რაკი წამოიწყეთ ვიანზე საუბარი მეც ვეღარ მოვითმენ საღამომდე. მოკლედ აღფრთოვანებული ვარ. ორი კვირა გავატარე უცნაური ირონიის და აბსურდის სამყაროში. დეგრადირებული ადამიანები, რომლებიც უდანაშაულო ცხოველებს სჯიან, უმწეო შეგირდებს უტყაპუნებენ და შემდეგ თავიანთ სირცხვილს ოქროთი გამოსყიდიან კონკრეტული ადამიანისგან, რომელსაც თავის მხრივ ეს ოქრო არაფრად უღირს, რადგან მთელი სოფლის სირცხვილის მტვირთველია. ..
უცნაურად აღქმული რელიგია. ის ადამიანებისთვის მხოლოდ ყოფითი საჭიროებების დაკმაყოფილებით შემოფარგლება და ამასვე მოითხოვენ ღერთისგანაც. მღვდლისთვის კი ის ფუფუნება და სანახაობაა. ,,ქალაქში ღმერთი არ სწამთ", ,,ჩვენ აქ ღმერთი გვწამს და მღვდელი ვერ დაგვიშლის ამას". თავისებურად სწამთ, ვერაფერს იტყვი...
შვილების სიყვარულით შეშლილი დედა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, მათ რომ საფრთხე აარიდოს, მაგრამ აშკარად ამლაშებს (როგორც ყველა პერსონაჟი ამ ნაწარმოებში), გადაჭარბებული ზრუნვით ყველანაირ თავისუფლებას უზღუდავს ბავშვებს, რომელთა ბავშვური სამყარო ათასნაირი სასწაულითაა სავსე. როგორ შეიძლება გალიაში ჩასვა ბავშვები, რომლებიც დაფრინავენ, ჩიტებს ეთამაშებიან ცაში (თოლოლიები

), ფანჯარაში თავიანთი მხიარული მთვარეები ჰყავთ...
სულით ხორცამდე შემძრა მოხუცთა ბაზრობამ, ცხოველების დასჯამ და განსაკუთრებით კი ხეების ხოცვა-ჟლეტამ.

ცარიელი ფსიქოანალიტიკოსი, რომელიც ცდილობს სხვების ,,გაფსიქოანალიზებით" შეივსოს სიცარიელე. აშკარად იგრძნობა ფროიდის გავლენა (ჩემი აზრით). წინა პლანზეა წამოწეული ძირითადი ინსტიქტები (გამრავლების, დედობრივი)...
სრული სიგიჟე და აბსურდი! სიამოვნებით გავაგრძელებ ვიანს...
და გულწრფელობა თქმაში კი არა, უთქმელობაში არის მეტადრე.
თუ დუმილი დროული არის, წრფელია იგი.
მაგალითისთვის ჰკითხეთ, მეთევზე მამიკოს ჰკითხეთ,
და იგი გეტყვით, რატომ იჭერენ და ჰკლავენ თევზებს?
მაშინ თევზები მოგაპყრობენ მდუმარე თვალებს.
ეს არის ღრმა და ზუსტი პასუხი.