Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(108)
« პირველი
...
103
104
[105]
106
107
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ჩვენი საყვარელი ლექსები,
, VII ნაწილი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
蓝天-天蓝
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
蓝天-天蓝
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 197
წევრი No.: 261575
რეგისტრ.: 15-March 21
#59297664
· 8 Jun 2022, 20:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დაორთქლილი მინების ღამე
მე დავთმობ ამ ქალაქს
ამ ქუჩებს
ამ ტოტებს
და შენთან მოვიტან
ფეხებთან დაგიყრი
შენს მზერას -
შეშლილი სურვილის გადმომდებს
ელვარე ხმალივით
სხეულში გავიყრი
და შენ დამინახავ მე
ჩემო ძვირფასო
შენს მუხლებს დაღლილი ხელებით შევწვდები
და მერე უთუოდ ვიტირებთ ამაზე
რომ ვეღარასოდეს ჩვენ ვეღარ შევცდებით
და რომელ ჩვენგანსაც არ უნდა აუხდეს
სიზმარი -
რომელსაც ათასჯერ წავაწყდით
უნდა დაიბზაროს და უნდა დადუღდეს
ყოველ ოცნება -
ჩვენ უკვე დავმარცხდით
გამოშრეს
დაიმსხვრეს ეს ჩემი ხელები -
ისინი შენს ღამეს ვერ შეეხებიან
სიჩუმეს დავაფრთხობ ჭლექიან ხველებით
და წავალ ქუჩაში
და ვიწრო მხრებიან
კედელს მივეყრდნობი
მოთმენას მივუსჯი
გაყინულ თითებსა და ჩამოშლილ ხერხემალს
სანამ შუაღამის უძირო სილურჯით
ჩემს სხეულს სიბნელე არ შემოეხვევა
შენც გახსოვს -
დეკემბერს სისხლივით დიოდა
სიტყვები - ავსილი უაზრო ოცნებით
და როცა ჩემს ხელებს ჰკოცნიდი - მტკიოდა
და მერე ჭრილობებს ვეღარ ვიხორცებდი
და ვწერდი
თვითონაც არ ვიცი - რას ვწერდი
ჩაკუჭულ ლექსებით აივსო თხრილები
მე შენთან მინდოდა და ვეღარ ვაღწევდი
და კედელს ვკორტნიდი სისხლიან ფრჩხილებით
ახლა კი დავმშვიდდი
ყველაფერს ბოლო აქვს
სიჩუმე ყველაფერს უპოვის გასაღებს
ღამეებს სისხლი და ცრემლები რომ მოაქვს
იმათ ვალამაზებ და ფრთებად ვასაღებ
და მთვარეს ავძახებ - რატომღაც ჩურჩულით -
რომ ისევ უსაფრთხო ქიმზე დავბანაკდი
მაგრამ ლოკოკინის გარსში შეყუჟული
ვიღას გავაბრიყვებ ფრთებზე ლაპარაკით
მე ისევ ისა ვარ
შემხედე - ის ვისაც
ნაცნობი ჭრილობა მეასედ ასტკივდა
და შენს მონატრებას თითებით ვისრისავ
და ისევ ვჩერდები ისევ იმ ადგილას
შენმა თვალებმა რომ ქვესკნელი გათხარეს
და ყოველ საღამოს მთვარით გალოკილი
ძარღვი - დაჭიმული - ვენაზე ფართხალებს
ხან როგორც გველი და ხან როგორც ბორკილი
მინდოდა,
მე ერთ დროს ძალიან მინდოდა
რომ ბოლო ჰქონოდა უაზრო მოლოდინს
და მივსულიყავით იისფერ მინდორთან
და შენს თმებს ცეცხლოვან ზღვაში ჩავყოლოდი
მაგრამ მე დავფლითე ყოველი ნატვრა და
ყოველი სურვილი ქარს გადავაბარე
ძარღვებიც გამოშრა და სისხლიც გათავდა
და თუკი ხანდახან მზერას გავაპარებთ
ცეცხლოვან მზისაკენ -
უდაბნოს სიყვითლით
სიჩუმე იღვიძებს და იწევს გულს იქით
სიჩუმე მეძახის განწირულ სიტყვით და
გადაღლილ სხეულის დამშრეტი მუსიკით
როგორც ძაღლის ლეკვი - უღვთოდ გაყიდული -
დაცინვით რომ იცდის - თავს როგორ იმართლებ
ისე - დამსხვრეული ორივე კიდურით
ჩემი სიყვარული მიყეფს და მიმათრევს
და რა ვქნა - მივყვები
და მაინც მიყეფენ
თუ ჩემს დასაცავად
ხმას ამოიღებენ
მაგრამ ვინ გაბედავს -
არ ყოფნით სიტყვები
ის ისევ მიმათრევს
მეც უხმოდ მივყვები
დაგნებდი
გამოვთხრი ნესტიან ფუღუროს
იქ შევიკეტები
კვნესას შევიკავებ
ცოტა ხნით დამტოვეთ - მე უნდა ვუყურო
ყვითელი ფოთლები თავს როგორ იკლავენ
და ამ ფოთლებიდან რომელსაც მოვწონდი -
ვერაფრით ვიპოვნი
კვლავ იმას თუ ვეძებ
ახლა ის დრო არის რომ ორი კოცონი
დაგინთოს საღამომ მდუღარ ძუძუებზე
და მოვალ
მე შენი ძახილი მომესმა
ვიცი - მომეჩვენა
და მაინც ვენდობი
როგორც ფიფქები სხდებიან ტოტებზე
ისეთი სინაზით მხარზე დაგეყრდნობი
და გეტყვი -
სისხლნარევ ცრემლის შეკავებით
მე შენთან მოვედი და ახლა ვიხსენებ
თუ როგორ მიხმობდნენ მე შენი მკლავები
და შენი ტუჩების უძირო სიცხელე
თუ როგორ გეძებდი დაორთქლილ მინებზე
და შენი სურვილით
თუ როგორ ავივსე
მაგრამ არარსებულ სიყვარულს ვინ ეძებს
ღამეში მზის სხივებს ვინ მოისაკლისებს
არა ხარ -
შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს
და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ
და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს
და ჩემი ხელები შენს მუხლებს ითხოვენ
დაბრუნდი
ან იქნებ არსად არ წასულხარ
შენ იქნებ აქა ხარ და სივრცეს მიაპობ
დაბრუნდი
და შენი სიჩუმის პასუხად
მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ
რომ ქარი კბილებში ნასრეს და დაღეჭილ
ოთახის სიბნელეს სურვილით ავავსებ
რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი
მკრთალი სანთელივით ჩაწვა რაფაზე
რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს
რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ.
ზვიად რატიანი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ninna_maya
Super Member
ჯგუფი: Registered
Ninna_maya
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 806
წევრი No.: 237965
რეგისტრ.: 11-November 17
#59335788
· 20 Jun 2022, 10:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე
და დავუჩოქებ მიწას მუხლებით.
- მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.
ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,
ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,
სანამდე უნდა, რომ მზეთ ედინოს
გავარვარებულ ოქროს მთა-ველებს!
სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი:
წავა, გაქრება, როგორც სიზმარი,
მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,
რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.
ნეტა, სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო,
ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი.
სჯობს აღარ გქონდეს სულაც სამშობლო,
ანდა არ იყოს ასე ლამაზი.
ტიციან ტაბიძე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Tom Creo
♈︎
ჯგუფი: Members
Tom Creo
♈︎
ჯგუფი: Members
წერილები: 4490
წევრი No.: 157072
რეგისტრ.: 12-December 12
#59376944
· 2 Jul 2022, 14:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(მამაო ენუქი @ 30 Aug 2014, 17:04 )
ნეტავ ისეთი ### მამაცა,
რომ მზეს შიგ გულში გავთხარო..
გადავტყნა მთელი ქვეყანა,
შავქმნა ახალი სამყარო !
:lol: :lol:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NikeNik
Super Member
ჯგუფი: Registered
NikeNik
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 453
წევრი No.: 251041
რეგისტრ.: 10-June 19
#59383037
· 4 Jul 2022, 08:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნიკალ!... ჰა, ნიკალ!... - შემოგძახეს აქეთ-იქედან:
მარტო რად სვამო?...
და ცა-თვალებს ვერ ახამხამებ;
ტიკჭორის ჭინკა ძეწკვს გახარბებს -
ბოლო ჭიქიდან
და ჭიქიანად ტყდება ეს ღამე!
ღიპღიპელები შუბლში ჯამებს იჯახუნებენ!...
შავ მუშამბიდან მეეზოვე შემოგბღვერს ცოცხით;
ცა შეგიწამლავს შაბიამნით და...
ღმერთიმც გიცოცხლოს!
მაინც...რა ბადით იჭერ ამდენ
ცოცხალს და ფერებს...
არ სჯობდა: ბედი დაგეჭირა -
თუნდაც ლიფსიტა?!
რა მუზის ჩაი აიჩემე, ვინ დაიჯერებს,
რომ გულს იჯერებ ცივი ჩაის სმითა.
იმ სამოვარის ამ
თვალებმშრალებს რა გაეგებათ,
-ჩაილურიო...
და დუქნისკენ გაჩქარდებიან!
This post has been edited by
NikeNik
on 4 Jul 2022, 08:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ბეჟანბეჟანი
რუსეთი უნდა დაინგრეს!
ჯგუფი: Members
ბეჟანბეჟანი
რუსეთი უნდა დაინგრეს!
ჯგუფი: Members
წერილები: 36023
წევრი No.: 139257
რეგისტრ.: 21-November 11
#59415890
· 14 Jul 2022, 21:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა ხანია აქ აღარ შემოვსულვარ.მშვენიერებაა პოეზია.
nini gogo
სად გაქრა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mayi
Super Member
ჯგუფი: Registered
mayi
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 696
წევრი No.: 248154
რეგისტრ.: 23-January 19
#59464828
· 31 Jul 2022, 10:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საგურამოს ჭიჭინობელა
მარიობისთვის სიცხევ,
მზერით დამწველო გულის,
შენ გადარბევას იწყებ,
ხოდაბუნის და ხნულის.
მაგრამ რად დამავიწყე
შენი ჩაკონვის წყურვილს,
მარიობისთვის სიცხევ,
მზერით დამწველო გულის;
მარიობისთვის სიცხევ,
მზერით დამწველო გულის.
მზით გაიჟღენთა სივრცე
მინებებული სურვილს.
დასაბამიდან მიწყივ -
გავარვარება რულის.
მარიობისთვის სიცხევ,
მზერით დამწველო გულის.
ჭიჭინობელავ, იწყე
ძველი სიმღერა რულის:
მარიობისთვის სიცხევ,
მზერით დამწველო გულის.
მარიობისთვის სიცხევ,
მზერით დამწველო გულის:
ო, ერთხელ მაინც მითხარ:
შენთან შეხვედრა მწყურის.
დასაბამიდან მიწყივ -
გავარვარება რულის.
მარიობისთვის სიცხევ,
მზერით დამწველო გულის.
ჭიჭინობელავ, იწყე
ძველი სიმღერა რულის:
მარიობისთვის სიცხევ,
მზერით დამწველო გულის.
მარიობისთვის სიცხევ,
მზერით დამწველო გულის:
ო, ერთხელ მაინც მითხარ:
შენთან შეხვედრა მწყურის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
AMAZONKAA
Super Member
ჯგუფი: Registered
AMAZONKAA
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 555
წევრი No.: 230550
რეგისტრ.: 28-March 17
#59526821
· 20 Aug 2022, 11:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მანანა ჩიტიშვილი
ევას მონოლოგი
იმ დღეს მიწაზე დილიდან ცრიდა
და სველდებოდა გზა თუ ყანობი,
მე შენ მიყვარდი და სამოთხიდან
გამოძევებას ვერც კი ვნანობდი.
ჩემს ბედს ტიროდა ზეცა ვნებული,
კუპრივით შავი წვებოდა ღამე,
მე კი შენს მკერდზე თავმიდებული
ვუსმენდი წვიმის ღვთაებრივ გამებს.
თუმც გამოუცნობ ელდით ვკრთებოდი,
ირგვლივ ყოველი ჩემებერ კრთებოდა,
ვიცოდი, სადაც შენ იქნებოდი
ჩემი ედემიც იქ იქნებოდა.
დაქანცულს ამდენ ურვით და ფიქრით,
ჟრჟოლად შემყროდა სისხლში ვნება და
მე ქალი ვიყავ, სიყვარულს იქით
არც რა მსურდა და არც რა მებადა.
მახსოვს, ცრემლებმა სახე დალორთხეს,
იმ დღეს კოშმარულ სიზმრად ვიგონებ...
მე შენ მიყვარდი და ის სამოთხეც
იოლად მისთვის გამოვიგლოვე.
ნუ მგმობთ და მკრულავთ წყევლიან პირით,
ტკივილს ირეკლავს გული სარკისებრ,
ყველა ქალივით მეც მაშინ ვტირი,
როცა სიყვარულს მოვისაკლისებ.
ყველამ თავის გზით უნდა იაროს,
არ გკითხავთ, რად წვიმს ან რად ათოვებს,
ახლაც, სიყვარულს რომ ეზიაროს,
ედემს რამდენი ქალი დატოვებს.
შემინდე, ღმერთო, თუკი ვერ ვნანობ,
მსაჯე ნებისად ქარით თუ სეტყვით,
და მაინც ქალი სასჯელის გამო
სიყვარულს უარს ვერასდროს ეტყვის.
2018
This post has been edited by
AMAZONKAA
on 20 Aug 2022, 11:24
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2345
წევრი No.: 267536
რეგისტრ.: 14-August 22
#59526937
· 20 Aug 2022, 12:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე მიყვარს დილა
მე მიყვარს დილა, როცა ფანჯრებში
შემოვა მზე და მერცხლის გალობა,
როცა მახარებს სიცოცხლის გრძნობა
და თვით სიკვდილის გარდუვალობა.
მე მიყვარს დილა, როცა ფანჯრებში
შემოვა მზე და მერცხლის გალობა.
„მე მიყვარს დილა, როცა მარჯანი
გადაეფრქვევა მეტეხის კარებს,
ნარიყალაზე კრწანისი გმირნი
თითქოს ასწევენ სისხლიან ფარებს
„მე მიყვარს დილა, როცა მარჯანი
გადაეფრქვევა მეტეხის კარებს.
მე მიყვარს დილა, როდესაც
სიონს მტრედების გუნდი დააფრინდება,
როდესაც მტკვარი გახდება ლურჯი
და როგორც ცრემლი დაიწმინდება...
მე მიყვარს დილა, როდესაც
სიონს მტრედების გუნდი დააფრინდება
და კიდევ მეტად მე მიყვარს მიწა
რომელსაც ჰქვია მიწა ქართული
მიყვარს ქართველი დინჯი ვაჟკაცი
ქედმოუხრელი და გამართული
და კიდევ მეტად მე მიყვარს მიწა
რომელსაც ჰქვია მიწა ქართული
და კიდევ მეტად მე მიყვარს მისი
დაუძლეველი უკვდავი სული
მისი გმირული დიადი აწმყო
მისი დიდება, მისი წარსული
ასე ძლიერ და საბედისწეროდ
რად შემიყვარდი მშობელო მხარევ?!
რისთვის ცამიდგი პოეტის გული
და შენი ზეცით რად გამახარე?!
ასე ძლიერ და საბედისწეროდ
რად შემიყვარდი მშობელო მხარევ?!
განა ოდესმე შენთვის სულისთქმა?!
ანდა სიცოცხლე დამშურებია?!
განა ოდესმე ბედს ვუჩივოდი?!
განა ოდესმე დაგმდურებივარ?!
განა ოდესმე შენთვის სულისთქმა?!
ანდა სიცოცხლე დამშურებია?!
განა არ ვიცი რომ მოვა ჟამი
და ვერ ვიხილავ შენს მთებს და ჭალებს
მინდვრის ყვავილსი ან ხის ფოთოლში
ოდესმე მაინც გავახელ თვალებს
განა არ ვიცი რომ მოვა ჟამი
და ვერ ვიხილავ შენს მთებს და ჭალებს
ქვეყანავ ჩემო, ყველაზე ტკბილად
შენ მომასვენებ და დამაძინებ
თვით შენი მიწა, იქნება თბილი
მე ის არასდროს, არ დამაძინებს
ქვეყანავ ჩემო, ყველაზე ტკბილად
შენ მომასვენებ და დამაძინებ
მე მიყვარს დილა, როცა ფანჯრებში
შემოვა მზე და მერცხლის გალობა,
როცა მახარებს სიცოცხლის გრძნობა
და თვით სიკვდილის გარდუვალობა.
მე მიყვარს დილა, როცა ფანჯრებში
შემოვა მზე და მერცხლის გალობა!
კოლაუ ნადირაძე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NikeNik
Super Member
ჯგუფი: Registered
NikeNik
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 453
წევრი No.: 251041
რეგისტრ.: 10-June 19
#59619866
· 14 Sep 2022, 22:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქალმა დამწყევლა ლამაზმა
მხურვალე ლალის ბაგეთი,
ღმერთმა ვერ მითხრას ათასმა,
რა ჩავიდინე აგეთი.
მაგრამ, იმ წყევლამ როგორ სთქვას,
გული სიცოცხლით დანამა,
თუ ვინმემ გული მომიკლას,
ისევე იმისთანამა.
:love:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Iasha_Bizia1444
Super Member
ჯგუფი: Registered
Iasha_Bizia1444
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 944
წევრი No.: 268485
რეგისტრ.: 16-November 22
#59823117
· 17 Nov 2022, 04:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნუ გეშინია, ჯონი უოლკერ, დღეს არ დავთვრები,
დღეს უნდა ერთი, უმნიშვნელო, წერტილი დავსვა!
მოდი ჩავკეცოთ, მეგობარო, ერთად კარტები -
ჩვენ ხომ ყოველთვის ვთამაშობდით წესების დაცვით...
ჯანდაბას რაც კი წაგვიგია! ახლა კი - ვწვები!
ბლეფია, ვიცი, გვატყუებენ, ძვირფასო უოლკერ, -
"წითელი ძაღლის" ინსტინქტი მაქვს, - გუმანით ვხვდები,
მთელი ცხოვრება "ოაზისს" და "კარიბულ" პოკერს
ვთამაშობ, მაგრამ... ზოგჯერ დგება წაგების ჯერი...
თავში უხლიათ ეს ქონებაც, ეს არქონებაც,
დაე იცოცხლონ, დაე მოკვდნენ ათას წლის მერე!
ისეთი გარჯით ირჯებიან, რომ გეგონება,
თეორიები ამოიცნეს ობრი დე გრეის...
რა დროს შიშია, რა დროს ძრწოლა და უძრაობა,
როცა გველიან ტიტანები ველზე ფლეგრეის?!
მოვიმიზეზოთ ჯონი უოლკერ, ვთქვათ - უდროობა,
არ დაიჯერო, რომ დროს ვუსწრებთ, რომ ჯერ ადრეა!
მესსაზე სხვებმა იარონ და... იდაყვზე კბენით
აღსარებისთვის, ტაძრებია და პადრეები...
ჩვენ კი წავიდეთ, ისე როგორც ჯენტლმენებს შვენით,
(და ნუ იდარდებ, არ დავრჩებით ბედთან ვალებში)
პროტესტის ნიშნად ჩავიდინოთ თუნდაც მკვლელობა,
და ღმერთს ჩავხედოთ თავხედური მზერით თვალებში, -
იქნებ როგორმე გაამართლოს მოუცლელობა...
ნუ გეშინია, ჯონი უოლკერ, დღეს არ დავთვრები,
დღეს უნდა ერთი, უმნიშვნელო, წერტლი დავსვა!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
magistra_vitae
Crazy Member
ჯგუფი: Members
magistra_vitae
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2698
წევრი No.: 111250
რეგისტრ.: 2-February 10
#59823132
· 17 Nov 2022, 05:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე გაგაფრთხილეთ,
ჯერ კიდევ როდის,
უკანასკნელად ზეცას გავკვალავ.
შავი მერცხალი
მე არ ვიქნები,
ვეღარ მიხილავთ ცაში ვარსკვლავად.
არც დამწყვდეული ზარების ექო,
ჩხრიალა წყარო,
მწუხრის ჩრდილები,
აღარც ტანწვრილი ქარში ლერწამი,
ამგვარად აღარ მოგევლინებით.
დღეს მომიგონეთ და თან მიწამეთ,
უკვე არყოფნა
მითვლის ნაბიჯებს.
ჩემი ტირილით არ შეგაწუხებთ,
არც ღრმა ძილიდან გამოგაღვიძებთ.
@ახმატოვა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BG94
Member
ჯგუფი: Registered
BG94
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 64
წევრი No.: 265653
რეგისტრ.: 22-February 22
#60121507
· 21 Feb 2023, 16:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
1
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!
2
თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!
3
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!
4
ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!
5
შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!
ბესარიონ გაბაშვილი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ChildeHarold
Super Member
ჯგუფი: Registered
ChildeHarold
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 211
წევრი No.: 224449
რეგისტრ.: 28-September 16
#60126794
· 23 Feb 2023, 00:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
bevri da bevri wlis win
qveyanashi gaswvriv zgvis
cxovrobda qalwuli cnobili qalwuli
edzaxdnen anabel lis
me viyavi bavshvi da is iyo bavshvi
qveyanashi gaswvriv zgvis
chven gviyvarda etmaneti siyvarulze agmatebuli grdzobit
me da chem anabel lis
siyvarulit romelsac frtosani samotxis angelozebi
gvaxvevden gerebshi tmis
da es iyo mizezi warsulis mizezi
qveyanashi gaswvriv zgvis
grublidan mosuli qari acivebda
chem lamaz anabel lis
da is waiyvanes da gamoketes sasaflaoshi
gaswvriv zgivs
cis angelozebs sheshurdat magla cashi
chemi da anabel lis
ratqmaunda es iyo mizezi
yvelam icoda am qveyanashi gaswvriv zgivs
shuagamis grublidan mosuli qari aciebda
da klavda chem anabel lis
magram chveni siyvaruli iyo ufro dzlieri
matze vinc ufrosia vidre chven
ufro brdzenia vidre chven
da verc angelozebi magla cashi tundac
demonebi dabla zgvis
ver ganacalkeveben suls sulisgan
rac gvakavshirebs me da chem lamaz anabel lis
da mtvare ar cimcibes rom fiqri ar momgvaros
lamazi anabel lis
varsvklavebi ar amodian rom ar vigrdzno nateli mzera
lamazi anabel lis
da mteli game talgebshia vwevar me gverdit
chemi dzvirfasi dzvirfasi lamazi anabel lis
sasaflaoze iq zgvastan
mis saflavis qvastan iq jgerad zgvastan
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BEHAVIOR
Member
ჯგუფი: Registered
BEHAVIOR
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 44
წევრი No.: 269526
რეგისტრ.: 23-February 23
#60130827
· 24 Feb 2023, 05:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შენი ცხოვრება დედამიწაზე,
შენი ცხოვრება ამ სამყაროში.
რა არის ჩემი გონება..
რა არის ჩემი მოგონება..
სხვა დროს ადამიანი თავს გამოხატავდა,
დღეს კი კარგავს და სრულებით ჩაქვრა.
ვჭკნებით, ვქრებით, სხვა აზრად ვჩნდებით.
ვდნებით, ვნებით ისევე ნებით.
მე და წვიმა ერთად ვტირით..
მე და წვიმა ერთად ვივლით..
გავიღვიძებ იგივე სიზმარში,
ცარიელ ილუზიის ნაწილში,
ასახე ნიშანი სიცოცხლის,
დასახე მიზანი სიცოცხლის.
მე და წვიმა ერთად ვივლით..
მე და წვიმა ერთად ვტირით..
ალბათ ყველა, ხომ გადმოცემული ცხოვრებით ვცხოვრობთ.
შეგვიბრალეთ...
Text by me. From BEHAVIOR...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2345
წევრი No.: 267536
რეგისტრ.: 14-August 22
#60242013
· 30 Mar 2023, 23:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს
არსთა გამრიგემ არ გაიმეტოს
ვინც სამყაროთა თვალის ჩინია,
ადამიანო, შენდა იმედად
ღაღადებს სიტყვა „ნუ გეშინია“.
ზეცამ ძუძუდან არ მოგიკვეთა,
ყოველი არსი შენთვის ხმიანობს,
ვაგლახად სასო არ წარიკვეთო,
ვინძლო სული არ დაიზიანო.
ფათერაკს მკერდით გადაუდექი,
მოძმეთ იმედი არ წარუხოცო,
ადამიანო, იყავ უდრეკი,
იყავ უშიში, ვითა უხორცო.
სტიქიონების ველურ თარეშში
სულის სიმტკიცე გმართებს მალული,
რადგან ვაჟკაცურ გზნების გარეშე
არ არის ქვეყნად არც სიყვარული.
როცა წინასწარ თქმული ახდება,
როცა სამყარო ფაფარს აიშლის,
განსაცდელს მშვიდად თუ არ დახვდები,
როგორ იწოდო პიმშო ქარიშხლის.
ნაჭუჭის კაცად ნუ გადიქცევი,
თორემ დინება წაგლეკს, გაგრიყავს,
სტიქიის რისხვას თუ გაექცევი,
რაღას დააკლებ ცხოვრების გრიგალს.
უტეხის რწმენით შენ არ წაწყდები,
დააცხრობ ღელვას, დათრგუნავ ქარებს,
სად თანაგრძნობა ვერას გახდება,
იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს.
მერაბ კოსტავა
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(108)
« პირველი
...
103
104
[105]
106
107
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0592 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.