ეს წელია ძირითადად სულ კინგს ვკითხულობ.
უიმედოთა ქალაქი - მე მომეწონა. განსაკუთრებით ატმოსფერო. კინოს ადაპტაცია არ ვარგოდა;
მობილური - ისე რა. კარგად დაიწყო და სუსტად დამთავრდა. კინოც ისე რა;
სიზმართმჭერი - ძაან საკაიპოდ იწყება, გითრევს. შედარებით სუსტად მთავრდება. ჯამშია კარგია. კინო არ ვარგა;
გუმბათის ქვეშ - ეს მაგრად მომეწონა. თუმცა დასასრული აქაც სუსტია, მაგრამ ჯამში საკმაოდ დიდია და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. სერიალი საშუალო.
ნათება - კარგია. კინო მაინც და მაინც არ გავგიჟებულვარ, თუმცა კინგის სხვა ჰორორ ეკრანიზაციებთან შედარებით ერთი თავით მაღლა დგას.
ექიმი ძილი - მაგრა დამევასა. თან არ ველოდი ვაბშე და ერთ-ერთი საუკეთესოა კინგის შემოქმედებაში.
უძილობა - კარგია. ერთი ამოსუნთქვით.
ნისლი - კარგია, მაგრამ პატარაა. მეტს ითხოვ და გიტყდება ეს მალე რომ მთავრდება. კინოც მომეწონა. შეცვლილი ფინალიც მაგარი იყო ძაან.
ჩონჩხების გუნდი - ჯამში კარგია, მაგრამ ზოგი ისტორია ისეთი ჩამთრევია აქაც ბევრად მეტი გინდა ვიდრე 10-20 გვერდი მხოლოდ.
წელიწადის დრონი - აქაც იგივე, კარგია მაგრამ ცოტაა.
მისტერ მერსედესი - ამას ყველა აკრიტიკებს არადა მე ძაან მომეწონა. ველი გაგრძელებას და ფილმს.
ჯოილენდი - ეს თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ ერთ საღამოში შემომეკითხა.
მიზერი - მაგარია. ფილმიც კარგია. ერთ - ერთი იშვიათი ეკრანიზაცია რომელიც ძაან ახლოსაა ნაწარმოებთან.
ბნელი კოშკი - ნუ აქ ჯერ შუაში ვარ. კარგია, მაგრამ უკვე ტოლკინს და სამეფო კარის თამაშებს ჯობია მეთქი ვერ ვიტყოდი. ვნახოთ. ფილმი იასნია არ ივარგებს.
კერი - კარგი იყო. მევასება ძაან თინეიჯერები და ამერიკა. ფილმსაც არაუშავდა.
დოლორეს კლეიბორნი - ეს მაგრა ნუდნად იწყება. დაჟე შუამდე ალბათ ბევრი აჩერებს კითხვას, მაგრამ მერე იქოქება და მაგრად გითრევს. ფილმსაც არაუშავს. კარგი მსახიობები.
მზის ჩასვლის შემდეგ - კარგია ესეც, მაგრამ აქაც ცოტაა და საერთოდ ეს პატარა მოთხრობების კრებულების მიდგომა მე არ მომწონს.
მკვდარი ზონა - ეს ძაან მომეწონა მაგრამ ფილმი იყო იმდენად ბანძი წამიხდა წარმოდგენა.
ღამის სმენა (კრებული) - ნუ აქაც იგივე, კარგია მაგრამ ცოტაა.
კუჯო - ისე რა. ფილმიც ისე რა.
Werewolf - ის ციკლი - კარგია, მაგრამ პატარაა.
ეხლა ვკითხულობ ქრისტინს. რამოდენიმე დღეა დავიწყე და თითქმის შუამდე ვარ უკვე არადა ვაბშე არ მაქვს დრო. ლამის ბანაობის დროსაც გადავშალო ისე მაინტერესებს. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრად მევასება 80 - იანების ამერიკა, თინეიჯერები...
ჯამში კარგი მწერალია სტიოპა. შრომისმოყვარე. ჰოლივუდის გახმაურებული ბლოკბასტერივითაა რა, გარკვეულ დონემდე წინასწარ იცი რომ ღირებული იქნება. მე პირადად არც ერთი მისი წიგნის შეძენისას არ გამჩენია შეგრძნება, რომ რაიმე სხვა უნდა მეყიდა ან ნეტავ გაამართლებს თუ არა...