ჰარი პოტერის აუდიო წიგნების წაშლა სულაკაურისგან და ახლა არის ძალიან არასწორი.
ახლა იმიტომ, რომ ეკლესიამ და მისმა შავრაზმელებმა "კუდიანებზე ნადირობის" ახალი სეზონი გახსნეს, სოცქსელებში დაწყებულია ანტიჰარიპოტერული კამპანია 2.0. ამ ფონზე ჰარი პოტერის კონტენტის ნებაყოფილობით წაშლა არის დანაშაული.
სულაკაურისგან იმიტომ ტეხავს რომ სულ რამდენიმე კვირის წინ იწვნიეს ბრბოს მძვინვარება იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ჰარი პოტერს და სხვა "სატანურ" და "არასწორ" წიგნებს ერჩიან. ამის მიუხედავად მაინც არეპორტებენ და აქრობენ კონტენტს, რომელსაც შეიძლება არაწიგნისმკითხველმა ხალხმა მოუსმინოს და ნახოს რეალურად რაზეა წიგნები, ცოტა წაიაზროვნოს, საკუთარი დასკვნები გამოიტანოს და გამოვიდეს ბრმადმადიდებლობის მარწუხებიდან.
წელიწადზე მეტია რაც ჰარი პოტერის აუდიო წიგნები ქვეყნდება, თან რამდენიმე გამხმოვანებელი მუშაობდა, თან აქტიურად იდებოდა ხალხმრავალ ფბ ჯგუფებში. დარწმუნებული ვარ აქამდეც ექნებოდა გამომცემლობას ნანახი. ახლა, ამ კონტექსტში მათი წაშლით სულაკაური გახდა ცენზურის მხარდამჭერი. იქნებ ცოტა დაფიქრებულიყვნენ ამაზეც.
რაც შეეხება საავტორო უფლებებს: რა თქმა უნდა ისინი მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი კონტექსტი და კულტურა. საავტორო უფლებების დაცვისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო, კონტენტების წაშლით მხოლოდ მოკლევადიან შედეგს მიაღწევენ, შეიძლება ცოტა ხნით აიღონ ინტერნეტიდან, თუმცა მალე ისევ დაიდებან. ქეთათო რომ დაერია ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს და იუთუბზე სადაც მისწვდა ყველა გააქრო, რას მიაღწია? 1. ძალიან ბევრი ხალხის აღშფოთებას 2. არხი რომელიც დიდი ამბით გააკეთა, იუთუბის სერჩშიც კი არ ჩანს. ლოლ. 3. წაშლილი სიმღერები და უფრო მეტი მაინც დევს იუთუბზე. ზ-ლიბ, მსოფლიოს ყველაზე დიდი პირატული ბიბლიოთეკის დახურვაც კი ვერ მოხერხდა

რაღაც პერიოდის შემდევ ისევ აღადგინეს და ახლაც ფუნქციონირებს. საავტორო უფლებების დასაცავად, მომხმარებლის ქცევისა და ღირებულებების შესაცვლელად უნდა იმუშაონ საგანმანათლებლო მიმართულებით. ამას ბევრ დრო სჭირდება და ეზარებათ

აუდიო წიგნებს რაც შეეხება, საქართველოში ძალიან აუთვისებელი ნიშაა, დიდი პერსპექტივებით. ბევრი ადამიანია, უფროსიც და ბავშვიც, ვინც არ/ვერ კითხულობს, სამაგიეროდ მოსმენა შეუძლიათ. დიდი გამომცემლობები უნდა მიესალმონ ისეთ მოხალისეობრივ ინიციატივებს, როგორიც არის ჰარი პოტერის გახმოვანება, ან ნებისმიერი სხვა წიგნის. და მოიფიქრონ როგორ შეუწყონ ხელი ასეთ პროექტებს, როგორ ითანამშრომლონ. საქმის კეთება თუ უნდათ, უკვე არსებული რესურსები გამოიყენონ, ამ შემთხვევაში ჰარი პოტერების გამხმოვანებლების სახით. თუ თავისი გახმოვნებულის დადებას ფიქრობენ - ლოლ. 1. აკადემიურად გახმოვანებული არც ერთი ქართულენოვანი წიგნი არ მომეწონა. რაღაცნაირად უმარილოდ კითხულობენ. 2. გამომცემლობის მიერ დადებული აუდიოწიგნები დიდი ალბათობით ფასიანი იქნება და ესეც კიდევ ერთი შემაფერხებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ შეუძლია ან არ აქვს შესაბამისი უნარები თანხა გადაიხადოს აუდიო წიგნებში.
გააკეთონ ჰარი პოტერის აუდიოწიგნები როგორც სოციალური პროექტი, ითანამშრომლონ მის აწ უკვე გამოცდილ გამხმოვანებლებთან და დადონ უფასოდ, ყველასთვის ხელმისაწვდომად.