ამ წიგნის შესახებ ბევრ რამეზე შემიძლია დაგეთანხმოთ, მაგრამ არამხატვრულობაზე ნამდვილად ვერა.
წიგნი თარგმნა ასაკოვანმა და გამოცდილმა მთარგმნელმა, ქეთევან ამირეჯიბმა. მზექალა შანიძის შვილმა და რედაქტორი თამუნა გავაშელიშვილი ყავს.
ამ სახელებს იმიტომ ვახსენებ, რომ შეგიძლიათ გადახედოთ, თუ რა უკეთებიათ. თარგმნის პროცესში, მუდამ იმის შიში მქონდა, რომ ზედმეტად არ მხატვრული არ გამოსულიყო ქართულად.
ეს არაა ფოლკნერის თარგმანი, რომ ენის სიღარიბეზე ვილაპარაკოთ და სხვა ფანტასტიკებს თუ შევადარებთ, არც აზიმოვის ან საპკოვსკის ენაა. ეს გლუხოვსკია და აქვს აქცენტი გადატანილი მთლიანად სიუჟეტზე. მაგიტომაცაა, გვწერენ ადამიანები, რომ 650 გვერდიანი წიგნი 6-7 საათში წაიკითხეს. ზუსტად ესაა ამ წიგნის მუღამი.
ვინც იცნობს წიგნს, ალბათ დამეთანხმება.
"მეტრო 2033"-ის პრობლემა არის ის, რომ ბოლო 150 გვერდში ნორმაზე მეტი კორექტურაა გაპარული, რაზეც ექვსი თვე გავიდა და ჯერ კიდევ ძალიან ვწუხვარ
პითონიგლუხოვსკის აქვს დაწერილი 33-ის გარდა 34 და ახლახანს, 2015-ში გამოაქვეყნა "მეტრო 2035" რომელიც ასევე უკვე თარგმნილი გვაქვს და რედაქტირების პროცესშია.
35 არის ძალიან მაგარი წიგნი, მაგაში ძალიან მალე დარწმუნდებით. <3
Thank you oh lord. For the white blind light.