული ვარ ამ თემაშიც ძალიან საინტერესო წიგნებს წავიკითხავთ და განვიხილავთ.