მოკლედ, ახლა დავასრულე მეტროს მესამე ნაწილიც. დაახლოებით 1 თვე დამჭირდა სამივე წიგნის წასაკითხად... მინდა გითხრათ, რომ პირადად მე ძალიან მომეწონა. უამრავი უარყოფითი აზრი მომისმენია ამ წიგნზე, მაგრამ დადებითად შევაფასებდი. ძალიან მაგარი ატმოსფეროა, ბევრი დასამახსოვრებელი პერსონაჟით...თითოეული სადგური გამორჩეულია და განსაკუთრებული/უნიკალური მახასიათებელი აქვს. უამრავი პარალელის გავლება შეიძლება თანამედროვე სამყაროსთან. სავსეა მინიშნებებით დღევანდელ პოლიტიკურ, ეკონომუკურ თუ ჯოგურ ფსიქოლოგიასთან მიმართებით. მოსკოვის მეტროს ხო შეისწავლი ხუთი თითივით

) რომ გამიშვა არ დავიკარგები

) მოკლედ ძალიან მაგარი მოგზაურობა გელით. აქვე ვიტყვი იმასაც რაც არ მომეწონა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია წიგნის მესამე ნაწილში. ორიგინალში არ ვიცი, როგორაა მაგრამ ქართული თარგმანი რაც წავიკითე აი მესამე ნაწილი ("წიგნები ბათუმში ") , რიგ ეპიზოდებში ისეთი ბინძური სიტყვებია გამოყენებული, ისეთი გინებებით. აი სულ თავისუფლად, რომ შეიძლებოდა სხვადასხვა სინონიმების გამოყენება, მაგრამ აი ასე პირდაპირ ნაჯახისებურად, უბინძურესი ენით გხვდება. იმდენად ცუდად, რომ ბრაზდები... არის კიდევ ერთი მომენტიც. რამდენიმე საინტერესო პერსონაჟი უკვალოდ ქრება. არ ჩანს რა ბედი ეწიათ და დიდ უკმაყოფილებას გიტოვებს. მთლიანობაში კარგი იყო, მგონია რომ ამ წიგნის მიმართ ინტერესი, მომავალში უფრო გაიზრდება.