HurricaneKat.:*__________________________________________
+ ჩემი მეორე წიგნის შესავალია ეს
დაე იყოს სიკვდილი უკუნით და იქმნას წყვდიადი ნათელის,
რომელმაც შექმნა სიკვდილი მარადიული. გაჩნდა სამყარო
ბურჯი და თავბრუდამხვევი, იყო ჰორიზონტს კაშკაშა ნათელი.
გაქრა მარადის ფიქრი უსუსურობის, მოვიდა ხანა,
მზე მსურველი მთვარისა და ვიხილე განცდა მარადიული,
მოვედე ცას, მოვედე ფიქრს, მოვედე განცდებს რომელმაც ამწიეს ზეცას.
მაფხატეს სკაფანდრი და მისროლეს ბურუსის კოსმოსში, სადაც მაშორეს,
ბარბაროსის ყოველივე გრძნობას და მარტოდენ ჩამახუტეს ზეცა ნათელი.
მაინც ვერ ვივსებ სულის სურვილებს. დარაზულ სამყოფში, სიტყვები დამაკლეს.
ეხლა კი ვიწამე არსება ჩემი მომავლის. სადაც არსებულა სურვილი ჯახირის და არ
ყოფილა დათანხმება გრძნობების, მაშინ ყოფილიყოს წვა სულისა, რადგან ამოწვას ცოდვა,
ყველა თქვენისა, ესაა სასჯელი ერთი და სამართლიანი. ღმერთების მიჯნას,
მაინც გაცოცხლდა სურვილი სხეულის, აირია ცხადი და ბურუს მოდებული ფიქრი,
სული შეერწყა გონების კონტროლს და დაბრუნდა ფიქრი უფრო გაჭირვებული.
სურვილი მიუწვდომელი სიშორის, ვეღარ უძლებს დარაბების უსიტყვოდ მტვრევას.
ირგვლივ ჩამოწვა სიცარიელე და გაიჟღენა სიმშვიდე ბედნიერებით.
ღრუბელთ ინათეს, უბიწთ ანგელოზთ მაცნე მოვიდა, კრძალვით მემთხვია,
უფალთ შვილი ვარ ნდობილი. ამოიჭამა წუთისოფელი, დრო მოვიდ,
მეორედ მოსვლად სინათლე ეძიო, სჯულს განვიკითხავ შენსას, რამდაგვარ დოგმა იწამე.
ახლა კი ვიხილე, სულს გადმოედინა დიდების ცეცხლი.
ფარაონთ მსგავსებს უთხართ ძალაუფლება, ზეციურ ღმერთობას არ გაძლევთ.
ესააა, რაც მიწიერთ შვილებმა ღმერთმების ილაჯი გაწყვიტეთ.
დაბმული გრძნობებითა და აწყვეტილი სხეულით,
ბუნების მეფემან ხელები ღმერთების კარიბჭეს აღაპყრეთ, ესაა შედეგი,
რაც სიყვარული ბრძოლად აქციეთ და სიტყვა პირში ვერ გაიშრეთ.
კბილები დალესეთ და ყელში ბოღმას მოუჭირეთ, თემის პირს ვერ გატეხთ,
ზეციურ ადათს სჯულამდე ჩაგაყოლებთ. ესაა სამყოფი რაც ძეხორციელთ აზრს განიჭებთ.
ხორციელთ თქვენ ვერ შექმნით მსგავს სისტემას, ესაა ყველა მოყვასის საარსებო,
რაც ღმერთებმა თქვენ მოგიძღვნეს. თქვენში გაჩნდა სურვილი დაუდევრობისა და გრძნობათა სიმაღლე,
ესაა სატკივრისა და ფიქრის შეყრა მიზეზი, რაც მიწიერთ წესად გეგცათ,
ალმოდებულ განცდებს ფიქრით ექცეთ. სურვილ მებრძოლთ,
შეგვრჩენია გზა კვალ, სამჯავროს წარგივლინოთ.ბრალდებულს,
თარეშად მოსდის სიტყვები. მებრძოლთ შვილი ვარ, ჯერაც სისხლი მდის ოფლადა.
ღმერთმან დამინდეთ მე უგუნურსა, სად გაგონილა სისწორე,
მგელი ურჩობდეს კრავზედა. ბედის განგების ჭიდილთ, მე მოვედ ღმერთების მიჯნას.
წიაღსა შინა, უფლისა განისვენა სხეულმა ჩემა. მზეს მომწყვიტეს და გამიშავეს წუთისოფლისა დღენი.
ხელიდან მაცალეს, წლები ბედნიერი და დამანახეს, შიშვლად სიმართლე.
მიხერგილ გრძნობათა საუნჯედ მაქციეს და ნაღეჭ აზრთ ვერას ვარღვიე სურვილნი.
ნაბრძოლ ნათრევი გული არაფრად ჩამიგდეს, ნაბჯენი ღირსების ორდერიც მკერდიდან მახიეს.
ვერას გაუგებ ზეციურ კანონს, მათ მოუციათ ნება არჩევნის და ჩვენ კი მათ სადიდებლად, ჯაჭვთ ვიბავთ სხეულს.
თორნიკე ზვიადაური :
This post has been edited by chicharito12 on 9 Jun 2017, 12:23