Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(5)
« პირველი
...
2
3
[4]
5
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
თანამედროვე ქართველი პოეტები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
წერილები: 14002
წევრი No.: 113027
რეგისტრ.: 17-February 10
#44043972
· 15 Mar 2015, 22:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გიო საჯაიას ლექსებზე ჩემი სტუდენტობის პერიოდი მახსენდება.
რამხელა დრო გასულა
რამხელა დრო გასულა -
სანამ მე შემოდგომა
გაგილექსე,
ზამთრიდან, ლეთარგიულ,
მოსული კოშმარივით
აიტუზა
ფანჯრებთან,
ალვებიდან
რაფაზე ჩამოთოვლილ
ყვავილებზე,
უმძიმეს ალერგიით
სნეული გაზაფხულის
ჰაბიტუსი.
რამხელა დრო გასულა -
ვაგროვებ დღეებს, როგორც
რელიკვიებს
(ღამეთა ადენომას
მისტიკის გარეშეაც
ვერეოდი)
და თითქმის სულერთია,
რომ ჩემთვის
უშენობას
"წლები" ჰქვია,
შენთვის კი – რამდენიმე
მარტივი სინტაქსური
პერიოდი.
რამხელა დრო გასულა...
გიო საჯაია
--------------------
და გულწრფელობა თქმაში კი არა, უთქმელობაში არის მეტადრე.
თუ დუმილი დროული არის, წრფელია იგი.
მაგალითისთვის ჰკითხეთ, მეთევზე მამიკოს ჰკითხეთ,
და იგი გეტყვით, რატომ იჭერენ და ჰკლავენ თევზებს?
მაშინ თევზები მოგაპყრობენ მდუმარე თვალებს.
ეს არის ღრმა და ზუსტი პასუხი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1602
წევრი No.: 119555
რეგისტრ.: 13-August 10
#44043994
· 15 Mar 2015, 22:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თემატური ლექსია : )) მე-20 საუკუნეში დაწერილი მაგრამსრულიად თემატურია აქ.
"ლექსის მწერალი ხშირდება,
სამწუხაროა რაიც!
რამდენი რამე სჭირდება
პოეტს, ჩვენს დროში მაინც!" -
ეს კონსტანტინემ, იძრო რა
შაბათს, მწერლების ბაღში,
მგოსნებისაკენ ისროლა
განხეთქილების ვაშლი.
დიდოსტატები სწყალობდნენ
ბაღს, და აქ ისხდნენ ხშირად,
სუროში შაშვი გალობდა,
რაღა თქმა უნდა, ფრთხილად.
სთქვა ბესო ჟღენტმაც: "მრავლდება
დღეს ლექსის მოწადინე,
ცამდის მართალი ბრძანდება
ბატონი კონსტანტინე".
ცოდვილი ვაშლი გაგორდა
და, უკვე წასწვდნენ რადგან,
მათ დემნა მიუახლოვდა,
ასე, ორ მეტრში დადგა.
ირაკლიმ ხელი ჩაჰკიდა
ბაღის ბოლოში სიმონს,
გოგლა ხიდს მოდგა გაღმიდან,
შემოუერთდა იმ ორს.
მესმე რანგიც მოხროვდა,
მეორე რანგის გარდა,
და დიალოგზე მოგროვდა
გამსახურდიას სკამთან.
"ლექსის მწერალი ხშირდება,
ლექსი კი არ ჩანს მაინც!
რამდენი რამე სჭირდება
ნამდვილ პოეტს და რაინდს!" -
საკითხი განსახილველად
და ვაშლი ცხვირწინ ედოთ,
და სთქვა ირაკლიმ პირველმა,
ეს გახლდათ მისი კრედო:
"პოეტი წლობით ღვინდება,
მართლა პოეტი თუა!
პოეტს იღბალი სჭირდება
და, რა თქმა უნდა, ჭკუა!
სიმხნე და გამჭრიახობა,
ფხიზლად განჭვრეტა დროთა!
სიბრძნე და პატრიარქობა -
ამას გვასწავლის შოთაც!" -
არ დაეთანხმა ირაკლის
და იუარა გოგლამ:
"სად სიყრმე ყირაყირა ჰქრის,
იქ სიბრძნემ ლექსი მოკლა!
პოეტს ჯერ სიმხნე სჭირდება,
მყვირალობა და ბუკი!
ლექსს ვინ მისცაო დიდება
გარეშე სიჭაბუკის!"
სიმონმა გოგლას ღიმილი
ჰკადრა და მოჰყვა სწრაფად:
"პოეტს სჭირდება ტკივილი,
პოეტს სჭირდება ჯაფა,
სჭირდება ვრცელი გზაშარა,
ბევრი წვა, ბევრი ფიქრი,
ინტელექტი და განსწავლა,
მწიგნობრობა და წიგნი!"
სუროში შაშვმა დასტვინა,
მზე შუბისტარზე იდგა,
ვრცლად აღარავინ არ ცდილა,
მოკლედ მრავალი ითქვა.
თან კვერს უკრავდნენ ირაკლის,
თან თაკილობდნენ თმობას -
მუხრანმა: "გრძნობა სიახლის!"
გრიგოლმა: "ფორმის გრძნობა!"
ალიომ: "მხოლოდ იდეა!"
(კოლაუ იდგა განზე...)
კარლომ თქვა: "საქმე ჰკიდია
წერასთან ერთად ფხაზე!"
სთქვა მარგიანმა: "მარილი
მთავარიაო სვანში!"
სთქვა ნონეშვილმა: "ყვარელი
და სტუდენტობის ტაში!"
თავისთვის იჯდა ჩრდილში,
არას იტყოდა ანა...
- ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! -
გალაკტიონმა ბრძანა.
მურმან ლებანიძე
--------------------
------------------------------------------------
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
წერილები: 14002
წევრი No.: 113027
რეგისტრ.: 17-February 10
#44044082
· 15 Mar 2015, 22:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Bobgure
QUOTE
თემატური ლექსია : )) მე-20 საუკუნეში დაწერილი მაგრამსრულიად თემატურია აქ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1602
წევრი No.: 119555
რეგისტრ.: 13-August 10
#44044190
· 15 Mar 2015, 22:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
- ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! -
გალაკტიონმა ბრძანა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
BELLA-DONNA
სირიუსელი
ჯგუფი: Members
წერილები: 14002
წევრი No.: 113027
რეგისტრ.: 17-February 10
#44044421
· 15 Mar 2015, 23:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნინო ქოქოსაძეც იმსახუებს ვფიქრობ ყურდღებას:
სიჩუმე
ყველაზე მშვიდად მჟღერი სიმფონია,
სამყაროს ჯვარცმულო დირიჟორო,
ხანდახან დამიკარით სიჩუმე!
სიჩუმე –ვალსი,
სიჩუმე –სონატინა,
როგორც პაწაწინა ბავშვი,
დაუწერელი ლექსი მაქვს მაჯებზე...
ვაი, რომ ჩემისთანა თოვლის დედოფლები
ქურასთან დადნებიან,
თუკი გაექცევათ – რძესავით – სტრიქონი...
სამყაროს ჯვარცმულო დირიჟორო,
ხანდახან დამიკარით სიჩუმე!
რეისი ცამეტი
რატომღაც ყოველთვის
იცვლება განრიგი,
რეისი ცამეტი _ ჩემი და უჩემო...
გაჭედილ ავტობანს ღრუბლის კოლონები
მიჰყვება. ცა არის ცალმხრივი...უფერო.
რატომღაც მოსაცდელში
უკრავს როიალი _
ტელეეკრანიდან,
მარშებს საქორწინოს.
ვზივარ სავარძელში,
ასე _ ფრთამორთხმული,
ალბათ გაფრენამდე _
უნდა გავაფრინო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2191
წევრი No.: 143440
რეგისტრ.: 22-February 12
#44045694
· 16 Mar 2015, 01:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Bobgure @ 15 Mar 2015, 22:32 )
თემატური ლექსია : )) მე-20 საუკუნეში დაწერილი მაგრამ სრულიად თემატურია აქ.
თემატურიცაა და ზე-თემატურიც, ზუსტად მოარტყი მიზანში
გალაკტიონმა კი შეუსრულა ყველას, მარა თავ-თავიანთ პონტში ისინიც მართლები იყვნენ: სიბრძნეც საჭიროა, ტკივილიც, განსწავლაც, ჭაბუკური შემართებაც, სიახლის გრძნობაც, დაღვინებაც და, რაც მთავარია - ნ ი ჭ ი
(ანუ ეს ყველაფერი ერთად)
This post has been edited by
Menestrel
on 16 Mar 2015, 01:02
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
merciamercia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
merciamercia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19289
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08
#44045908
· 16 Mar 2015, 01:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
პოლიტ პარტიაშია ეხლა : )) . როგორ არმინდოდა მაგ კაცის პოლიტიკაში გარევა მარა. საჯაია მაინც საჯაია იქნება ოცნებაშიც რო შეუშვა. მაგას არაქვს მნიშვნელობა, გიო იმდენად სუფთააა ენ ნაბიჭვრები ვერ გასვრიან.
უი, ვინ გაწირა ასე? : ))))
(მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა...)
მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!
ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.
რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.
ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამიწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...
და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით.
This post has been edited by
merciamercia
on 16 Mar 2015, 01:31
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1602
წევრი No.: 119555
რეგისტრ.: 13-August 10
#44046250
· 16 Mar 2015, 02:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Menestrel
ძალიან ბევრს აქვს სიბრძნეც, ტკივილიც, განსწავლაც, ჭაბუკური შემართებაც, სიახლის გრძნობაც, დაღვინებაც.. და კიდევ ბევრი რამ..
თუმცა, თუ ნიჭი არგავს ვერ დაწერ, ვერ აქცევ ტკივლიებს ლექსად, ვერც სიყვარსულს და ვერაფერს ლექსად თუ ნიჭი არაგაქვს და პპოეტი თუ არახარ : ))..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მოიისფრო
ადამ-მე-ანი
ჯგუფი: Registered
მოიისფრო
ადამ-მე-ანი
ჯგუფი: Registered
წერილები: 536
წევრი No.: 181815
რეგისტრ.: 16-February 14
#44055118
· 17 Mar 2015, 00:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Bobgure @ 14 Mar 2015, 22:40 )
ბესიკ ხარანაული
ჯარჯი ფხოველი
ტარიელ ჭანტურია
ვაჟა ხორნაული
გივი ალხაზიშვილი
ტარიელ ხარხელაური
ლია სტურუა
გიორგი საჯაია
ზვიად რატიანი
გაგა ნახუცრიშვილი
შოთა იათაშვილი
სოსო მეშველიანი
გიორგი ლობჟანიძე
თემურ ჩხეტიანი
შალვა ბაკურაძე
რატი ამაღლობელი
ლია ლიქოკელი
ბექა ახალაია
ნუკრი ბერეთელი
ირაკლი ბერია
ნიკა ჩერქეზიშვილი
თორნიკე ჭელიძე
როინ აბუსელიძე
გიორგი არაბული
მერაბ არაბული
სალომე ბენიძე
პაატა შამუგია
გიორგი კეკელიძე
და კიდევ არიან ბევრნი კარგები, მაგრები.
აქედან შეიძლება კიდევ ამოვარჩიო და ვთქვა ძალიან მაგრები. თუმცა, იყოს ასე, ვინც მიყვარს და გამახსენდა მაგარ თანამედროვეებზე.
+ მაია სარიშვილი
***
ბავშვობისას დარდი ან ასეთია –
რომ ორმოში დგახარ და სიცოცხლე ზემოთაა,
ან ასეთი –
სადაც არ წახვალ,
ოთახის რომელიღაც კუთხე დაგყვება თან.
ან ვერ იცილებ
და ორმოთი უზიხარ დედას კალთაში,
ორმოთი გძინავს
და ორმოთი გაბანავებენ,
ან ოთახის კუთხეს ვერ იცილებ,
როგორც მარადიულ დასჯას და მუქარას.
ან ორმოს გამო
დარდი თანდათან ისე გაშეშებს,
თითქოს ძვლები გიფართოვდება,
ხორცში შედის
და რბილობის ადგილს იკავებს,
ან ამ კუთხიდან
სასტიკად ალესილ მკლავებს
ენებივით ამოყრიან ხოლმე
ყველაზე კარგი მასწავლებლები
და ყველაზე ახლო ნათესავები.
და თუმცა გჭრიან, გჭრიან,
შენ მაინც წყალივით,
მაინც ჯიუტად,
ისევ უწყვეტ ნაკადად
მიედინები დიდობისაკენ,
რომელშიც არა და არ არის ხსნა.
--------------------
ადამიანებს უფრო მეტად უნდა დააკვირდე, თვალს თუ არ მოაცილებ, მიხვდები, ზოგჯერ მათ არ იციან, რა საჭირდებათ.
ეს ყველაზე დიდი შანსია, შეგიძლია ისეთი რამ შეაკეთო, რაც შენს ველოსიპედს არ ჰგავს, შეგიძლია ადამიანს დაეხმარო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lela_85
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
lela_85
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 165
წევრი No.: 60835
რეგისტრ.: 10-May 08
#44063168
· 17 Mar 2015, 21:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ ბოლო დროს ვაკეში თუ გავივლი ვაკვირდები გალაკტიონს, ისეთი სახე აქვს ზედაც არ გვიყურებს.
)))
ვაი თქვენს პოეტობასო ფიქრობს ალბათ.
This post has been edited by
lela_85
on 17 Mar 2015, 21:32
--------------------
ჩემი გზა დავკარგე,ფუნჯები დავყარე....სული ყავარჯნებით ვატარე....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1602
წევრი No.: 119555
რეგისტრ.: 13-August 10
#44063464
· 17 Mar 2015, 22:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არ შეიძლება არ გამოვყოთ ცალკე - ბექა ახალაია
ეს კი საჯაიას მიუძღვნა მან.
--
ნევროზი ორისთვის
გიო საჯაიას
" როგორ შეიცვალე, ბებერო თბილისო...
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია..."
"ევრიკა! ღმერთი! - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი..."
წუთებს, როდესაც ჩემო გიორგი მოშლილ საათზე ითვლი,
ცდილობ, როდესაც საძილე აბით ბოლო მოუღო თვალებს,
ხედავ, როდესაც უკუნეთ ღამეს ისევ ფერი აქვს მიტკლის -
სხვა რა გზა არი, მე ამის დედა... ჩვენც ავდგებით და დავლევთ.
შენს მაგიდაზე - შუშის საფერფლე (სავსე), ფინჯანი ჩაის,
ღერი "მალბორო", წყვილი ფანქარი და მარმარილოს პრესპა -
პიე ფურცლებზე, სხვა არაფერი. დაჯდები, მზე რომ ჩავა -
presto assai დაკრულ სიჩუმეს უგულისყუროდ უსმენ,
(აუშლის ტირიფს შენს ფანჯარასთან ქარი დაწყობილ დრედებს)
ფანქარს, ყავისფერს, ადგები, წათლი და მორიგ შედევრს დაწერ,
მერე კი გახვალ ძმაკაცქალაქში - გარდაცვლილ მამას ეძებ,
ვერ იპოვი და "ჯონი უოლკერი" კვლავ შეგიფაკლავს ღაწვებს.
ევრიკა, ღმერთი, ჩემო გიორგი! ღმერთი ყველაფერს ხედავს,
რაღათქმაუნდა ამას მე და შენ კარგა ხანია მივხვდით.
პ. მაუზერით ორგან გარღვეულ სულს გაგიკერავს დედა
და მერამდენედ შენ დაამარცხებ ხახადაღებულ სიკვდილს.
წუთებს, როდესაც ჩემო გიორგი მოშლილ საათზე ითვლი,
ცდილობ, როდესაც საძილე აბით ბოლო მოუღო თვალებს,
ხედავ, როდესაც უკუნეთ ღამეს ისევ ფერი აქვს მიტკლის -
მე ამის დედაც... სხვა რა გზა არი, ჩვენც ავდგებით და დავლევთ!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2191
წევრი No.: 143440
რეგისტრ.: 22-February 12
#44063631
· 17 Mar 2015, 22:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(lela_85 @ 17 Mar 2015, 21:32 )
ამ ბოლო დროს ვაკეში თუ გავივლი ვაკვირდები გალაკტიონს, ისეთი სახე აქვს ზედაც არ გვიყურებს.
)))
ვაი თქვენს პოეტობასო ფიქრობს ალბათ.
თქვენი პოეტობა არ გაიშვასო)))
"ლექსების წერა მსუბუქი შრომა როდია. ეს საქმე ნიჭს გარდა, შემეცნებას, გამომგონებლობას და გემოვნებას, ორიგინალობას და კიდევ განვითარებულ ტეხნიკას მოითხოვს, რაც მიღწეულ იქნება მხოლოდ შეურყეველი, შეუდრეკელი, შეუპოვარი, გულდადებული მუშაობის შემდეგ სიტყვაზე."
(გალაკტიონ ტაბიძე)
P.S. დღეს გალაკტიონის გარდაცვალების დღეა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Remember me
Crazy Member
ჯგუფი: Members
Remember me
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3143
წევრი No.: 152367
რეგისტრ.: 25-July 12
#44063707
· 17 Mar 2015, 22:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემს სახლთან
ყვავები ბუდობენ.
შენს სახლთან
ბუდობენ მტრედები.
გენდობი შენ ასე უნდობელს.
მიყვარხარ სულს გადამეტებით.
ჩემს სახლთან
მიწაა გამხმარი.
შენს სახლთან
უსაზღვრო მინდვრები
და როგორც მლოცველებს საყდარი
მჭირდები...
მჭირდები...
მჭირდები...
ჩემს სახლთან
ყველაფერს გართმევენ.
შენს სახლთან
გასცემენ წყალობას.
მე ვამბობ:
-მიყვარხარ ასეთი.
შენი პასუხია:
-მადლობა.
ესეც ერთერთი ახალგაზრდა პოეტი,მე მომწონს <3
* * *
მალე კვირა მოდის ლილაშუნეს.
ჯერ აქ გაზაფხული ზღაპარია.
თოვს და მინდა ახლა მივაშურო,
ამ თეთრ სიმშვიდეში ლამარიას.
რა ვთქვა... ყველაფერი იგივეა.
რა ვთქვა... ყველაფერი სიზმარია.
ჯერ აქ ზამთარი და სიცივეა
და შორს მყუდროება ლამარიას.
ჩვენი სიახლოვე სირთულეა.
შენსკენ მყინვარებზე სავალია.
მეც შენს სამყაროში მიგულე და
ჩემზე შეევედრე ლამარიას.
ბეწვის ხიდებია გასავლელი
და ყველა ნაბიჯზე სამარეა.
ახლა ერთი ხსნაა საყვარელო,
უნდა მივაღწიო ლამარიას.
........................................
მალე კვირა მოდის ლილაშუნეს...
--------------------
Death is not the greatest loss, it is what dies inside us, while we are still alive
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lela_85
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
lela_85
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 165
წევრი No.: 60835
რეგისტრ.: 10-May 08
#44064365
· 17 Mar 2015, 23:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Menestrel @ 17 Mar 2015, 22:17 )
P.S. დღეს გალაკტიონის გარდაცვალების დღეა
ალბათ ამიტომ ვაქცევდი ყურადღებას. არასდროს შემიხედავს ასე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Bobgure
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1602
წევრი No.: 119555
რეგისტრ.: 13-August 10
#44066480
· 18 Mar 2015, 03:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ომარ ბეწინას ძე თურმანაული
კარგი პოეტი, ასევე მთარგმნელი რომელმაც ხარანაული თარგმნა ფრანგულად და ბესიკი ნობელზე წარადგინეს..)
დაიბადა 1959 წლის 25 მაისს, დუშეთის რაიონის სოფელ ხილიანში. 1990 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით. ავტორია პოეტური კრებულების: "დღე-ღამის დედა" (1984), "ცოდვები და გვირილები" (1991), "აფხაზეთი... ჯარისკაცის ჩანაწერები" (1993), "რა" (1994). თარგმნის ფრანგულ პოეზიას. ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთში.
მის ერთ-ერთ მაგარ ლექსს დავდებ აქ.
---
***
კითხვამ – ყოფნა თუ არყოფნა –
ჩემამდეც ბევრი იარა;
კითხვამ – ყოფნა თუ არყოფნა –
კვლავ ბევრი უნდა იაროს;
ბევრნაირ სისხლის ამრევი
მეც გულს ჩამეჭრა იარად,
მეც მათქმევინა: "ასეთი
რა ხარ, შე ოხერ-ტიალო!"
ჯერ კი ვთქვი: "თავი მოვიკლა...",
მერე კი ისევ ვთქვი `არა!~
თოხი ავიღე, სიმინდებს
ძირები მოვუფხვიერე,
წვიმა ვინატრე, გულიდან
ღრუბელმა გადამიარა.
და წასვლა-მოსვლის მიზანი
და ყანასავით ვიცანი _
ამოვა, მოსვლა ის არის,
იზრდება, ყოფნა ის არის,
ტაროს ან თავთავს მოიბამს,
იმისი საქმეც ის არის,
ამაო ფიქრი ღვარძლია,
ხვიარაა და ის არის;
და რადგან ყოფნით არყოფნა
რაა, ვერ გამოვიცანი,
მოვკვდები, მერე ვიფიქრებ
არყოფნაზე და ის არის.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(5)
« პირველი
...
2
3
[4]
5
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0349 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.