MasterJCშენ ხომ გნახე, როგორც კი დაგშორდი, მეტროშივე დავიწყე კითხვა ხამივით
სახლში მივედი გავაგრძელე, მერე გასასვლელი ვიყავი და წიგნიც წავიყოლიე
ვერ მოვწყდი, არადა მინდოდა შეჩერება
თავიდან დღეში 100-100 გვერდს ვაპირებდი, გამოზოგვით და სიამოვნებით მაგრამ ვერ გავჩერდი
თავიდან მაინც ცოტა არასერიოზული წიგნი მეგონა
სულ ექშენი და ასეთი სიტუაცია, მაგრამ ჰანტერის და საშას პირველი დიალოგიდან მეთქი აქ უკვე საინტერესო სიტუაციები იქნება...
რა კარგად აქვს გადანაწილებული გლუხოვსკის ყველაფერი
პერსონაჟის განვითარებიდან დაწყებული ( იდეაში ეს ყველაზე სუსტი მომენტი იყო ჩემთვის, თუ ბოლო 50 გვერდს არ ჩავთვლით სადაც ბევრი რამე აიხსნა), დიალოგები, გარემო, ის წამიერად შემოყვანილი პერსონაჟები ( ხანი, ის ორნი გვირაბში) და მათი მომენები, სხვადასხვა იდეოლგიები და იდეოლოგიებიდან ერთმანეთზე გადასვლა . ნუ, გარემოზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. სულ სხვანაირად შევხედე დღეს მეტროს