მოკლედ "კვაჭი კვაჭანტირაძე" მიხეილ ჯავახიშვილის პირველი პიკარესკულ(ავანტურული ან თაღლითური) რომანია, რომელშიც აღწერილია თაღლითი ადამიანის ცხოვრება დაბადებიდან სადღაც 35-40 წლამდე(თუ არ ვცდები). ნაწარმოები თავისი შინაარსით ძალიან წააგავს მოპასანის "ლამაზ მეგობარს" და ჟანრით ესპანურ პიკარესკულ რომანებს(მაგ: დონ კიხოტი).
2015 წელს დონალდ რეიფილდმა ინგლისურად თარგმნა. თარგმნილია ასევე გერმანულად და არაბულად.(რუსულადაც თავისთავად. იმ დროს თითქმის ყველა ქართული ნაწარმოები ითარგმნებოდა რუსულად)).
როცა ეს რომანი წავიკითხე, გადავწყვიტე მეტი ცნობა მომეძიებინა მის შესახებ თუმცა, ძალიან მწირი ინფორმაცია იყო განთავსებული ინტერნეტში. ამიტომ, გადავწყვიტე ვიკიპედიაში სტატია დამეწერა.
https://ka.wikipedia.org/wiki/კვაჭი_კვაჭანტირაძეასე რომ მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამ გენიალურ რომანთან დაკავშირებით.