ორსონ სკოტ კარდის ენდერის თამაში
ძალიან კარგი წიგნია,არ არის მხოლოდ ექშენი და დაძაბული სიუჟეტი,რაღაცეებზე გიწევს დაფიქრება.
მაგალითად როგორ გაიმარჯვო მტერზე.ამისათვის მტერს უნდა იცნობდე,როცა გაიცნობ,გესმის და გიყვარდება,ჩნდება კომუნიკაციის სურვილი და თუ
გონიერ არსებასთან,ინტელექტთან გაქვს საქმე,მტრობა შეიძლება სულაც მსხვერპლის გარეშე დასრულდეს.
მეორე მხრივ თუ ერთხელ მაინც ვდგებით ყოფნა-არ ყოფნის საფრთხის წინაშე,ხომ არ ჯობია ეს საფრთხის წყარო ერთხელ და სამუდამოდ განადგურდეს, რათა მომავალშიც გამოირიცხოს მსგავსი შემთხვევები?
კიდევ ბევრი სხვა საინტერესო თემაცაა...
ფილმი ნანახი მაქვს,არ არის ცუდი,სპეცეფექტებიც კარგია და ძირითადი თემაც შენარჩუნებული,მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი რამ გამოტოვებულია. ტრადიციულად წიგნი გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესოა.
ტერი პრატჩეტის "სატვირთოს გამტაცებლები" - საბავშვო,სათავგადასავლო და სახალისო წიგნია

) უფროსები თუ წაიკითხავენ,რაღაცეებთან პარალელებს გაავლებენ და გაეღიმებათ,ყოველშემთხვევაში თუ არ გაეღიმებათ,იმედია ცეცხლს მაინც არ მისცემენ.